მასპინძელთა გუნდის მეკარე ლუკა გუგეშაშვილი 85-ე წუთზე ტრავმირებული ანდრეი ლუნევის ნაცვლად შევიდა შეცვლაზე და ყვითელი ბარათი მიიღო. კომპენსირებულ დროში მასპინძელთა გუნდის ფეხბურთელს, მედვედევს, ბურთი საჯარიმოში ხელზე მოხვდა და პენალტით გამარჯვების გოლი ბონიფასემ გაიტანა.
„ყარაბაღი“ H ჯგუფში 6 ქულით მეორე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას ტურნირზე 1-ელ დეკემბერს ნორვეგიაში „მოლდესთან“ ჩაატარებს.
ბაქო. „ტოფიკ ბახრამოვი“
ყარაბაღი - ბაიერი 0:1
გოლი: ბონიფასე (90+4, პენ)