არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
არ იცოდა ორი გაფრთხილება რომ ჰქონდა?
ამ ფედერაციის დამცველს ათი თავი უნდა ჰქონდეს ერთი რომ შერჩეს, მაგრამ მსაჯთან უაზრო და გაუთავებელი კამათი ფედერაციის ბრალია???
სამწუხაროდ, უკვე მეორე უმნიშვნელოვანეს მატჩში ხვიჩა ვერ გვეხმარება, არაფერს ვამბობ ახალგაზრდულზე.
mamuka09ze
21 ნოემბერი 2023 10:45
2
მთავარი დამნაშავე მაინც კვარაა. Ვინმემ უნდა უთხრას რომ ამდენი უაზრო კამათი მსაჯებთან არ შეფერის ამ ასაკში. Კაშიამ ან კვეკვემ კიდევ მესმის,მაგრამ კვარამ? Აკეთე შენი საქმე არ ჯობია? კამათით რას მიაღწევ? მაინც არაფერს.
Გაბო
21 ნოემბერი 2023 10:44
3
ფედერაციაში,რომ ბრიყვები, უცოდინარები სხედან გასაგებია და თავის წილ პასუხისმგებლობას ვერ გააპრავებენ ფაქტია,მაგრამ შენ კვარაცხელია,რომ ხარ და იცი ნაკრები სრულად შენზეა აკინძული, ხარ ნახევარი გუნდი კი არა...ფაქტიურად ნაკრები, არაფრისმომცემ თამაშებში რა საჭიროა ასე გამომწვევად თამაში და ფაქტიურად მსაჯების პროვოცირება. რა აუცილებელებრობას წარმოადგენდა შოტლანდიასთან აუტის ხაზთან მიღებული ბარათი, ან გაუთავებელი მსაჯებთან კამათი ესპანეთში.....ხოდა მივიღეთ ის რაც მივიღეთ....მისი არ თამაში ფსიქოლოგიურადაც ძალიან ცუდია გუნდისთვის. დაგვაღალატა ისევ ჩვენ ქართველი ქომაგი, სავარაუდოთ ისევ ჩვენ დავრჩებით იმედგაცრუებული და გაძარცვულნი როგორც ახალგაზრდულის თამაშის შემდეგ ისრაელთან, თორემ კვარამ არაფერი დაკარგა ამ თამაშებით-პირიქით, სამი გოლი გაიტანა და მიუხედავათ იმისა ვერც ერთი ვერ მოვიგეთ, გაუგებარია ხალხი ერთმანეთს რატომ ულოცავდა 1-3 წაგებას, არავის ახსოვდა ჯგუფში ისევ ბოლოდან მე-2 ადგილზე,რომ გავედით, მხოლოდ ბოლო ადგილოსანს მოვუგეთ და ჯგუფის გამარჯვებულთან 2-10 წავაგეთ, გამოდის, მთავარი კვარას გატანილი გოლებია და არა შედეგი ნაკრების....აი ეს ხალხი ხბოს აღტაცებით, რომ უხარიათ კვარას გოლები, დააღალატა ამ ბიჭმა და ფედერაციამ....იქნებ კარგიც არის და ღირსებიც ვართთ......რადგანაც კვარას ტალანტი და მისი გოლები ხომ მაშველი რგოლია, ქართველი საფეხბურთო მამების... გაუტანა კვარამ ესპანეთს და ვისღა ახსოვს 1-3 წაგება, ფეხბურთის განვითარებისთვის ყოველწლიურად გაფანტული ბიუჯეტის მილიონები, ევროტურნირების გარეშე დარჩენილი,გაკოტრებული ქართული კლუბები და ნაკრების ტრადიციული ბოლოდან მე-2 ადგილი....მთავარი ხომ კვარას გოლები,ოსიმენასთვის მიცემული პასები და მარიო ლუის ლანძღა- გინებაა კვარას პასებს, რომ არ აძლევს....
SOSO
21 ნოემბერი 2023 10:44
2
ძალიან საეჭვოდ ხდება ყველაფერი ვირთხობას ხომ არაა აქვს ადგილი. ყველანი ფეხზე ჩავუხტეთ ფედერაციას.
რიონი
21 ნოემბერი 2023 10:43
3
რა გადაეკიდეთ ამ ხვიჩას ვაა...21 წლამდელებიდან წამოწიეთ ბავშვები და მიეცით შანსი თავის გამოჩენით.
იქაც ვგვყავს თავდასხმელები
ადამიანი
21 ნოემბერი 2023 10:43
5
ხვიჩას ყოველ თამაშს სულმოუთქმელად ველი და სიამოვნებით ვუყურებ. ამასთან, ბოლო პერიოდში ძალიან თვალში საცემია მისი გაუთავებელი კამათი მსაჯთან, რაც, ჩემი აზრით, არ შეეფერება ამ დონის ფეხბურთელს. პირადად მე ცოტა უხერხულობას ვგრძნობ ხოლმე ასეთ შემთხვევებში. იმედია ეს სასჯელი (ნახევარფინალის გამოტოვება) გაკვეთილი იქნება და უფრო თავშეკავებულად მოიქცევა.
ა.მ.
21 ნოემბერი 2023 10:35
1
უმნიშვნელოვანესი იქნება ფინალი, ლუქსემბურგს კი კვარას გარეშეც უნდა მოვუგოთ. წარმოიდგინეთ აბა, ეს ყვითელი ან მცირე ტრავმა ლუქსემბურგთან დაძაბულ თამაშში მიეღო და მერე ფინალი გამოეტოვებინა, მაშინ რა მოხდებოდა ? იქნებოდა სრული პანიკა და უიმედობა როგორც მაკედონიასთან, ეხლა კი 4 თვეა იმისთვის, რომ მწვრთნელებმა იფიქრონ როგორ ითამაშონ და ვინ ათამაშონ მაგ თამაშზე, მთავარია ყველა ჯანზე იყოს დიდი დროა მაქამდე. ჩვენ ნაკრებში აეია იმის რესურსი, რომ.ლუქსემბურგს კვარას გარეშეც მოვუგოთ და მერე ფინალაი კი ერთად. თუმცა ეს ყველაფერი ვერ ამართკებს ფედერაციის შესაბამისი სამსახურის თუ თანამშრომლოს ბრალეულობას.
QT
21 ნოემბერი 2023 10:32
5
ნაკრების ადმინისტრაციის და მწვრთნელების გამართლებას არ ვაპირებ სრული არაკომპეტენტურობა გამოიჩინეს და სირცხვილია რაც მოხდა!! თუმცა ფეხბურთელი, რომელიც უმაღლეს დონეზე თამაშობს არაფრისმომცემი თამაშის 75 წუთზე ოტივე ფეხით ვარდნა რატომ უნდა გააკეთო?!!!
Lebron
21 ნოემბერი 2023 10:15
0
ვაისის სახე გახსოვთ მაკედონიასთან მატჩის დაწყებამდე გაყიდული თამაში რომ ეტყობოდა სახეზე, იგივე იქნება სანიოლთანაც.
ნიკა
21 ნოემბერი 2023 10:13
2
მაშინდელი კორონავირუსის და მაყურებლების გარეშე ჩატარებული თამაში რომ მახსენდება "რაღაცნაირი" ეჭვი მიჩნდება ხვიჩას გაფრთხილებების მიღებაზე!
მოკლედ ბიჭები, რომ მოხდეს და ლუქსემბურგთან წავაგოთ ერთი თხოვნა მექნება ყველასთან: ერთმანეთს ნუ დავერევით! ქართველთა მტერი ხომ სულ მაგას ცდილობს...
თემური
21 ნოემბერი 2023 10:10
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული