ჩემპიონთა ლიგაზე "ბარსელონასთან" მოგებულ მატჩში (1:0) "შახტარის" განაპირა მცველმა გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად და საუკეთესოდ ითამაშა და საგოლე გადაცემა გააკეთა. ქართველს გარჯა დაუფასდა, Flashscore-მა მატჩის MVP-დ დაასახელა; football.ua-მ აღნიშნა, რომ ასეთ თამაშს ქართველისგან არ ელოდნენ; უეფამ კი Fantasy-ს ტურის სიმბოლურ გუნდში შეიყვანა, რომელსაც დაგროვებული ქულებით ადგენს.
"ასე გააგრძელე, გიორგი!" - ეხმიანება გოჩოლეიშვილის აღიარებას დონეცკური კლუბი საიტით.
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის სიმბოლური გუნდი
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურის სიმბოლური გუნდი
მეკარე: ანდრეი ლუნინი (რეალი - 12 ქულა)
მცველები: ხოსე მარია ხიმენესი (ატლეტიკო - 10), პეპე (პორტუ -
13), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი - 12)
ნახევარმცველები: ბუკაიო საკა (არსენალი 14), მიკელ მერინო (სოსიედადი - 13), დიეგო გონსალვეში (კოპენჰაგენი - 11), სამუელ ლინო (ატლეტიკო - 13)
თავდამსხმელები: ჰარი კეინი (ბაიერნი -13), ერლინ ჰოლანი (მანჩესტერ სიტი - 14), ანტუან გრიზმანი (ატლეტიკო - 14)