კვარაცხელია კვლავ საუკეთესო შეფასებით და გადამწყვეტი დარტყმის კიდევ ერთხელ ვერშესრულება...

AutoSharing Option
ხვიჩა კვარაცხელიას და "ნაპოლის" თითოეული თამაშის მიმართ ქართველ გულშემატკივრებში ძალიან დიდი ინტერესია. სასიამოვნოა, რომ უკვე მეორე წელია, ისინი ჩვენგან მუდმივად ელიან, რომ შეხვედრებისა და კონკრეტულად ქართველი ლეგიონერის გამოსვლის შესახებ ვიმსჯელებთ და ეს მხოლოდ ცარიელი სიტყვები არ იქნება. ამავე კატეგორიიდანაა "უნიონთან" ნეაპოლური შეხვედრა, რომელიც ფრედ (1:1) დასრულდა, რუდი გარსიას გუნდი კი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში გასვლის კარგ შანსს ინარჩუნებს.

ხვიჩა კვარაცხელიამ ისევ ყველაზე მაღალი საერთაშორისო შეფასება დაიმსახურა, მაგრამ მის მიერ აწეული თამასისთვის ეს ყველაფერს მაინც არ ამბობს და გვეუბნება. "კვარას" ემოციური მდგომარეობა
"მშრალი" სერიის დასრულების შემდეგ უკეთესობისკენ შეიცვალა. ბოლო პერიოდში მას ერთი საწუხარი უდგას, რასაც შემტევები ყოველთვის განიცდიან - როგორც "მილანთან", ასევე "უნიონთან" 77-ე ნომერს ყველაზე გადამწყვეტ დროსა და მომენტში მატჩის ბედის გადაჭრა და გამარჯვების მომტანი დარტყმის შესრულება შეეძლო, რაც არ გამოუვიდა. ოსიმენის არყოფნაში ქართველის, როგორც ლიდერის, ფუნქციები უფრო გაიზარდა და მისი ხელში აღებისთვის ხვიჩას კარგი პლაცდარმი შეექმნა, რაც შესაბამისად ვერ გამოიყენა. რა სჭირდება ამას? - მეტი მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ასევე მწვრთნელთან ერთად და შესაბამისი შედეგი აუცილებლად დადგება. ეს კვარაცხელიას, როგორც მომავლის ვარსკვლავის ჩამოყალიბების გზაზე მნიშვნელოვანი ამბავი იქნება.

Sportall.Ge

სხვა მხრივ, "კვარადონა" ისეთია, თანამედროვე ფეხბურთში ბევრი რომ არაა - მუდმივად მოწადინებული, ჩასაფრებული, სახიფათო, დიდი ტექნიკური არსენალისა და დრიბლინგების უნარის მქონე. გარემარბს ნებისმიერ დროს შეუძლია მინდორზე მდგომარეობა მთლიანად შეცვალოს. ასე მიიღო მონაწილეობა საგოლე ეპიზოდში, როცა შეტევას მნიშვნელოვანი სიმწვავე შემატა. ხვიჩა ბევრს მუშაობდა ბურთის დასაუფლებლად, ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო მომენტი კი მაშინ შეექმნა, როცა ფლანგი შეიცვალა.

"ნაპოლის" კი მეტი სჭირდება, შარშანდელ რელსებზე რომ იმოძრაოს. პირდაპირი შედარება სტანდარტულ მდგომარეობებზე გავაკეთოთ. სპალეტის დროსაც დაგვიწერია, თუნდაც "მილანთან" მარცხის შემდეგ, როცა ამდენი კუთხურიდან რაღაც სახიფათო უნდა გამოადნო. გერმანელებთან გუნდმა 18 კუთხური ჩააწოდა და ფაქტობრივად, ერთფეროვნად. ოთხშაბათ საღამოს იდეალურად ვერც ქართველი აწვდიდა, თუმცა ისევ გაუგებარი რჩება, ზოგიერთ ფეხბურთელს აქ დიდი ავტონომია რატომ აქვს და ხშირად ვხედავთ იმავეს, რასაც საჩემპიონო სეზონში - კვარაცხელია ე.წ. გადმოვარდნილ ბურთებზე დგას. გარდა ამისა, მნიშვნელოვანია, რომ ნახევარდაცვა ვერაფრით ახერხებს, მოწინააღმდეგეები პრესინგზე შეიტყუოს და ამით შემტევებს მეტი სივრცე დაუტოვოს.

რაც შეეხება ხვიჩასგან დატოვებული სივრცეების ათვისებას, ამას პოლიტანო გაცილებით უკეთ აკეთებს, ვიდრე გასულ სეზონში. უნდა შევეგუოთ, რომ კვარაცხელიას წინააღმდეგ ახლა გაცილებით მეტს მუშაობენ და მისი საუკეთესო თვისებების ნეიტრალიზებაზე ფიქრობენ. ეს თითქოს იმას აჩენს, რომ ჩვენებურს შარშანდელი სისხარტე და ელასტიკურობა არ აქვს. ის, რომ 77-ე ნომერი ასეთი დაცვის პირობებში ბურთს უფრო უფრთხილდება და გამწვავების ნაცვლად, შენარჩუნებაზე ზრუნვა უწევს, ეს თანამედროვე ფეხბურთისთვის დამახასიათებელია!..

alt"ნაპოლიმ" სახლში აუტსაიდერს ვერ სძლია და შემდეგი მატჩი "რეალთან" აქვს [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 12 /
პირველ ტაიმშიც დაღლილი დადის.
მახო
10 ნოემბერი 2023 09:56
1
რაჰმანი და მარიო რუი გასაყრელები არიან. ნაპოლიმ უნდა დაიბრუნოს გუნდური თამაშის სტილი. აშკარად ჩანს, რომ მარიო რუის გუნდში ყოფნა ხვიჩას თრგუნავს და სათანადოდ ვერ იხსნება. არ გამოვრიცხავ, რომ მარიო რუი მას ეუხეშებოდეს, რაც ღირსეული ქართველი მამაკაცისთვის ძნელი ასატანია და თუ ხვიჩა მის მოსმას ერიდება, ეს იმიტომ, რომ გულუბრყვილოდ სჯერა რომ უჯიშო რუის მოსწყინდება ტერორისტობა და ადრე თუ გვიან თავს დაანებებს, რაც არასდროს არ მოხდება და ტყუილად აქვს რუის არარსებული კეთილშობილების იმედი ...
ალეკო
09 ნოემბერი 2023 22:51
5
"რა სჭირდება ამას? - მეტი მუშაობა როგორც ინდივიდუალურად, ასევე მწვრთნელთან ერთად და შესაბამისი შედეგი აუცილებლად დადგება. ეს კვარაცხელიას, როგორც მომავლის ვარსკვლავის ჩამოყალიბების გზაზე მნიშვნელოვანი ამბავი იქნება."
1000 % !!!

ვარჯიშის მერე დარჩენა და კარში მინიმუმ 100 დარტყმის შესრულება!


Ზაზა
09 ნოემბერი 2023 17:38
1
ხვიჩა ს ეს არ ეხება! დანარჩენი..გუნდი თავისი მწვრთნელი თ გადაიქცა ,,ზ ა დ ნ ი. ხ ო დ ი ს" ო ს ტ ა ტ ე ბ ა დ..
მამუკა
09 ნოემბერი 2023 20:21
0
თუ რეალმა არ წააგო ნაპოლისთან და ბრაგამ მოუგო უნიონს, ურთულესი ბოლო ტური ელის ნაპოლის, ბრაგა აშკარად უნიონზე უკეთესი გუნდია
მამუკა
09 ნოემბერი 2023 16:45
4
ძალიან ზუსტადაა მახვილები დასმული სტატიაში.
გიორგი
09 ნოემბერი 2023 16:09
2
ჩემს ტელევიზორში, ზუსტად იმავე დროს და იმავე არხზე, ჩოხატაურის რაიონის პირველობის მატჩი იყო, ქვაბღას და ჩხაკოურას გუნდებს შორის !
დ.დ.
09 ნოემბერი 2023 15:49
10
საშენო ტელევიზორი გიპოვია, არ მოიშორო)))
გიორგი
09 ნოემბერი 2023 16:12
1
მომენტუმს ვერ გრძნობს შესრულების! უნდა იმუშაოს სწორედ დარტყმებზე.სხვა ნაიირად ტოპ დონეზე ვერასდროს ითამაშებს ფინიში თუარ დახვეწა
beqa
09 ნოემბერი 2023 15:05
1
გოლის გატანა არის ფეხბურთში ყველაზე რტული.
მოთამაშე თავის საფეხბურთო ზენიტს აღწევს 25 წლის ასაკში.
ასე რომ ხვიჩა მიიღებს გამოცდილებას და სულ მალე სრულყოფილი მოთამაშე გახდება
las
09 ნოემბერი 2023 13:26
6
უარყოფითი: ახალ სეზონში განსაკუთრებით გამოჩნდა, რომ საფინიშო დარტყმა აქვს დასახვეწი, გასაკვირია ამ კლასის ფეხბურთელი რომ მომენტს ვერ ასრულებს. არის ეპიზოდები სადაც თითქოს ინერტულია და არ იღებს თავის თავზე.
დადებითი: საგოლე შანსებს ისევ ქმნის, ყოველთვის საშიშია მეტოქისთვის მისი დრიბლინგი და არაორდინალური თამაში.
გიგა
09 ნოემბერი 2023 12:45
2
რა ხელფასიც ნაპოლიში აქვს, იმის შესაბამისად თამაშობს. უფრო მეტს ვერც მოთხოვენ!
Ზაზა
09 ნოემბერი 2023 17:33
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული