ივან იურიჩი: საზონოვი შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ ბევრი უნდა იმუშაოს

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს მეთორმეტე ტურში "ტორინო" გასვლაზე "მონცას" დაუპირისპირდება. მატჩის წინ სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ივან იურიჩმა ისაუბრა და როგორც ჩანს, მიუხედავად დაცვის ხაზში საკადრო პრობლემებისა, საბა საზონოვს სასტარტოში არ დააყენებს.

"საზონოვი შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ უკეთესი რომ გახდეს, ბევრი უნდა იმუშაოს, რათა ასეთ დონეს მიაღწიოს", - ციტირებს იურიჩს "ტორო".

საზონოვმა ამ სეზონში ჩემპიონატის 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, "ტორინო" კი 15 ქულით მეთორმეტე ადგილზეა.

მატჩი მონცას "U-Power"-ზე თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ეს უკვე რაღაც მარაზმს დაემსგავსა! ისე ლაპარაკობენ ტორინოში გეგონება მანჩესტერ სიტი ან რეალის დონის გუნდი ყოფილიყვნენ. საბას საკმაოდ კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს და ჭკვინი ბიჭიცაა, ეს გამოჩნდა ევროპის ჩემპიონატზე. როგორც ვატყობ ვერ აფასებენ სათანადოდ და იმედია კიდევ ერთ ნიჭიერ ფეხბურთელს არ გაგვიფუჭებენ!
ბესო
11 ნოემბერი 2023 15:53
2
Უცნაური კომენტარებია ხოლმე. Თუ სამუშაო აქვს, თან ბევრი და არ მოგწონთ რას ყიდულობთ? სკამის სახეხად?
irakli
11 ნოემბერი 2023 15:27
0
მერე ათამაშე ნახევარ ნახევარი ტაიმი შე კაცო რომ საკუთარი ძალების ირწმუნოს და მეტი ივარჯიშოს. დონეც უფრო მალე მოვა
lex
11 ნოემბერი 2023 11:25
0
ერთი და იგივე ტექსტი აქვთ ქართველებზე კაი ბიჭია, სუპერია, მარა.......და ამ მარაში ისეთ რაღაცეებს უწუნებენ კაით რა, თუ საფეხბურთო კომპონენტები არ უარგათ კაი ბიჭია რას ნიშნავს სიძეთ გინდათ?DDD
რრრ
11 ნოემბერი 2023 13:21
1
არადა იურიჩი ტოპია დაცვის საკითხებში თუ მოუსმენს დიდი მცველი გვეყოლებA
beqa
11 ნოემბერი 2023 11:53
1
ამან რა გაბურღა ტვინი, რაც ითამაშა, მაგრად ითამაშა. ათამაშე და კიდევ გაიზრდება, მუშაობა ყველას სჭირდება. არ არის ცუდი მწვრთნელი, მაგრამ თუ არ გინდოდა რატომ იყიდე? იქ წავიდოდა სადაც ითამაშებდა.
ლევანი
11 ნოემბერი 2023 23:08
0
სუსტი მწვრთნელის კომენტარი!!! რომელ ფეხბურთელს არ ჭირდება მუშაობა?!!! მითუმეტეს ახალგაზრდას!!!
Idki
11 ნოემბერი 2023 18:46
1
იურიჩ ნუ მიაც მააცვამ
Გიო
12 ნოემბერი 2023 00:20
0

სიახლეები პოპულარული