ივან იურიჩი: საზონოვი შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ ბევრი უნდა იმუშაოს

AutoSharing Option
დღეს, სერია A-ს მეთორმეტე ტურში "ტორინო" გასვლაზე "მონცას" დაუპირისპირდება. მატჩის წინ სტუმართა გუნდის მწვრთნელმა ივან იურიჩმა ისაუბრა და როგორც ჩანს, მიუხედავად დაცვის ხაზში საკადრო პრობლემებისა, საბა საზონოვს სასტარტოში არ დააყენებს.

"საზონოვი შესანიშნავი ბიჭია, მაგრამ უკეთესი რომ გახდეს, ბევრი უნდა იმუშაოს, რათა ასეთ დონეს მიაღწიოს", - ციტირებს იურიჩს "ტორო".

საზონოვმა ამ სეზონში ჩემპიონატის 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, "ტორინო" კი 15 ქულით მეთორმეტე ადგილზეა.

მატჩი მონცას "U-Power"-ზე თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

მკითხველის კომენტარები / 8 /
Უცნაური კომენტარებია ხოლმე. Თუ სამუშაო აქვს, თან ბევრი და არ მოგწონთ რას ყიდულობთ? სკამის სახეხად?
irakli
15:27 11-11-2023
0
ეს უკვე რაღაც მარაზმს დაემსგავსა! ისე ლაპარაკობენ ტორინოში გეგონება მანჩესტერ სიტი ან რეალის დონის გუნდი ყოფილიყვნენ. საბას საკმაოდ კარგი ფიზიკური მონაცემები აქვს და ჭკვინი ბიჭიცაა, ეს გამოჩნდა ევროპის ჩემპიონატზე. როგორც ვატყობ ვერ აფასებენ სათანადოდ და იმედია კიდევ ერთ ნიჭიერ ფეხბურთელს არ გაგვიფუჭებენ!
ბესო
15:53 11-11-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული