არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
ასე გაჩუმება არ გამოვა ამ ამბავზე. კვარაცხელიამაც უნდა გააკეთოს განმარტება და თქვას რა და როგორ მოხდა (იყო თუ არა გაფრთხილებული). ვისაც ბოდიში აქვს მისახდელი უნდა მოიხადოს.
Gogi
21 ნოემბერი 2023 18:52
1
მთელი მსოფლიოა დამნაშავეა და მარტო ხვიჩაა "მამა აბრაამის, უცოდველი ბატკანი"? თავი და თავი ხვიჩაა დამნაშავე! რას ედავებოდა მსაჯს? რა არ იცოდა რო ყვითელს აიკიდებდა? გეყოთ უკვე ეს კერპტთაყვანობა და გაფეტიშება ხვიჩასი! ან რა ლაპარაკია თუ ხვიჩა არ იქნება წავაგებთ, ასე ხო ამცირებთ სხვა ფეხბურთელებს? დაფიქრდით და დადინჯდით, თორე უკვე მაგარ მარაზმში ხართ გადასულები!
სირცხვილია, უკვე თქვენი კომენტარები!
21 ნოემბერი 2023 18:23
7
პირველ ნაწილში გეთანხმები, ფეხბურთელმა თავადაც უნდა იცოდეს, რომ ერთი ბარათიც და ლიმიტი ევსება და ელემენტარულად კითხვა მაინც უნდა გაუჩნდეს, ხომ არ გადავა დისკვალიფიკაცია პლეი-ოფზე. მეტისმეტიც მოდიოდა კამათში, ლიმიტს თავი რომ დავანებოთ და მე თუ მკითხავთ, ერთხელ უხეში თამაშისთვისაც ხვდებოდა ბარათი. მეორე ნაწილში კი მწარე რეალობის წინააღმდეგ მიდიხარ - ძლიერი გუნდია ლუქსემბურგი, წავაგებთ ხვიჩას გარეშე. ეს არაა სხვა ფეხბურთელების დაკნინება, ეს მწარე რეალობაა.
ქომაგი
21 ნოემბერი 2023 19:09
3
გეთანხმები მეგობარო! მეც არ მომწონს როცა სხვა ფეხბურთელებს (არა ნაკლებ ნიჭიერებს) ნებსით თუ უნებლიეთ შეურაცყოფას აყენებენ. თუ ერთ კაცზე ვართ ჩამოკიდებულები, მაშინ ნამდვილად ცუდად გქვონია საქმე და ეგ არის რა? რა ნაკლები ფეხბურთელები არიან დანარჩენები? სიმართლე გითხრათ ხვიჩა იქნება თუ არა, ბიჭები უფრო მონდომებითაც ითამაშებენ და უფრო მეტადაც გამოავლენენ თავიანთ პოტენციალსაც. წარმატებები ბიჭებს!
სირცხვილია თქვენი კომენტარების ავტორს!
21 ნოემბერი 2023 19:06
5
რატომღაც ჩვენ ორ საკითხს ვურევთ ერთმანეთში, პირველი ის რომ ხვიჩას შეეძლო მეტი თავშეკავება მსაჯებთან და აერიდებინა ყვითელი ბარათების მიღება და მეორე ის რომ ფეხბურთის ფედერაცია თავის კომპეტენციაში არსებულ ელემენტარულ საკითხებსაც ვერ ართმევს თავს. პირველი საკითხი საკამათოა, ფეხბურთი ინტენსიური სპორტია, და ამ ჭიდილში ხან ყვითელს მიიღებ, ხან იუხეშებ, ხან შეიძლება ემოციებსაც აჰყვე, ხანაც გოლის გატანისას სამმაგი მალაყი გააკეთო. კარგია თუ მოთოკავ თავს, მაგრამ მაგრამ სათქმელად ადვილია და შესასრულებლად ძნელი. როდესაც თამაშის აზარტში შედიხარ მთელი სული და გული უნდა ჩადო და ამ დროს ყველაფერი შეიძლება შეგემთხვას, მითუმეტეს კვარასნაირ გულანთებულ სპორტსმენს. აი რაც შეეხება მეორე საკითხს, აქ უკვე ცივი გონება ერთვება საქმეში და მათ ყველანაირი სცენარი უნდა გათვალონ, მათ შორის ცუდიც. შესაბამისად მივდივართ რიტორიკულ კითხვამდე: რას აკეთებს ფეხბურთის ფედერაცია სწორად რომ ეს საკითხიც სწორად დაემუშავებინათ. პასუხი - არაფერს!
ირაკლი
21 ნოემბერი 2023 18:11
3
აი, ამ სტატიაში რომ ხვიჩას კრიტიკაა არაა, ესეცაა იმ სიმპტომის ნიშანი რაც ერს სჭირს და რიც გამოც (გარე მტრების 'დახმარებასთან' ერთად) ეს ქვეყანა წინ ვერ მიდის და ვერც წავა.. რა, ახალი ფედერაცია იქნება უკეთესი? შეიძლება გაგვიმართლოს და ოდნავ უკეთესი მართლაც იყოს, მაგრამ ოდნავ უკეთესი არ კმარა - რადიკალურად შესაცვლელია მიდგომები საფეხბურთო მეურნეობაში, თუ წარმატება გვინდა.. მაგრამ საქმე იმაშია, რომ თავმოყვარეობა დაკარგულ ხალხს თავზე ხელის გადასმევაღა უნდა/აკმაყოფილებს - ამიტომაც არ კრიტიკებენ ხვიჩას (მიუხედავად ამდენი ღალატისა), რადგან ხვიჩა საუკეთესო სავიზიტო ბარათია "თავზე ხელის გადასასმელად" და დიდი ბიძიების მიერ იმის სათქმელად, "უი, რა კარგი გოგო-ბიჭები ყოფილხართო"..
აბა, სიტყვაზე ყაზაიშვილს რომ ექნა ეგეთები აიკლებდნენ გინებით - ეგ კი არა, კაცს მარტო იმის გამო აგინებდნენ, რომ ერთ მომენტში, უკეთეს პოზიციაზე მდგომ პარტნიორს (რომელიც შეიძლება ვერც შეამჩნია) პასი არ მისცა და კარში დაარტყა..
vava
21 ნოემბერი 2023 18:05
5
აბა რა,კალაძემ,კობიმ,იაშკამ რა იციან ფეხბურთი...აბა ამ კომენტსრების ავტორებს შეეჯიბრონ პლეი სტეიშენზე, თუ მაგრები არიან.მაგათ პუტინმა უთხრა ყველაფერი გააკეთონ ნაკრებმა რომ ცუდად ითამაშოს.100% ვიცი:)):)) ვაი თქვენს პაყრონს:))
Tazo
21 ნოემბერი 2023 17:48
27
ფეხბურთის თამაში იცოდნენ მაგათ, ამხელა ინდუსტრიის მართვას კი სხვა ინტელექტი და განათლება ჭირდება და წარსულში ტრუსიკ- მაიკით სირბილი საკმარისი არაა. ხოდა რომელია შემჩნეული ინტელექტის და განათლების სიჭარბეში - კალьა, კობი თუ იაშკა? გადახედეთ რა განათლება და გამოცდილება აქვთ ნორმალური ქვეყნების ფედერაციის ხელმძღვანელებს. კი ბატონო დავიბრმავოთ თავი და ნუ ვაღიარებთ რომ ფედერაცია უმუშევარი ყოფილი ფეხბურთელების დასაქმების ბიუროდაა გადაქცეული. არა კომპეტენცია, არა იდეა, არა არაფერი!
კაი ერთი
21 ნოემბერი 2023 22:12
0
1989 წლის მერე არ დამთავრდა სუკის აგენტის,მოღალატეების პუტინისა და რუსის მონების ძახილი.უკვე მარაზმში გადავედით.ყველამ რომ ჩვენი საქმე ვაკეთოთ(კარგად და არა ისე რა),ვისწავლოთ,ვიშრომოთ და უაზროდ არ ვაფრქვიოთ ,,აზრები,, რაღაცა გვეშველებოდა,მაგრამ...
გურულო
21 ნოემბერი 2023 17:40
16
სრულიად ანგაჟირებული სტატიაა. და ლუქსემბურგთან რომ ეთამაშა და იქ მიეღო და ფინალი გამოეტოვებინა მაშინ რას იტყოდით. უბრალოდ არის ხალხი რომლებიც ცდილობენ ყველაფერში უარყოფითი დაინიხანონ და ამ ხალხის უმრავლესობას ქართველი ჟურლანისტები წარმოადგენენ. სამწუხაროდ თქვენ გამონაკლისი არა ხართ :(
goga
21 ნოემბერი 2023 17:36
15
ფინალში არ გადადის ყვითლები, სანამ რამეს დაწერ იქმებ გაარკვიო, ავტორმა იწვალა, მაგარი წერილი გამოაქვეყნა, არ ამოეფარა ქვას ისევე და შენ გადაუმოწმებელ რაღაცას იძახი.
Gaga
21 ნოემბერი 2023 18:29
6
„გაფრთხილებები [ყვითელი ბარათები], რომლებსაც არ მოჰყვა დისკვალიფიკაცია, ანულირდება ჯგუფური ეტაპის დასრულების შემდეგ და არ გადადის პლეი-ოფში ან/და ფინალურ ტურნირში [ევროპის ჩემპიონატზე] - აი, ეს წერია უეფას წესდებაში და გაუგებარია, რატომ გადადის აქაური ბარათები ერთა ლიგის პლეი-ოფზე, თუ აქაურსავე პლეი-ოფზეც კი არ გადადის. ორიდან ერთია: ან - ცოტა ხნის მერე გვეტყვიან, რომ ფედერაციამ იმდენი ქნა, რომ ხვიჩას ათამაშებენ, ანუ არაფერში დაიწერენ ქულებს, ან კიდევ უარესი - ძალიან მდიდარი ქვეყანაა ლუქსემბურგი...
qomagi
21 ნოემბერი 2023 16:50
1
Რა შუაშია აქ პუტინის მონობა,ან მოღალატის ძახილი. Რა კობიაშვილზე უკეთ მართვა მითხარით რომელს შეუძლია ფედერაციის.ერთი კაცი დამისახელეთ ნაცებო.გამუდმებით ჩასაფრებულის პოზაში რომ ხართ. Მოხდა შეცდომა და რა მარტო კობის ბრალია? Რა კვარამ 4 თამაში 3 ყვითელი რომ მიიღო(თანაც შემტევმა) კობის ბრალია? გეყოთ და დაწყნარდით.ლუქსემბურგს კვარას გარეშეც ვაჯობებთ. Აი საბერძნეთს კი ვე გეტყვით.
Რერო
21 ნოემბერი 2023 16:41
14
საერთოდ თუ ასეთი რისკი არსებობდა ხომ შეიძლებოდა ესპანეთამდე მიეღო ბოლო ყვითელი და ესპანეთთან გამოეტოვებინა შეხვედრა. ისე კვარაცხელიას გარეშე თუ ლუქსემბურგს ვერ ვუგებთ თანაც სახლშივთამაშობთ, საერთოდ რა გვინდა ევროპის ჩემპიონატზე?
David
21 ნოემბერი 2023 16:23
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული