როგორც მოსალოდნელი იყო, მატჩი მასპინძელთა შეტევებით დაიწყო. პირველი მომენტი ზელინსკის ჰქონდა, რომლის დარტყმული ბურთი მეკარე რენოვმა მოიგერია. შემდეგ ნათანის თავური ძელს მოხვდა. სტუმრები თავს დიდი ძალებით იცავდნენ და კონტრიერიშებით პასუხობდნენ. ნეაპოლელებმა ზეწოლა გააძლიერეს. ანგისამ თავით გაიტანა, მაგრამ მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შედეგად დაასკვნა, რომ იქამდე დი ლორენცომ თამაშის წესები დაარღვია. 39-ე წუთზე კვარაცხელიამ პასი მარიო რუის გაუკეთა, რომელმაც ბურთი პოლიტანოს გადააწოდა და მატეომ „ნაპოლი“ დააწინაურა. ზედ შესვენებაზე გასვლის წინ ბერლინელებს ანგარიშის გათანაბრება შეეძლოთ, როდესაც იურანოვიჩის საჯარიმოდან დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.
შესვენების შემდეგ ხვიჩა მარჯვენა ფლანგზე მეურვეს გაექცა, კარის წინ ზელინსკი მონახა, პოლონელმა შანსი ვერ გამოიყენა, ხოლო სწრაფი კონტრიერიშისას მერეტის კარი ფოფანამ დალაშქრა. „ნაპოლი“ შეტევების ორგანიზებას ვერ ახერხებდა. მწვრთნელმა რუდი გარსიამ მარიო რუის და ლობოტკას ნაცვლად მოედანზე ოლივეირა და სიმეონე შეუშვა. ნეაპოლელებმა მომენტების შექმნა დაიწყეს: რაჰმანიმ მიზანს ვერ უწია, „კვარას“ დარტყმულს რენოვი დაეუფლა, კომპენსირებულ დროში ხვიჩას მეკარემ გატანა ისევ არ დაანება და შეხვედრა ფრედ დასრულდა - „უნიონმა“ ყველა ტურნირზე 12-მატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, თუმცა პლეი-ოფში გასვლის შანსი დაკარგა.
„ნაპოლი“ C ჯგუფში 7 ქულით მეორე ადგილზეა და მომდევნო შეხვედრას ტურნირზე 30 ნოემბერს მადრიდში „რეალთან“ ჩაატარებს.
ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - უნიონი 1:1
გოლები: 1:0 პოლიტანო (39), 1:1 ფოფანა (52)
იმ სისწრაფეებს ვეღარ ვხედავთ რაც შარშან ქონდა.
თითქოს რა დონეცაა ნაპოლი,იმ დონის დასაკმაყოფილებლად თამაშობს.
აი უდინეზესთან რომ ცეცხლი ქონდა თვალებში ისეთი მინდა იყოს სულ.
ისე გამოვიდა,გაიტანა დიდი ხნის მერე როგორც იქნა და ისევ დამშვიდდა.
უნდა დაფრინავდეს,უნიონთან,ვერონასთან და ასეთ გუნდებთან....