არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
„გაფრთხილებები [ყვითელი ბარათები], რომლებსაც არ მოჰყვა დისკვალიფიკაცია, ანულირდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არ გადადის პლეი-ოფში ან/და ფინალურ ტურნირში [ევროპის ჩემპიონატზე] - აი, ეს წერია უეფას წესდებაში და გაუგებარია, რატომ გადადის აქაური ბარათები ერთა ლიგის პლეი-ოფზე, თუ აქაურსავე პლეი-ოფზეც კი არ გადადის. ორიდან ერთია: ან - ცოტა ხნის მერე გვეტყვიან, რომ ფედერაციამ იმდენი ქნა, რომ ხვიჩას ათამაშებენ, ანუ არაფერში დაიწერენ ქულებს, ან კიდევ უარესი - ძალიან მდიდარი ქვეყანაა ლუქსემბურგი...
qomagi
21 ნოემბერი 2023 16:50
1
რატომ ირღვევით... მაინც ვერ გავა ეგ ნაკრები ფლეიოფიდან.
gzp
21 ნოემბერი 2023 11:14
8
იმდენი ,,პროფესიონალი,, არის საქართველოში ნებისმიერი ამ ავტორის ჩათვლით დანიშნეთ მწვრთნელად ,იფრენს ნაკრები:))კარგი ბატონო ახლა ,,არაფრისმომცემ,, მატჩში არ ეთამაშა და ლუქსემბურგთან აეღო ყვითელი რას იტყოდით,გადააბრუნებდით პლასტინკას და ,,ეთამაშა ესპანეთთან და იქ აეკიდებინა ყვითელი,ლუქსემბურგს ისედაც მოვუგებდითო,, არ დაწერდით?მაშ მტყუანის :)):))
gurulo
21 ნოემბერი 2023 11:07
9
ფინალში უქმდება :)) რომც მიეღო ყვითელი საფრთხე არ ემუქრებოდა :)) შენსა და ავტორს შორის რომელია ნეტა პროფესორი?
ზზზ
21 ნოემბერი 2023 11:11
3
ზზზ. ნამდვილად იცი რომ უქმდება?ლინკი ჩააგდე წყაროს, საიდან აიღე.
Tazo
21 ნოემბერი 2023 11:48
2
რა გადაეკიდეთ ამ ხვიჩას ვაა...21 წლამდელებიდან წამოწიეთ ბავშვები და მიეცით შანსი თავის გამოჩენით.
იქაც ვგვყავს თავდასხმელები
ადამიანი
21 ნოემბერი 2023 10:43
5
ფედერაციის მუშაობა არის -0. სამაგიეროდ გემოვნება აქვთ იცოცხლე, არ იკლებან გაფრენა-გამოფრენებს, 5 ვარსკვლავიან და უფრო მაღალი დონის სასტუმროებს, შოპინგებს ევროპაში და ერიჰააააა, ეხლა კვარა ითამაშებს ნახევარფინალს და გავალთ თუ არა საერთოდ ევროპაზე, მაგას რა დიდი მნიშვნელობა აქვს?
დარწმუნებული ვარ, კვარას რომ ეს საფრთხე სცოდნოდა,იმ ყვითელ ბარათს არ მიიღებდა.
თომა
21 ნოემბერი 2023 08:35
2
26 მარტის თამაშის ადგილი ხვალ იქნება ცნობილი.
ქ. გ.
22 ნოემბერი 2023 12:55
1
და ხვიჩას ან ვინმე სხვა ფეხბურთელს სხვა უნდა ახსენებდეს, ყვითელი გაქვს მიღებული და გაფრთხილდიო? მესმის სათამაშო სიტუაციაში მიეღო, მაგრამ ხელების შლაში?! მანამდეც ეკუთვნედა (ცოდვა გამხელილი სჯობს), მაგრამ დაინდო მსაჯმა და იმასაც ამოუვიდა ყელში და მივიღეთ ეხლა ეს მოცემულობა სამწუხაროდ. არ ვიცი, იქნებ შარი ხეირად დაგვიჯდეს. ვინ იცის ლუქსემბურგთან მიეღო და ფინალი გამოეტოვა.
სხვათა შორის ჩაკვეტაძე და კაშია უნდა გაფრთხილდნენ, ორ-ორი აქვთ უკვე.
გიორგი
21 ნოემბერი 2023 23:39
6
წესით უნდა ცოდნოდა და მსაჯთან კამაყის გამო არ უნდა მიეღო ყვითელი. არ მომეწონა - ზედმეტი მოუვიდა. ასე მესი რა რონალდო არ ეკამათება მსაჯებს
ბათუმი
21 ნოემბერი 2023 23:07
0
ლუქსემბურგთან, რო მიეღო მერე ყვითელი ხო კატასტროფა იქნებოდა, თუ ასე აეწყობოდა რახან ჯობია ლუქსემბურგთან გამოტოვოს და ფინალი ითამაშოს, კვარას გარეშე ლუქსემბურგს თუ ვერ მოუგეთ, ჯობია არც გავიდეთ ევროპაზე, ამოგვტენიან დიდი ანგარიშებით
გოგა
21 ნოემბერი 2023 10:52
9
ფინალში მიღებული ბარათებული უქმდება
გაგა
21 ნოემბერი 2023 11:12
0
ნაკრების ადმინისტრაციის და მწვრთნელების გამართლებას არ ვაპირებ სრული არაკომპეტენტურობა გამოიჩინეს და სირცხვილია რაც მოხდა!! თუმცა ფეხბურთელი, რომელიც უმაღლეს დონეზე თამაშობს არაფრისმომცემი თამაშის 75 წუთზე ოტივე ფეხით ვარდნა რატომ უნდა გააკეთო?!!!
Lebron
21 ნოემბერი 2023 10:15
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული