"ნაპოლი" "მარადონაზე" "ემპოლისთან" დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
სერია A-ს მეთორმეტე ტურში "ნაპოლი" "ემპოლისთან" 0:1 დამარცხდა.

ხვიჩა კვარაცხელიამ შეხვედრა სათადარიგო სკამიდან დაიწყო, მოედანზე კი 54-ე წუთზე შემოვიდა, რის შემდეგაც სიტუაცია რადიკალურად შეცვალა. ქართველი ტრადიციულად აქტიური იყო მოედნაზე, საყვარელი მარცხენა ფლანგიდან ამწვავებდა, ერთხელ კი მარცხენა ფეხითაც მოსინჯა კარში დარტყმა, თუმცა ეტრიტ ბერიშამ ურთულესი სეივი შემოგვთავაზა.

89-ე წუთზე ხვიჩამ მორიგი ჩინებული შანსი მიიღო, მარჯვენა დაბალ კუთხეში დაარტყა, თუმცა ბერიშამ კვლავ ბრწყინვალედ იმოქმედა, ამის შემდეგ კი ვიქტორ კოვალენკომ 90+1 წუთზე შესანიშნავი გოლი გაიტანა და სტუმრებს 3 ქულა მოუტანა.

"ნაპოლი" 21 ქულით
მე-4 ადგილზეა და შემდეგ მატჩს 25 ნოემბერს ბერგამოში "ატალანტასთან" ჩაატარებს.

ნეაპოლი. "დიეგო მარადონა"
ნაპოლი - ემპოლი 0:1
გოლი: კოვალენკო (90+1)

მკითხველის კომენტარები / 32 /
აღარ ეტყობა კვარას რომ მოუმატებს. ალბათ შარშანდელი ნახევარი სეზონი იყო მისი კარიერის პიკი.
გიგა
09:44 13-11-2023
14
ტოტალიზატორში ვუყურე ნაპოლის თამაშს.ყველა ემპოლის ვგულშემატკივრობდით.იმედია ამ უჟმურ და უფანტაზიო გარსიას ახლა მაინც გააგდებენ.
ენძო
04:07 13-11-2023
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული