"ასე არ შეიძლება" - ფედელემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

AutoSharing Option
"პარმას" ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა და საფეხბურთო აგენტმა ენრიკო ფედელემ Radio Marte-ის ეთერში ჩემპიონთა ლიგაზე "ნაპოლისა" და "უნიონ ბერლინის" (1:1) მატჩი შეაფასა.

იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველი ეგოისტურად თამაშობს.

"ნაპოლის" ქომაგებს ჰგონიათ, რომ გუნდში შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ, თუმცა ეს მხოლოდ ილუზიაა, რა თქმა უნდა, "პარტენოპეის" წარმატება მხოლოდ ლუჩანო სპალეტის დამსახურება იყო.

რა შეიცვალა კვარაცხელიასა და დი ლორენცოსთვის? ეს უკანასკნელი იმავე სტილით თამაშობს და შეტევაში აქტიურად ერთვება, თუმცა სივრცეებს, რომლებიც უკან რჩება, არავინ აკონტროლებს. კვარაცხელია ამ მომენტისთვის ძალიან
ეგოისტურად თამაშობს. ასე არ შეიძლება. იმის ნაცვლად, რომ თანაგუნდელი საკუთარ თავზე წინ დააყენოს, ბურთის მიღებისთანავე დრიბლინგს იწყებს და არაფერი გამოსდის, თუმცა წარუმატებლობის მთავარი მიზეზი რუდი გარსიაა.

ფრანგმა სპეციალისტმა სპალეტის მიერ დანერგილი სისტემა შეცვალა, გარსია ცვლილებებსაც აგვიანებს და გუნდის ორგანიზებასაც ვერ ახერხებს", - განაცხადა ფედელემ.

alt"დე ლაურენტისის არჩევანმა აღმაფრთოვანა, ვიცი, ვინ გაწვრთნის "ნაპოლის" - ენრიკო ფედელე

altფედელე: გარსია "კვარას" განტევების ვაცად იყენებს და ინტელექტის დეფიციტი აქვს

altფედელე: გარსია კვარაცხელიაზე ცრუობს, სასტარტოში დე ლაურენტისის საამებლად არ დააყენა

მკითხველის კომენტარები / 16 /
რამდენიც არ უნდა აქოთ და ადიდოთ კვარა ჩავარდნილი მატჩების შემდეგ და აცენზუროთ კრიტიკული პოსტები საქართველოში,(საბჭოთა სტილში) რეალობას მაინც ვერ შეცვლით, თუ საქართველოში პირს ამოგვიკერავთ, იტალიიდან მაინც წამოვა დამსახურებული კრიტიკა და მაგას ვერაფერს უშველით. ამიტომ კვარა ყური უგდე კრიტიკოსებს, მაგათ შენთვის კარგი უნდათ, აი მაქებრებს კი ერიდე, ეგენი დაგღუპავენ!
კეთილიმსურველი კრიტიკოსი
13:44 10-11-2023
28
შენ ჩასუნე გარსიას,ეგოისტურად მის მიმართ თამაშობენ მისი თანაგუნდელები.
TAZO
11:54 10-11-2023
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული