"მალე ჰოლანთან და მბაპესთან ერთად "ოქროს ბურთისთვის" იბრძოლებს" - ბუფონმა კვარაცხელიას შესახებ დაწერილი წიგნის პრეზენტაციაზე ისაუბრა

AutoSharing Option
გუ­შინ იტალიაში ხვიჩა კვარაცხელიას შე­სა­ხებ და­წე­რი­ლი წიგ­ნის პრე­ზენ­ტა­ცია გა­ი­მარ­თა. "კვა­რა­დო­ნა, ქარ­თუ­ლი სას­წა­უ­ლი" - წიგ­ნის ავ­ტო­რი იტა­ლი­ე­ლი პუბლიცისტი ემა­ნუ­ე­ლე ჯუ­ლი­ა­ნე­ლია.

წიგნის პრეზენტაციას ლეგენდარული იტალიელი მეკარე ჯანლუიჯი ბუფონიც დაესწრო. მსოფლიო ფეხბურთის ლეგენდამ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

"სიმართლე გითხრათ, კვარაცხელიამ თავიდანვე დამაინტერესა. მან იტალიაში ფეხი მალევე მოიკიდა. ფიზიკურად ჯანლუიჯი ლენტინის მაგონებს, თუმცა ხვიჩას დრიბლინგების შესრულება უკეთესად გამოსდის. მოძრაობები, როგორსაც კვარაცხელია ასრულებს, ძალიან ცოტასგან მინახავს. როდესაც მესი, ნეიმარი და რონალდო აღარ ითამაშებენ, კვარაცხელია "ოქროს ბურთისთვის" ჰოლანთან და მბაპესთან ერთად იბრძოლებს", - განაცხადა ბუფონმა.

მომზადებულია
Spazionapoli.it-ის მიხედვით

alt"ასე არ შეიძლება" - ფედელემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

altკვარაცხელია კვლავ საუკეთესო შეფასებით და გადამწყვეტი დარტყმის კიდევ ერთხელ ვერშესრულება...

alt"ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი უკვე შერჩეული ჰყავს" - კლუბთან დაახლოებული ჟურნალისტი

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჩასაფრებულ თანამემამულეებს არ აჩვენოთ ეგ სტატია, ჯიჯის შეუვარდებიან და ვინაა შენი ნიჭიერიო იღლიცინებენ. ჯიჯიმ რაიცის ფეხბურთი, დივანზე წამოწოლილმა მაგინებელმა მასამ იცის სამაგიეროდ.
ვინც გაფუჭებულ მომენტებს უთვლით კვარას დონის ფეხბურთელებს, უყურეთ როგორ საუბრობენ პროფესიონალები, წაიკითხეთ რატომ იღებს ყველა თამაშში უმაღლეს შეფასებას, მიუხედავად უგოლობისა. რატომ გააქვს პოლიტანოს გოლები და რატომ არის უფრო თავისუფლად, შემთხვევით სივრცეები კვარას ხარჯზე ხომ არ ეხსნება, როცა 5 კაცი მეურვეობს? აი მაგას რომ მიხვდეთ ცოტა აზროვნება უნდა გაგაჩნდეთ, რაც მეეჭვება. იმ ქვეყანაში, სადაც აზროვნებას არ ასწავლიან და აქედან აქამდე საზეპიროს აძლევენ ბავშვებს მასწავლებლები აღარაფერი მიკვირს.
ოქროს ბურთს რომ მოიგებს ხვიჩა მაგაზე საუბარი გადაჭარბებული მგონია,რადგან ოქროს ბურთს როცა იგებ ნაკრებიც შესაბამისი უნდა გყავდეს. ამაში კი ნაღდად გაუმართლა. თუმცა ბუფონისნაირ პროფესიონალებს აქვთ უფლება ეგ განცხადებები აკეთონ.
ამასაც ვერ გაიგებენ საქართველოში დარწმუნებული ვარ.
აბა აზროვნება?
Spain
13:56 10-11-2023
8
ხვიჩას ყოველივე საუკეთესოს ვუსურვებ. "ოქროს ბურთი"-ით ხელში კვარას დანახვა უდიდესი სიხარული იქნება საქართველოსთვის.თუმცა გსრდიას ხელში ძალიან მეეჭვება.
ენძო
15:00 10-11-2023
3
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული