არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
საქართველოს ნაკრები ხვიჩას გარეშე არის კვიპროსი 2
მერაბი
21 ნოემბერი 2023 01:55
8
წლებია ვწერ რომ ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი პრობლემა არის ინტელექტის არ ქონა, რომ მხოლოდ საფეხბურთო ინტელექტი არ კმარა, რომ კაცს სანამ ხელმძღვანელად დანიშნავ ერთი წიგნი მაინც უნფა ჰქონდეს წაკითხული მაინც და არააოო მიდისლაიქებთ და მიდისლაიქებთ. :))))) არცერთი ყოფულხართ რონალდინიოზე დიდი ფეხბურთელი მაგრამ არ მიყვარს კაცმა წიგნებიო და არც იწევს თანანმდებობაზე დადის ხან იქ იჭერენ ყალბი პასპორტით ხან აქ რა ქნას:)))) არ შეიძლება არა... ან შეხედეთ ქართველ მწვრთნელებს ან ფედერაციაში მომუშავეებზ ან გუნდების მფლობელებს ან ჟურნალისტებს თყნდაც. ან როგორ ლაპარაკობენ ან რას ლაპარაკობენ გადახედეთ მერე სხვა ქვეყნის ფედერაციებს ბიჭოო ყოფული პრემიერ-მინისტრები ხელმძღვანელობენ ფედერაციებს და უმაღლესი დონის მენეჯერები, იურისტები და ეკონომისტები და რა ვქნა ძმაო რა ვქნა აბა. რამდენი ამას ვწერ ამ მებლოკება ან ..... ბიჭო მმართველი რო უნდა იყოს ჭკვიანი, განათლებული და არა უწიგნური დავიჯერო ძალიან შორს ვარ?! :)
იბერია
21 ნოემბერი 2023 01:55
1
გეთანხმები.
პ.ს. ცნობისთვის.უმაღლესი დონის მენეჯერს ან იურისტს, უმაღლესი დონის ხელფასი უნდა ქონდეს. მაგათზე ტაციაობაა. მითუმეტეს საქართველოში, საიდანაც მცოდნე ხალხი უცხოეთში მიდის.
მწარე
21 ნოემბერი 2023 11:02
2
რა ენაღვლებათ რა, ვინმე პასუხს მოსთხოვს, ერთ ადგილს აწევს ეს მოსახლეობა ფედერაციასთან მივა რამეს გააპროტესტებს თუ რა არც არაფერი. რასაც ვიმსახურებთ ხალხი ისინი მართას ყველა სფეროს.
ეეე
21 ნოემბერი 2023 01:51
1
გადაწყდა ლუქსემბურგს ვხვდებით არადა აზერბაიჯანს კვარას გარეშეც მოუგებდით
ვარლამი,პოლონეთიდან
21 ნოემბერი 2023 01:47
11
სტატიის ავტორს მინდა მივმართო.
კარგია რომ გულშემატკივრობთ საქართველოს ნაკრებს, მაგრამ ერთი შეკითხვა მაქვს: რა მნიშვნელობა აქვს ითამაშებს თუ არა ეს ნაკრები რაიმე ტურნირზე. ფეხბურთს ეგენი არ თამაშობენ და რა ვიცი,აბა მათ მიერ საქართველოს ჰიმნის შესრულება თუ მოგწონთ,ეგ უკვე სხვა საკითხია.
Walter White
21 ნოემბერი 2023 01:40
7
ოჰ, ჰიმნს ხომ ნუღარ იტყვი ისე გულით მღერიან
ქორ-პარიკმახერი
21 ნოემბერი 2023 10:03
2
ერთი კვირისწინ დავწერე კალაძე და მისი კლანი კობიაშვილ ხიზანიშვილ დაუშვილ დვალიშვილებით თქო სანამ გვყავს სულ იმ დონეზე ვიტრიალებთ რა დონეზეც ეგენი თამაშობდნენ ფეხბურთს თქო ქოცმადიდებლებმა დამიშვეს და აჰა გაგრძელება!!! ეგენი არიან იმედებს და პერსპექტივას ჩანასახშივე რომ გისპობენ კაცს
გოგა
21 ნოემბერი 2023 01:14
8
U21-ზეც იგივე გააკეთეს და ახლაც.
იჩალიჩებთ ძალით და მაზოხისტები ხართ, თუ ასე გიჭირთ ანალიზი?
ამდენი ელემენტარული სტრატეგიული შეცდომა უკვე განზრახვას ჰგავს და არა გაუფრთხილებლობას!
სიმართლე
21 ნოემბერი 2023 01:12
5
ცუდია რო გამოტოვებს.სანიოლის ხელში გუნდი ვერ ვითარდება აშკარად არც არანაირი პრესინგი არცეთ მეტოქესთან არც ბურთის ფლობა არც ბურთის გათამაშება და კობინაციები მიუხედავად იმისა ამ გუნდში არიან ფეხბურთელები იგივე კვარაცხელია ჩაკვეტაძე დავითაშვილი კიტეიშვილი.ფეხბურთელები ეს ფეხბურთელები თავიანთი ნიჭის ხარჯზე თამაშობდნენ და არა მწვრთნელის მითითებით სანიოლი არის ერთერთი უსუსტესი მწვრთნელი ნაკრების ისტორიაში.ცხადაძის დროს კი ნაკრები პრესინგსაც თამაშობდა და ბურთსაც ფლობდა თავის თამაშს თავაზობდა ყველა მეტოქეს ფეხბურთს თამაშობდა გუნდი და ატა ანტი ფეხბურთს როგორც დღევანდელი ნაკრები არადა იმ დროინდელი ნაკრები არაფრით ჯობს დღევანდელს დღეს კი საკმაოდ ნიჭიერი თაობაა კვარაცხელია ჩაკვეტაძე მიქაუტაძე დავითაშვილი არიან კიდევ სხვა გამორჩეულებიც მაგრამ შანსი არ მიეცათ საკმარისადთავის გამოჩენის მაგალითად საზონოვი გელაშვილი კალანდაძე სიგუა ლუკა გაგნიძე.ნაკლები ფეხბურთელები არ ყავდათ ვიდრე შოტლანდიას და ნორვეგიას ყავს 8გივე პორტუგალიის21 წლამდელებს ან ბელგიის21-წლიანებს ან ჰოლანდიის21 წლამდელებს მაგრამ ამ ბიჭებს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თაცი არ შეურცხვენიათ და მაგრამ არ ათამაშეს ეროვნულში კი შანსი არ მიცეს ამ ციკლში,რაც დიდი შეცდომა იყო მთავარი მწვრთნელის სანიოლის მხრიდან,სამაგიეროდ ეროვნულ ნაკრებში ადგილი გარანტირებული ქონდათ კაშიას კვეკვესკირს კვირკველიას იმას არ ვამბობ რო ესენი ცუდი ფეხბურთელები იყვნენ მაგრამ მათი საუკეთესო წლები და სათამაშო ფორმა უკან დარჩა და იმის ნახევრები არ არიან რაც4-5 წლის უკან იყვნენ ეს ბიჭები დროს თავისი მიაქვს.ფლეიოფში კი რომელიც არ უნდა შეგვხვდეს აზერბაიჯანი თუ ვითუმეტეს ლუქსემბურგი რასაც დღევანდელი ნაკრებითამაშობს იმ ფეხბურთით ორივესთან მაგრად გაგვიჭირდება თან კვარაცხელიას გარედე ვითუმეტეს.კიდევ ვამბობ ძირითადი პრობლემა მწვრთნელშია სანიოლია ხელში გუნდი ვერც ნორმალურ ფეხბურთს თამაშობს ვერც უმატებს და ვერც ვითარდება.
ქომაგი
21 ნოემბერი 2023 01:04
6
ერთადერთხელ მახსოვს 30 წლის განმავლობაში ნაკრებს ბურთი ეჭირა და პასები ისწავლეს ცხადაძის დროს და ძლივს თანამედროვე გუნდს გავდა და ბოღმების გამო ტიპი მოხსნეს
Martali
21 ნოემბერი 2023 01:51
3
ერთა ლიგის ნახევარფინალში რომ მიეღო ხვიჩას ყვითელი ბარათი? თან ფინალში გასვლის შემთხვევაში? ხომ გამოტოვებდა კიდევ უფრო მნიშვნელოვან თამაშს! საბოლოო ჯამში რაც მოხდა, მოხდა. იმედი ვიქონიოთ, რომ ყველაფერი კარგად იქნება ჩვენთვის.
Gio
21 ნოემბერი 2023 00:49
32
არ გადადიოდე ეს 2 ყვითელი ფლეიოფზე,არ გამოტოვებდა.
დათო128
21 ნოემბერი 2023 09:55
1
ესპანეთთან თამაში არაფრისმომცემი როგორ არის ნეტა თუ ახსნით. აბა სად უნდა გამოჩნდეს გუნდს რა შეუძლია, თუ ესპანეთთან თამაში არაფრისმომცემია, აბა კვიპროსთან მითუმეტეს არ უნდა ვათამაშოთ და გავუშვათ შვებულებაში. ყვითელი ბარათინთავიდან ბოლომდე ხვიჩას დამსახურებაა, ჭკუის სასწავლებლად გამოადგება სამომავლოდ. ნაკრებმა უნდა ისწავლოს ხვიჩას გარეშე თამაში, ეს უკეთესიც არის, იქნებ რამე ახალი იდეა მოუვიდეს მწვრთნელს.
კარგით რა
21 ნოემბერი 2023 00:38
23
აი ზუსტად! შარშანწინ იმავე ესპანეთთან, ასევე "არაფრისმომცემ" შეხვედრაში 4-0 რომ წავაგეთ, სანიოლთან პრეტენზიები იყო, სუსტი შემადგენლობა რატომ დააყენაო... ამაზეა ნათქვამი, ურემი რომ გადაბრუნდებაო...
ნიკა
21 ნოემბერი 2023 01:08
15
სატურნირო თვალსაზრისით რამე მნიშვნელობა ჰქონდა?
ჯსჰაჯფჰა
21 ნოემბერი 2023 00:59
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული