კოშმარი მადრიდში - "ვალენსია" "რეალთან" განადგურდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მეცამეტე ტურში „რეალმა“ ტრავმირებული ბელინგემის გარეშე საკუთარ მოედანზე „ვალენსია“ 5:1 გაანადგურა და პირველ წრეში წაგებისთვის სრულფასოვანი რევანში აიღო.

მატჩი მართლაც თვალსასეირო გამოდგა, მაღალ ტემპში მიმდინარეობდა და ორივე გუნდი ისე თავისუფლად გადადიოდა მოედნის ცენტრს, თითქოს ნახევარდაცვის გარეშე იყვნენ. დებიუტში კარვახალმა ცაციათი შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და მასპინძლები დააწინაურა. შემდეგ საჯარიმოდან კროოსის დარტყმული ბურთი ხარიხას მოხვდა. სტუმრებმა კონტრიერიშებით უპასუხეს და ლუნინმა დუროს ორჯერ არ გაატანინა. 24-ე წუთზე ქართველ მეკარეს საზარდულის პრობლემა შეექმნა, მაგრამ პაუზის მერე თამაშის გაგრძელება შეძლო.

Sportall.Ge

ცოტა ხანში
პირისპირ გასული ვინისიუსის დარტყმული გიორგიმ მოიგერია, თუმცა თამაშგარე დაფიქსირდა. „მამარდამ“ კიდევ ერთხელ გადაარჩინა თავისი გუნდი, როდესაც საჯარიმოს გარეთ გავიდა და ვალვერდეს დაასწრო. მერე დურომ მესამე მომენტი გაანიავა, ხოლო ვინისიუსმა შანსი ხელიდან არ გაუშვა - ფლანგიდან როდრიგოს ჩაწოდებულ ბურთს ნახტომში მკერდით მიუჩინა ადგილი „ღამურების“ კარში.

მეორე ტაიმის დასაწყისში ვინისიუსმა დუბლი შეასრულა, მადრიდელთა მორიგი იერიშისას კი მამარდაშვილმა უხეში შეცდომა დაუშვა და როდრიგომ ანგარიში გამანადგურებელი გახადა. მალე გიორგიმ ვინისიუსის ახლოდან დარტყმული ბურთი მოიგერია, მაგრამ თამაშგარეს გამო „სეივში“ არ ჩაეთვალა. „სამეფო გუნდი“ ნება-ნება თამაშით კიდევ ქმნიდა მომენტებს, კარვახალს დუბლის შესრულება „მამარდამ“ არ დაანება. სამაგიეროდ როდრიგომ შეასრულა დუბლი. ბოლოს დურომ მეოთხე ცდიდან პრესტიჟის გოლი გაიტანა და შეხვედრა 5:1 დასრულდა.

„რეალი“ 32 ქულით მეორე ადგილზეა, ლიდერ „ჟირონას“ 2 ქულით ჩამორჩება და 26 ნოემბერს გასვლაზე „კადისს“ დაუპირისპირდება, ხოლო „ვალენსია“ 18 ქულით მეათე ადგილზეა და 25 ნოემბერს „სელტას“ უმასპინძლებს.

მადრიდი. „სანტიაგო ბერნაბეუ“
რეალი - ვალენსია 5:1
გოლები: 1:0 კარვახალი (3), 2:0 ვინისიუსი (42), 3:0 ვინისიუსი (49), 4:0 როდრიგო (50), 5:0 როდრიგო (84), 5:1 დურო (88)

მკითხველის კომენტარები / 22 /
კარგი ბიჭია მამარდაშვილი, მეკარედაც არაა ცუდი, ალბათ. მაგრამ გთხოვთ ესპანეთთან თამაშში კარში ლორია დააყენეთ! ამით მამარდაშვილსაც კარგ საქმეს გაუკეთებთ და საქართველოს ნაკრებსაც მეტი შანსი ექნება 10:0 არ წააგოს!
aburjga
22:39 12-11-2023
2
შავი იქნება თუ თეთრი, რა მნიშვნელობა აქვს; ხომ ცხადია, რომ აშკარად უჭირს ადამიანივით მოქცევა
ამასტან შედარებით მზეჭაბუკი ვიყავი
ლევონ იშტოიანი
18:44 12-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული