არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
ძალიან ბევრს კოტრიალობს მინდორზე და უსაშველოდ ეკამათება ყველას. არ უხდება ეს. არამარტო იმიჯს არ უხდება, არამედ საქმესაც აფუჭებს საბოლოოდ. მაგარი ადამიანია ხვიჩა, ღირსეული და მოედანზეც ღირსეული ქცევა უფრო მოუხდება. კოტრიალი, მსაჯისთვის ხელების შლა და მსგავსი ,,ბაცნობები " არ წაადგება. იმედია ვინმე ახლობელი ეტყვის, მართლა ახლობელი, ვისაც გული შეტკივა და მლიქვნელი მაამებლები.
Bs
21 ნოემბერი 2023 09:46
1
1. საქართველოს აქვს შანსი გავიდეს და კვარაცხელიას და შენგელიას ( რომელიც მაგარ ფორმაშია, მოწინაღმდეგეს კი სწორედ ფლანგებთან გამკლავება უჭირს) ერთად ემართებათ კოვიდი .
კარგით, შემთხვევითობაა.
2. უეფა გვაძლევს უფლებას ნაწილობრივ დავუშვათ მაყურებელი. არ ვიყენებთ.
კარგით ასეც ხდება
3. ახალგაზრდებს შანსი აქვთ ოლიმპიადაზე თამაშის პირველად ჩვენს ისტორიაში. კვარაცხელია და მიქაუტაძე ( რომელიც ძალიან მაგარ ფორაშია) უარს ამბობენ გუნდში თამაშზე. და თან აქვეყნებენ ზუსტად ერთნაირ ტექსტს. ვისაც გინდათ შეამოწმეთ - სიტყვასიტყვით ერთნაირია.
ერთი ადამიანის დაწერილია - ორი აზრი არ არსებობს.
ნუ შემთხვევითაა ესეც.
4. არაფრისმომცემ თამაშში კვარაცხელია იღებს ყვითელს ძალიან უაზროდ- მსაჯთან გაუთავებელი კამათისათვის - არც არავინ აფრთხილებს წინასწარ, არც თამაშის მიმდინარეობისას მიუთითებს მწვრთნელი რომ თავი შეიკავოს - ამის საშუალება მწვრთნელს ყოველთვის აქვს- დაუძახებს თამაშის რომელიმე შეჩერებისას და მიუთითებს დაწყნარდეს. არ აკეთებს.
ნუ დაავიწყდათ, ხდება ხოლმე.
ნამეტანი ბევრი ხომ არ დაგროვდა ეს "შემთხვევითობები" და "ხდება ხოლმეები"?
და ვთქვათ მაინც მოიგო მომავალი თამაში გუნდმა კვარას გარეშე - ის რაც ზემოთ ჩამოვწერე მნიშვნელიბას დაკარგავს? და ვითომ არც ყოფილა? მართლა ?
ხო და კიდევ, ძალიან სერიოზული ეჭვი მაქვს, რომელიმე საკვანძო ფეხბურთელი დიდი ალბათობით რაღაც მიზეზით გამოაკლდება მომავალ თამაშს. მინდა ვცდებოდე.
არტ
21 ნოემბერი 2023 09:42
1
ბარემ გვითხარი შენი თეორია. რა რაზე მიგვანიშნებს მოყვანილი ფაქტები?
K
21 ნოემბერი 2023 11:50
2
თუ კვარა გამოტოვებს მაგ თამაშს აუცილებლად უნდა გამოიძახონ არაბიძე ამ შემთხვევაში თუ არ გამოიძახეს არაბიძე და მაშინ მწვრთნელიან ფედერაციანად ყველა სახლში უნდა გაუშვა და ხალხიც აღარ უნდა გაჩუმდეს რამდენსაც გაუტარებ ამათ იმდენი ტრაკში წავა ჩვენი ფეხბურთი.
უცხო
21 ნოემბერი 2023 09:19
2
გმადლობ რომ სიმართლე თქვი.
ამ ქვეყანაში ეს ნამდვილად დასაფასებელია.
ჰე
21 ნოემბერი 2023 09:12
1
ისმის კითხვა,თავად ფეხბურთელმა რატომ არ იცოდა?ნუთუ არ უნდა სცოდნოდა რეგლამენტი და წესები იმ ტურნირის რომელშიც გამოდის და 2 ყვითელი ბარათი რომ ჰქონდა მიღებული?თან სათამაშო ეპიზოდი რომ ყოფილყო კიდევ მესმის,მაგრამ ესეთი უაზრო კამათი მსაჯთან რა საჭიროა?ეგაა ქართველ ფეხბურთელებს კითხვა რომ ეზარებათ ან კიდევ წაკითხულის გააზრება,იმიტოა 33 წელია ამდენი თაობა გამოვიცვალეთ და შედეგი უცვლელია,ჯგუფში ბოლო ან ბოლოსწინა ადგილი.
დავითი
21 ნოემბერი 2023 09:02
1
ფეხბურთის ფედერაცია რას აკეთებს? არაფერს! ისიც კი არ იცოდნენ, რომ გაფრთხილების შემთხვევაში ხვიჩა თამაშს ტოვებდა და ათას სისულელეს ავრცელებდნენ გუშინ!
წინა ციკლში მაკედონიასთან წაგებაც მათი ბრალია!
სფფ ძველებურად უსაქმურთა თავშესაფარია და მთელი შემადგენლობით უნდა გადადგეს!
აჯობებს ახლა ნებით გადადგნენ, თორემ ღმერთმა ნუ ქნას და ლუქსემბურგს თუ ვერ მოვუგეთ, პირადი ნივთების გამოტანას ვერ მოასწრებენ იქიდან!
რუსპირელი
21 ნოემბერი 2023 08:52
2
3 დაშვებული შეცდომა: 1) კოვიდის დროს; 2) ახალგაზრდულ ჩემპიონატზე გუნდის ფორმირება; 3) ესპანეთთან გასვლა რომ ათამაშეს კვარას. ამ შეცდომას ფედერაციის ბობოლებისათვის ფული თუ მოაქვს ესე იგი შეცდომა არაა.
goga
21 ნოემბერი 2023 08:51
3
ლუქსემბურგს თუ ვერ მოუგეთ ხვიჩას გარეშე არც არაფერი გვესაქმება ევრო 2024 ზე წერტილი.
ბექა
21 ნოემბერი 2023 08:37
3
და ეგ რა ამართლებს ფედერაციის მავნებლობას?
და?
21 ნოემბერი 2023 12:28
2
ლუქსემბურგს თუ ვერ მოუგეთ ხვიჩას გარეშე არც არაფერი გვესაქმება ევრო 2024 ზე წერტილი.
ბექა
21 ნოემბერი 2023 08:37
2
ხვიჩა საუკეთესოა, ის ვარსკვლავია. თუმცა, იქცევა, როგორც არშემდგარი ფეხბურყელი. რამდენიმე თვეა, უკვე რაც სულ ეკამათება და ეჩხუბება მოწინააღმდეგე ფეხბურთელებსა და მსაჭებს. არ ეკადრება. გაიხსენეთ, როგორ იქცევა მესი, დებრუინი, კეინი... გადამწყვეტი თამაშის გამოტოვებაც მხოლოდ მისი ხასიათის გამოა.
კოტე
21 ნოემბერი 2023 08:36
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული