დღეს კვარაცხელიასგან ველით - "ნაპოლის" ერთი მეტოქის ჩამოშორება შეუძლია...

AutoSharing Option
გიორგი გოჩოლეიშვილმა "ბარსელონასთან" საგოლე პასი შეასრულა, ქართველი გულშემატკივრები კარგ ხასიათზე არიან. დღეს, 8 ნოემბერს, "ნაპოლის" მატჩია, რომელსაც შეუძლია ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფს უფრო მიუახლოვდეს და ამ გზაზე გერმანული "უნიონი" საბოლოოდ ჩამოიშოროს. "დიეგო მარადონაზე" ეს გუნდები თბილისის დროით 21:45 საათზე ითამაშებენ.

სამწვრთნელო გაუგებრობა გარსიას თავს, შეცვლის გამო განაწყენებული ლიდერები, "ტიკ-ტოკ" სკანდალი - ეს ხდებოდა ცოტა ხნის წინ ნეაპოლელთა რიგებში, ახლა კი სრული სიმშვიდეა.

რასპადორი ბოლო დროს მიზანში ხშირად ახვედრებს. უკანასკნელ შეხვედრაში ელიფ ელმასმაც გაიტანა. ჯაკომომ გერმანელების კარი პირველ დაპირისპირებაშიც აიღო, ამაში კი
ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი დიდი იყო. "კვარას" კვლავ განსაკუთრებული მეურვეობა ექნება. ბერლინში ის დიდ განსხვავებას ქმნიდა.

"უნიონი" და მისი მთავარი მწვრთნელი ფიშერი ახლა კოშმარში ცხოვრობენ, რადგან ზედიზედ 12 წაგება აქვთ. ასეთი სერიები სადღაც სრულდება. რამდენად გამოვა ეს ნეაპოლში, რთული სათქმელია. შემდეგ ეტაპზე გასასვლელად ბერლინელებს ფრეც არ ეყოფათ.

მთავარი დანაკლისი ვიქტორ ოსიმენია. შეხვედრას ნიდერლანდელი მაკელიე განსჯის. სატურნირო მდგომარეობასაც შეგახსენებთ - "რეალს" 9 ქულა აქვს, "ნაპოლის" - 6, "ბრაგას" - 3, "უნიონი" კი უქულოდაა.

altრა შემთხვევაშია კვარაცხელია უფრო შედეგიანი - "ნაპოლი" მომავალს ისევ ოპტიმისტურად უყურებს!..

მკითხველის კომენტარები / 15 /
ფეხბურთზე წერის დროსაც არ იშლიან პოლიტიკური სისულელეების წერას, ასეთი გადახრები უნდა დაიბლოკოს, უყურეთ ფეხბურთს, წერეთ ფეხბურთზე, ქართველი ფეხბურთელების წარმატებებზე, შეეშვით სულელური აზრების გამოთქმას პოლიტიკაზე, ნატოსკენ მისწრაფების ცუდ შედეგებზე, ვითომ რომელიმე ძველი ხელისუფლების ავ საქმეებზე
პატრიოტი
13:38 08-11-2023
3
დღეს რასპადორი შეასრულებს დუბლს, პოლიტანოს და ზიელინსკის ასისტებით. მერეტი პენსლტს აიღებს. საუკეთესო კი როგორც ყოველთვის კვარა იქნება. ჩქიმ კვარა იზ ზი ბესთ
აირჩიე ხიდი
12:07 08-11-2023
22

სიახლეები პოპულარული