ნუკრი რევიშვილმა Sport24-თან ინტერვიუსას სხვადასხვა საკითხზე ისაუბრა.
"რომელი კლუბები იყო ხვიჩას გაფორმებასთან ახლოს "ნაპოლისთან" ერთად? "იუვენტუსი" და "რომა. ინგლისიდან და ესპანეთიდანაც იყვნენ დაინტერესებული, თუმცა, "პარტენოპეის" მსგავსად, საქმისთვის ხელი არავის მოუკიდებია, ისინი ხვიჩას დიდი ხანია აკვირდებიან - როგორ თამაშობდა, არ ჰქონდა მნიშვნელობა, იტანდა თუ არა; როგორ იქცეოდა მოედანზე, რა ცხოვრებით ცხოვრობდა.
მჯეროდა თუ არა, რომ იტალიაში "კვარას" კარიერა სწორად წარიმართბოდა? რა თქმა უნდა, როგორც წესი, დიდებული ტალანტები ცოტათი ზარმაცები არიან, თუმცა ხვიჩა ასეთი არაა, მას უყვარს ბევრი მუშაობა. ესაა, რატომაც გამოუვიდა
ყველაფერი. ნეაპოლში სათამაშოდ უკვე გადავიდა, თუმცა, ლოგიკურია, რომ სურს სხვა, უფრო დიდ გუნდში თამაში, "ბარსელონაში" ან მადრიდის "რეალში", ეს ყველაფერი კი მის მოტივაციას კიდევ უფრო მეტად ამაღლებს.
შეგახსენებთ, ხვიჩას იტალიის სერია A-ში 11 მატჩში 3 გოლი და ამდენივე ასისტი აქვს.