არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
მაგარი კომენტარებია მოკლედ :)) ლუქსემბურგისთვის ხვიჩას გარეშე მოგება არ მოგებაზე არ არის ხალხო აქ საუბარი, უპასუხისმგებლობაზეა, რომელიც მთელს ქვეყანაში და მათ შორის ფედერაციაშია გამეფებული. შეიძლება შეხვდე ლუქსემბურგზე მაღალი დონის ნაკრებს ხვიაჩას გარეშეც, მოხდეს შემთხვევა და მოიგო, მაგაზე არ არის, მაგრამ ხვიჩასთან ერთად ნაკრები ის აღარ იქნება, რაც არის. ანუ შანსები მცირდება. როცა საუბარი ასეთ გადამწყვეტ თამაშზე და შანსზე, რომელიც შეიძლება ათწლეულები აღარ მოგვეცეს და ამ დროს არაპროფესიონალიზმის გამო შეიძლება დაიკარგოს, ამაზეა გაბრაზებული ხალხი. ითამაშებდა ხვიჩა? წავაგებდით, ვიტყოდით რომ ვერ გავედით, მაგრამ არ თამაშობს, წავაგებთ და რა თქმა უნდა ხვიაჩას არყოფნასაც მიეწერება. ღმერთმა ქნას მოვიგოთ მაგრამ შანსები გვიმცირდება და ამაზე თავის დროზე უნდა ეფიქრათ ამ უტვინოებს, მაგრამ მე პირადად არ მიკვირს, რატომ უნდა იყოს რომელიმე ერთი სფერო თუნდაც ფეხბურთი მოწესრიგებული მაშინ როცა ყველგან დომხალია. აბსურდია ეს.
LL
21 ნოემბერი 2023 12:07
3
ფეხბურთის მცოდნე ,,გ ო გ ე ბ ა შ ვ ი ლ ე ბ ო " , ეს თქვენთვის იყო არაფრის მომცემი მატჩი , მაგრამ თვითონ ხ ვ ი ჩ ა ს შეეკითხეთ? მისი აზრი არ გაინტერესებთ? გოლი რომელიც მან გაიტანა ,არც ერთ ე ს პ ა ნ ე ლ ს არ დაავიწყდება!ამ გოლმა შეიძლება დიდი როლი ითამაშოს ამ ბიჭის მომავალ ესპანურ საფეხბურთო კარიერაში! რომელზეც ის ბავშვობიდან ოცნებობს!(ითამაშოს მადრიდის რეალში!), რაც შეუსრულდება კიდეც!
რაც შეეხება ეს თქვენი ც რ უ პატრიოტიზმი სხვა საქმისათვის შეინახეთ.. (მიხვდით ალბათ რისთვის)..
მამუკა
21 ნოემბერი 2023 13:05
12
იურისტი არა ვარ მაგრამ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების რეგლამენტის 54.03-ე მუხლზე, რომელშიც ვკითხულობთ:

„გაფრთხილებები [ყვითელი ბარათები – ], რომლებსაც არ მოჰყვა დისკვალიფიკაცია, ანულირდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არ გადადის პლეი-ოფში ან/და ფინალურ ტურნირში [ევროპის ჩემპიონატზე]“.ამ მუხლის თანახმად ხვიჩას დისკვალიფიკაცია არ ეკუთვნოდა და მე მგონი იურისტებმა უნდა გაარკვიონ რამდენად სამართლიანია უეფას გადაწყვეტილება
გურულო
21 ნოემბერი 2023 12:05
1
გაფრთხილებები [ყვითელი ბარათები – ], რომლებსაც არ მოჰყვა დისკვალიფიკაცია, ანულირდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არ გადადის პლეი-ოფში ან/და ფინალურ ტურნირში - ანუ რომელსაც არ მოჰყვება რაც ნიშნავს იმას რომ 1 ბარათი რომ ქონოდა გაუნულდებოდა და ნახევარფინალში 1 ყვითელი ბარათის მიღების და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში თამაშს შეძლებდა. ჩვენს შემთხვევაში კი მოჰყვა დისკვალიფიკაცია!
ზვიადი
21 ნოემბერი 2023 12:52
0
dato. ეგ წერია გარკვევით???:)):)):))
გურულო
21 ნოემბერი 2023 12:38
0
ყველა გამოხმაურება
კიდევ უფრო მიძლიერდება ეჭვი იმის შესახებ , რომ მაკედონიასთან ის ყველაფერი , რის გამოც ხალხიც გამოგვაკლდა და სტადიონზეც არ დაუშვეს მაყურებელი , იყო ჩვეულებრივი საბოტაჟი ქვეყნის . დღესაც იგივე სუნი ასდის ამ ყველაფერს , წარმოიდგინეთ ჩაკვესაც რომ მიეღო ყვითელი ბარათი ?! კულუარებში ვიღაცას ძალიან არ უნდა ჩვენი გასვლა დიდ ტურნირზე , რაგბის მაგალითი სახეზეა . გუშინ ერთმა გულშემატკივარმა დაწერა ჟურნალისტებზეც და მეც ვეთანხმები , ეს არის ჟუსტად სახე დღევანდელი არაპროფესიონალიზმის , იმის მაგივრად რომ ბოლო თამაშის წინ დეტალურად განეხილათ ყველაფერი , ჭორაობას უნდებიან მხოლოდ . სამაგიეროდ სალუქვაძეს მიქაუტიძის მოტივაცია არ მოსწონს და მაფიოზების გვერდით თავს ისე გრძნობს , როგორც თევზი წყალში . სამწუხაროდ , სანამ ამ ქვეყანას საკუთარ სამშობლოზე შეყვარებული და გულანთებული ხალხი არ გადაიბარებს , სულ ასე ვიქნებით კომფორმისტების ხელში , რომელსაც საკუთარი კეთილდღეობა ურჩევნია ყველაფერს . თუმცა უტოპიაა იმაზე ოცნებაც , რომ ისეთი ძალაუფლების მქონე ხალხი , ვინც დღეს საქართველოში “ პოლიტიკას” ქმნის , პატრიოტებით ჩაანაცვლო ! ქვეყანა სადაც ბარიგების , კახპებისა და პედარასტების მეტს სოციალურ სივრცეში არავის არეკლამებენ , მომავალი კი არა , მალე აღარც წარსული ექნება მე ისე ვატყობ !!! აბა ჰეე , დაბლოკეთ , ვინმე არ გაგიბრაზდეთ ზემოდან !!!
ATP 16
21 ნოემბერი 2023 12:04
2
Საზღვარგარეთ ვმუშაობ ჩემთან მაკედონელი გაიჩითა და მაგ თამაშია წინა დღეს მეუბნებოდა რომ მთელმა მაკედონიამ იცის 1.0 ს ვიგებდო .როგორ მეთქი და მაფიაო მითხრა ..აქაც დავწერე კომენტარებში დავრეკე მადაც რეაქცია ნულ ..ტელევიზიამდე ვინ მიგვიშვა..ასე რომ ეგ ხალხი ფედერაციის სასტავი ნაძირლების ხროვაა ვაისი ნაგავია
ATP 16 ს
21 ნოემბერი 2023 16:25
1
ზზზ -ს...ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატების რეგლამენტის 54.03-ე მუხლი, რომელშიც ვკითხულობთ:

„გაფრთხილებები [ყვითელი ბარათები – ], რომლებსაც არ მოჰყვა დისკვალიფიკაცია, ანულირდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არ გადადის პლეი-ოფში ან/და ფინალურ ტურნირში [ევროპის ჩემპიონატზე]“. ამ პუნქტით ხვიჩას ლუქსემბურგთან უნდა ეთამაშა,მაგრამ როგორც ხედავ დისკვალიფიკაცია მიიღო,აქედან გამომდინარე ლუქსემბურგთან აღებული ყვითელის შემთხვევაშიც გამოტოვებდა შემდეგ მატჩს.ამიტომ შეეშვი ,,პროფესორობას,,:))
გურულო
21 ნოემბერი 2023 12:00
3
სუფთა ჰაერზე გადით, გაისეირნეთ,ჰემოროი აიკიდეთ მთელი დღე კლავიატურის კაკუნით.ყველაფერზე კომენტარების წერას და სულელური აზრების ფრქვევას ჯობია წიგნი წაიკითხეთ,ბაბაიებო წიგნიიიი
თზ
21 ნოემბერი 2023 11:53
13
წიგნი წაიკითხეო კობის იაშკას და კალьას ურჩიე,და მაგათ დანარჩრნ უწიგნურ სასტავს, თუმცა რა აზრი აქვს, წაკითხვას წერა-კითხვის ცოდნა უნდა ელემენტარულად...
კაი ერთი
21 ნოემბერი 2023 12:23
6
ამ ქვეყნის მთავქრი პრობლემა (ჩემი აზრით) ყველას ერთი ადგილიდან ექსპერტობაშია. თამაშია და უნდა ითანაშო, ან წითელს მიიღებ, ან მწვანეს, ან დაიმტვრევი, ან ჰეტ ტრიკს იზამ. არ ეთამაშა კვარას, სხვებს, კიდევ ერთხელ გავეხიეთ ესპანეთს და არაფრის მომცემ თამაშზე კი არ დაიწყებოდა ბურდღუნი, აგერ უკეთესი სპარინგი რა გინდა, აქ უნდა გამოსცადო გუნდი, აბა ტაილანდთან მოგება რას გვაძლევს და სხვა ისტერიკები. ლუქსემვურგს თუ ვერ მოვუგეთ, გინდა კვარათი, გინდა მის გარეშე - რა გვესაქმება ევროპის ჩემპიონატზე? მერე მართლა წასასვლელი იქნება ფედერაცია...
დათო
21 ნოემბერი 2023 11:51
8
რისთვის ყავს ფედერაციას იურიდიული სამსახური, არ უნდა იცოდეს აღნიშნულმა სამსახურმა ამის შესახებ ყველაფერი, მაგრამ ეს ვინ უნდა აკონტროლოს ფედერაციაში, რა თქმა უნდა ფედერაციის პრეზიდენტმა და აღმასრულებელმა დირექტორმა. ამიტომ სამივეს უნდა მოეთხოვოს მკაცრად პასუხი. ეს უკვე პირველი და საკმაოდ მძიმე შემთხვევაა, აღნიშნული შეხვედრის წინ.
გია
21 ნოემბერი 2023 11:45
3
ფედერაციის პრეზიდენტი პარლამენტის წევრია ანუ მთავარ საკანონმდებლო ორგანოს წევრია სადაც კანონები იწერება და მტკიცდება. დანარჩენი თქვენთვის მომინდია......
გია
21 ნოემბერი 2023 12:51
3
ოე იუზგარებო,ანუ კვარას ბრალია,ტფუ თქვენი შუბა დავხიე!!4 დღეში 2 თამაში და კიდე კვარამ იფიქროს ბარათ-წესდებაზე?ხელო მოისვით აბა!!!
გურჯი
21 ნოემბერი 2023 11:39
12
მართლაც, შენნაირების შუბაც დავხიეთ რა? ნუ იბრამვებთ მაგ თვალებს, ხვიჩამ აიკიდა ეგ ყვითელი ხვიჩაააააამმმმ!!!!! ისტერიკებს ნუ გაუმართავდა მსაჯს და არ მიიღებდა ყვითეეეეელსსსს!
გურჯისტან, ხელი მაგრად მოისვი და მოხვალ ჭკუაზე!
21 ნოემბერი 2023 12:19
2
კობახიძე ხომ კარგად იყო 2020-ში სტადიონზე ? მთელი ფედერაცია უნდა გადადგეს
გიგა
21 ნოემბერი 2023 11:36
5
კი კაცო, სულ შენს ჭკუაზე ივლის ფედერაცია არა? კაი რა ნუ გვაცინებთ!
დათოს
21 ნოემბერი 2023 11:42
6
ყველაფერს ფედერაციას ნუ აბრალებთ! ხვიჩამაც, რო თავისი " ტლიკინით" მსაჯთან აიკიდა ყვითელი, ხო ფაქტია? რა, არ იცოდა ხვიჩამ, რო მსაჯთან უაზრო კამათს ყოველთვის მოყვება ყვითელი ბარათი? ისე რო ხვიჩაც მაგარი დამნაშავეა!
ობიექტური.
21 ნოემბერი 2023 11:25
15
აბა ერთი თავზე მოისვი ხელი ბიჭო? ტვინი ხო არ გილაყლაყებს? მინდორზე ფეხბურთელმა უნდა აკონტროლოს თავისი საქციელი, არ მოუჭერს მუხრუჭებს და მიიღებს იმას რაც მიიღო, ყვითელი ბარათი! მიქარა ხვიჩამ, მიქარა! არ უნდა ამას ბევრი ბაზარი!
Ze-s
21 ნოემბერი 2023 12:12
2
აბა ხელი მოისვი ბიჭო?4 დღეში 2 თამაში და კიდე კვარამ აკონტროლოს ბარათ-წესდებები
კობის ულოკე
ZE
21 ნოემბერი 2023 11:34
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული