არაფრისმომცემ მატჩში ვათამაშებთ და ვატოვებინებთ უმნიშვნელოვანეს შეხვედრას!

AutoSharing Option
. . . . . . . . .

უკვე მერამდენე შესარჩევი ეტაპია ველით ეროვნული ნაკრების დიდ ფორუმზე მოხვედრას. ველით ახალი იმედებით, მეტ-ნაკლებად ახალი სახეებით, თუმცა რას ვიღებთ? ტრადიციულ ბოლოსწინა ადგილს.

რამდენიმე წლის წინ UEFA-მ ევროპული ფეხბურთის ელიტაში მოსახვედრად ახალი ტურნირი დაამატა, სახელწოდებით "ერთა ლიგა", რაც ჩვენისთანა პატარა ქვეყნებს აძლევს იმის შესაძლებლობას, რომ საკვალიფიკაციო ეტაპით ვერმოხვედრის შემთხვევაში შანსი დაიტოვონ, იბრძოლონ და რანგით მეორე სანაკრებო ფორუმზე აღმოჩნდნენ, თავიანთი ქვეყანაც გაახარონ და თავადაც გაიხარონ.

Sportall.Ge

2020 წელს საქართველო პირველად ევროპის ჩემპიონატს ერთ ნაბიჯში
მიუახლოვდა, ფინალში "დინამო არენაზე" ჩრდილოეთი მაკედონია მიიღო. მოგეხსენებათ, მაშინ კოვიდ 19 მძვინვარებდა, შემთხვევა შემთხვევაზე ფიქსირდებოდა. მიუხედავად ამისა, UEFA-მ მოგვცა უფლება, სტადიონზე 33%-იანი დასწრება დაგვეშვა, თუმცა კომპეტენტურმა ადამიანებმა ამაზე უარი განაცხადეს, რის შემდეგაც საქართველოს ნაკრები მაკედონიელებთან უდიდესი უპირატესობის, გულშემატკივრების გარეშე წარდგა. მახსოვს, გულმხურვალედ ქომაგობდნენ სპორტული ჟურნალისტები, მაგრამ ამან ფეხბურთელებს დიდი დახმარება ვერ გაუწია. 56-ე წუთზე გავუშვით ერთადერთი გოლი და დავრჩით საგზურის გარეშე. მატჩამდე რამდენიმე დღით ადრე გავრცელდა ინფორმაცია, რომ ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია კოვიდ 19-ის დადასტურების გამო ვერ ითამაშებდნენ... მაშინ ხვიჩა პირველად დააკლდა გუნდს უმნიშვნელოვანეს მატჩში...


გუშინ, 19 ნოემბერს, საქართველოს ნაკრები ესპანეთს ვალიადოლიდში ესტუმრა. მატჩს ჩვენთვის არანაირი სატურნირო დატვირთვა არ ჰქონია, რომც მოგვეგო, მაინც ბოლოსწინა, მე-4 ადგილს დავჯერდებოდით. ამ დროს ძირითად შემადგენლობაში ვხედავთ გიორგი ჩაკვეტაძესა და ხვიჩა კვარაცხელიას, შემტევებს, რომლებიც ქართული ფეხბურთის მანათობელ ვარსკვლავებად მოგვევლინენ. კი, ყველას გვიხარია მათი თამაშის ხილვა, მაგრამ აქ ერთი დიდი "მაგრამაა" - ორივე ფეხბურთელს მატჩის წინ ჰქონდა საშიშროება, გამოეტოვებინა ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრა და გამოიცანით, რა მოხდა? ხვიჩა კვარაცხელია იღებს 75-ე წუთზე გაფრთხილებას და უკვე მეორედ ქართული ფეხბურთის ისტორიაში, უმნიშვენლოვანეს შეხვედრას აკლდება. ფეხბურთი ემოციური და კონტაქტური სპორტია, განსაკუთრებით, ხვიჩასნაირი სტილის მოთამაშე ფეხბურთელებისთვის, რომლებსაც ბურთის მიღებასთან ერთად რამდენიმე დამცველი ეთამაშება, ამის გამო კი ხშირად ეუხეშებიან და ფეხშიც ხვდებათ, კარგავენ კონტროლს და მსაჯთან ჩხუბობენ. ერთ-ერთი ასეთი შემთხვევის გამო გუშინ "კვარამ" ზედიზედ მესამე ყვითელი ბარათი მიიღო და ერთა ლიგის ნახევარფინალს გამოტოვებს.

კარგი, ფეხბურთელმა თავად არ იცოდა, ფედერაცია? რატომ არ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ ქართული ფეხბურთის ორი გამორჩეული შემტევი ასეთ ზღვარზე თამაშობდა? კარგი, ვთქვათ და მაინც ათამაშეს, ვინ იფიქრებდა, თუ მსაჯთან კამათის გამო მიიღებდა იმ დასანან გაფრთხილებას, რომელიც ქართული ფეხბურთის ისტორიაში მორიგ უმნიშვნელოვანეს მატჩს გამოატოვებინებდა? უნდა ეფიქრათ!

"ფეისბუქგვერდ" 90წუთი/90Min-მა ზუსტად აღნიშნა:

"რაიმე პრობლემაზე რომ იწერება, მაშინ ხომ დროული კომუნიკაცაა ჟურნალისტებთან, რომ წაიშალოს ან შეიცვალოს მასალა?
სიგიჟეა.
- კითხვა: მთელი ფედერაცია, სრული შემადგენლობით რომ დადის გასვლით მატჩებზე, მთელი ფედერაცია რომ ესპანეთშია, რისთვის იყო, რატომ იყო, რა გაკეთდა, თუ არ გაფუჭდა?
- პასუხი: ეს არის უპასუხისმგებლობის უმაღლესი დონე, როცა იმის იქით არაფერია და როცა უპასუხისმგებლო ხარ, კეთილი უნდა ინებო და შენი სამსახური დატოვო".

დანარჩენი თქვენთვის მოგვინდია, 2023 წლის "ოქროს ბურთის" მეჩვიდმეტეადგილოსანი რანგით მეორე მნიშვნელოვან (ერთა ლიგის პოტენციურ ფინალსაც ვთვლი) შეხვედრას არაფრისმომცემ მატჩში მსაჯთან წაკამათების გამო ტოვებს...

. . . . . . . .

ავტორი: გიორგი ღვინიაშვილი

მკითხველის კომენტარები / 195 /
ცუდია რა თქმა უნდა ხვიჩას არყოფნა, სამაგიეროდ ლუქსემბურგის ნაკრებშიც არ ითამაშებს მთავარი მოთამაშე, ისიც ყვითელი ბარათის გამო.ასე რომ ლუქსემბურგის ნაკრებს უნდა მოვუგოთ.
პავლე ქუთაისი
24 ნოემბერი 2023 16:59
0
წარმოიდგინეთ შემდეგი:
გავიდა 10 წელი, და ცნობილი გახდა, რომ ამხანაგმა ივანიშვილოვმა რუსეთის დავალების თანახმად ფედერაციას უბრძანა: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე არ უნდა გავიდეს!
გამიკვირდება? არა.
თქვენ გაგიკვირდებათ?
ქ. გ.
22 ნოემბერი 2023 18:33
4
26 მარტის თამაშის ადგილი ხვალ იქნება ცნობილი.
ქ. გ.
22 ნოემბერი 2023 12:55
1
ლუქსემბურგი აპირებს დანი მოტას გამოყენებას. ის პორტუგალიის მოქალაქეა. ჩვენმა ფედერაციამ უნდა შეისწავლოს ეს საკითხი და გააპროტესროს.
ქ. გ.
22 ნოემბერი 2023 12:49
0
ეს უნდა გაარკვიონ ჟურნალისტებმა:
ლუქსემბურგის ფეხბურთელი დანელ სინანი გამოტოვებს თამაშს ჩვენთან იმიტომ, რომ ერთა ლიგის თამაშში ლიხტენშტეინთან წითელი ბარათი მიიღო.
ესე იგი პლეიოფი არის ერთა ლიგის გაგრძელება, და არა ევრო 24 საკვალიფიკაციო ტურნირის გაგრძელება!
ამიტომ ხვიჩას ბარათი ესპანეთთან არ უნდა მოქმედებდეს პლაიოფის თამაშზე.
ქ. გ.
22 ნოემბერი 2023 12:44
2
ერთა ლიგის გათამაშებაში არ მიუღია წითელი ბარათი. შესარჩევის ბოლო ტურში მიიღო ლიხტენშტეინთან.
H
22 ნოემბერი 2023 18:16
0
არავის გამართლებას არ ვაპირებ, მაგრამ ბოლო 3 თამაშში 3 ყვითელი არ მგონია ნორმალური, რამეს მაინც წყვეტდნენ ეს თამაშები, თან ფსიგოლოგი აიყვანაო ნაკრებმა და რას ასწავლის ნეტა? როგორ უნდა მიიღო ლაპარაკის გამო 3 თამაშში 3 ყვითელი? საღოლ მაგრად უმუშავია, ხვიჩას მართებს ამ საკითხზე მუშაობა აშკარად, ნამეტანი ბევრს ლაპარაკობს მსაჯებთანю
უბრალო ქომაგი
22 ნოემბერი 2023 09:52
0
ვახ! რა კარგად ახდა ნატვრა, ყველაფერი აეწყო.
ლუქსემბურგს ვერ მოუგებთ და ევროპაზე გაგვედოოო.
ოპაა! ოპაა! მარტო ხვიჩა გვყავს და მორჩა!
ნეტა გუნდმა წააგოს, ნეტა თხაროს ლუქსემბურგმა, თან ისეთი გაგვიდოს, რომ როგორც სპილოს ატმის კურკა.
რაია სიმონ ააა? ხვიჩა არ იქნება და ვაი და ვუი ატეხეთ ხო? თუ მართლა სხვა არავინ გვყავს და რომ არ გვყავს მაგიც ხომ იცით? აბა რა ჯანდაბა გვინდა ევროპაში ააა? ნაკრების მწვრთნელი ამბობს 60 ქაჩავენ, მეტს ვერაო, ისიც დაგვინდო, თვარა ერთ ტაიმის თქმა უნდოდა, პეინციპში ეგრეა, ერთი ტაიმი, მეორეში 10 წუთი და მაგის მერე ყველა მკვდარია.. ესენი არიან ფეხბურთელები? ამათ გულიზა უნდა ვინერვიულოთ ევროპაზე გავლენ, თუ ვერა?
ამათ დედაც, ორი სამი კაცის გარდა, ამათ დედაც და ფედერაციისაც კიდო!!!
უუუხ! რა კარგი იქნებააო ლუქსემბურგმა გაგვიდოოს,
რა მაგრად მოგიხდებათო, უკანალიც გაგიყოოს. უუუუუხ! ლალააა! იმისთანა უნდა გვთხაროს ლუქსემბურგმა, რომ წელიწადი საზამთროს დანახვაც არ გვინდოდეს, არათუ ბურთის! მეტის ღირსები არ ვართ, არაა! ფეხბურთელი 60 წლის მსაჯს რომ გაეკიდება საცემრად და ვერ დაეწევა, ის ფეხბურთელია? იმას გუნდში როგორ გავაჩერებდი, მარააა ეს ხომ თავისუფალი საქართველოა ტოოო!!!.
კ ო მ ბ ლ ე
22 ნოემბერი 2023 01:25
11
ეს არ არის თავისუფალი საქართველო სადაც მწვრთნელს პრეზიდენტს და ფედერეციას ვიღაც სხვა გვინიშნავს. თავისუფალი როცა იქნება საქართველო ვინ გაყროყინებთ მაგას განახებთ
თავისუფალი საქართველო.
22 ნოემბერი 2023 08:02
0
ძალიან ცუდია რაც მოხდა და დიდი უპასუხისმგებლობა ვინც ყურადღება არ მიაქცია ამ ყველაფერს, მაგრამ ნუ ჩავიციკლებით მომხდარზე და ვკონცერტრირდეთ რეალობაზე, მისიაა შესასრულებელი - უნდა გადავლახოთ ლუქსემბურგის ბარიერი, მჯერა კვარას გარეშეც შეგვიძლია ამის გაკეთება და კვარა დაგვიბრუნდება ფინალში ათმაგად დამუხტული. კარგი იქნება არაბიძის ინტეგრირებაც ნაკრებში.
gionat
22 ნოემბერი 2023 00:16
5
ორივე, გამოსაყენებელია აეაბიძია ნიჭიც
gionat
22 ნოემბერი 2023 00:39
0
ინტეგრირება თუ იმპლემენტაცია?
დდდ
22 ნოემბერი 2023 00:30
0
ფედერაციაში დარწმუნებულნი არიან, რომ პასუხი არაფერზე მოეთხოვებათ და შესაბამისადაც იქცევიან, - აქ სადაოს ვერაფერს ვხედავ, მაგრამ უკავრავად.... რას ნიშნავს არაფრისმომცემი მატჩი?!... ეს არათუ მცდარი მოსაზრებაა, არამედ - ცალსახად მავნებლურიც... არაფრისმომცემი იყო ტაილანდთან და კუნძულოვან სენტ-კიტსი და ნევილსი თუ ჯანდაბა, სად გამოძებნეს?!... როგორ შეიძლება, შენზე ბევრად ძლიერ გუნდთან ესპანეთთან ან თუნდაც შოტლანდიასთან მატჩი არაფრისმომცემი იყოს?!... აბა, ვისთან და ვისგან უნდა ვისწავლოთ?!... მაშინ რა ოხრობა გვინდა B ლიგაში, ვერ ვეგდეთ D-ში?!... ჩვენი რაგბისტები გმუდმებით იმას ჩივიან და სამართლიანადაც, რომ ძლიერ გუნდებთან თამაშებს წლობით უცდიან და ამიტომაც ვეღარ იზრდებიან და ფეხბურთში უკუღმაა ყველაფერი?!...
ვოოტ
22 ნოემბერი 2023 00:06
1
და ხვიჩას ან ვინმე სხვა ფეხბურთელს სხვა უნდა ახსენებდეს, ყვითელი გაქვს მიღებული და გაფრთხილდიო? მესმის სათამაშო სიტუაციაში მიეღო, მაგრამ ხელების შლაში?! მანამდეც ეკუთვნედა (ცოდვა გამხელილი სჯობს), მაგრამ დაინდო მსაჯმა და იმასაც ამოუვიდა ყელში და მივიღეთ ეხლა ეს მოცემულობა სამწუხაროდ. არ ვიცი, იქნებ შარი ხეირად დაგვიჯდეს. ვინ იცის ლუქსემბურგთან მიეღო და ფინალი გამოეტოვა.
სხვათა შორის ჩაკვეტაძე და კაშია უნდა გაფრთხილდნენ, ორ-ორი აქვთ უკვე.
გიორგი
21 ნოემბერი 2023 23:39
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული