არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
რომელს აქვს რამე განათლება მიღებული ან საერთოდ რაიმე წიგნი წაკითხული ფედერაციაში რო ზიან კობიაშვილით დაწყებული მუჯირ,დემეტრაძე,იაშვილი და ა.შ.უსაქმურ უცოდინრების დოღი რო აქვთ ფედერაციაში და ხელფასებს 5 ნიშნას რო იღებენ,ადგნენ და გადადგნენ ყველანი.ზუსტად 2015 წელს წერდა ასეთ საკითხზე კობიაშვილი მაშინდელ ფედერაციის ხელმძღვანელებზე რომ ბოდიში მოუხადონ ქომაგებს და წავიდნენ თანამდებობებიდანო.ჰა გელოდებით კობიაშვილო აბა რას იზავ ახლა?
დათო
21 ნოემბერი 2023 11:17
7
დათო! ხვიჩა კვარაცხელიამაც, მოუხადოს ბოდიში ქომაგებს!
დათოს.
21 ნოემბერი 2023 11:39
6
რატომ ირღვევით... მაინც ვერ გავა ეგ ნაკრები ფლეიოფიდან.
gzp
21 ნოემბერი 2023 11:14
8
Mogesalmebit yvelas gadavxede komentarebs da mec davamateb chems satqmels,,zogi wers kvaras gareshe tu luqsemburgs ver ugebt ra gvinda evrozeo zogic kide uimedoobas sheupyria me kidev ufro uaresis molodini maqvs vidre ubralod kvaras gareshe ver mogebaa..es gavs imas rac ertxel ukve vnaxet da rogorme unda shevdzlot da ar gavayidinot tamashi federacias..federacia ro tamashebs yidis yvelgan da yvelaferze etyoba. Is rac makedoniastan gvakadres agar unda gavameorebinot qartvelma gulshematkivarma..mnishvneloba ar aqvs federacia ras ityvis tu ar icodnen magati danashaulia da pasuxi unda agon da tu icodnen eseigi mizanmimartulad aqvt ukve dawyebuli tamashis gayidvis wina samushaoebi iseti rogoricaa gundis lideris gayvana tamashidan tac gaaketes ukve,iqamde otxi tvea da iqamde kidev ert romelme lidersac gauchalicheben tramvas an ojaxur mizezs da chvens gunds meti kiar sheudzlia..kvarasac ukve metismeti mosdis es xelebis shla da chxubi an zedized sam tamashshi tavdamsxmeli yvitels rato unda igebdes?? Mokled rogorgac tavi unda davagwiot jer am tamashis gayidvas da mere am federacias radganac amati gaketebuli stadionebi aravis chirdeba tu nakrebis tamashis gayidvit aketeben am stadionebs
Gel-100
21 ნოემბერი 2023 11:12
4
თუ გგონია ამას ვინმე წაიკითხავს
ბადრი
21 ნოემბერი 2023 11:20
1
ეს არის ღალატი ქვეყნის და გულშემატკივრების და ვინ ჩაიდინა ეს ღალატი თვითონ იცოდნენ თორემ კვარაცხელია ჩემთვის დასრულდა ევროპის ჩემპიონატზე
გოჩა
21 ნოემბერი 2023 11:09
13
შენ ხარ ბეყე კვარას გამო რაც თქვი იმის გამო
გომორძგუა მარგალეფც
21 ნოემბერი 2023 11:27
5
იქნებ გააფრთხილეს კიდეც ხვიჩა ფრთხილად იყავი ყვითელი არ მიიღო და ამან ვეღარ მოზომა, ხომ არ ვიცით, თქვან.. ეეეხ სანიოლ, სანიოლ...
ნიკა
21 ნოემბერი 2023 11:08
6
იმდენი ,,პროფესიონალი,, არის საქართველოში ნებისმიერი ამ ავტორის ჩათვლით დანიშნეთ მწვრთნელად ,იფრენს ნაკრები:))კარგი ბატონო ახლა ,,არაფრისმომცემ,, მატჩში არ ეთამაშა და ლუქსემბურგთან აეღო ყვითელი რას იტყოდით,გადააბრუნებდით პლასტინკას და ,,ეთამაშა ესპანეთთან და იქ აეკიდებინა ყვითელი,ლუქსემბურგს ისედაც მოვუგებდითო,, არ დაწერდით?მაშ მტყუანის :)):))
gurulo
21 ნოემბერი 2023 11:07
9
ზზზ. ნამდვილად იცი რომ უქმდება?ლინკი ჩააგდე წყაროს, საიდან აიღე.
Tazo
21 ნოემბერი 2023 11:48
2
ფინალში უქმდება :)) რომც მიეღო ყვითელი საფრთხე არ ემუქრებოდა :)) შენსა და ავტორს შორის რომელია ნეტა პროფესორი?
ზზზ
21 ნოემბერი 2023 11:11
3
რომელიმე ჟურნალისტმა დაწერეთ ეგ მანამდე? ახლა რომ ბაქიბუქობთ? შოტლანდიასთან რომ მიიღო მეორე ბარათი? რამე რეაქცია გქონდათ???
პროფესტო
21 ნოემბერი 2023 10:58
1
ყველა დამნაშავეა.. ფედერაცია, რომელმაც არ იცოდა რა სანქცია ელოდა ფეხბურთელს, მწვრთნელი რომელმაც ბოლო 20 წუთში არ შეცვალა კვარაცხელია და თვითონ ხვიჩა, რომელმაც გაუმართლებელი ჯაჯღანით ძალით აიკიდა გაფრთხილება.. მოკლედ სრული ბარდაგი და უპასუხისმგებლობა
papai
21 ნოემბერი 2023 10:54
0
ლუქსემბურგთან, რო მიეღო მერე ყვითელი ხო კატასტროფა იქნებოდა, თუ ასე აეწყობოდა რახან ჯობია ლუქსემბურგთან გამოტოვოს და ფინალი ითამაშოს, კვარას გარეშე ლუქსემბურგს თუ ვერ მოუგეთ, ჯობია არც გავიდეთ ევროპაზე, ამოგვტენიან დიდი ანგარიშებით
გოგა
21 ნოემბერი 2023 10:52
9
ფინალში მიღებული ბარათებული უქმდება
გაგა
21 ნოემბერი 2023 11:12
0
კონსპირაციული თეორიის მომხრე არ ვარ, მაგრამ მგონია ეს თამაშიც მაკედონიასთან ფინალივით გაყიდულია. ვინმე თუ ფიქრობს რომ ჩაკვე იქნება მარტის თამაშებზე მაგარი ოპტიმისტი ყოფილა.
ახლა ჰკითხეთ ლუქსემბურგს თანაბარ მეტოქედ თუ მივაჩნივართ. უეჭველი ფიქრობენ რომ ამათ მწვრთნელი არ ჰყავთ და ბურთს დავახევთ თავზეო.
ვანჩოპე
21 ნოემბერი 2023 10:48
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული