კვირკველიამ რონალდოს წინააღმდეგ ითამაშა - პორტუგალიელმა დუბლი შეასრულა

AutoSharing Option
საუდის არაბეთის ჩემპიონატის მე-14 ტურში "ალ ნასრმა" საკუთარ მოედანზე "ალ ოხდუდი" 3:0 დაამარცხა.

რონალდომ დუბლი შეასრულა და 15 გოლით ბომბარდირია. ყველა ტურნირზე "ალ ნასრში" მან 43 მატჩში 38 გოლი გაიტანა და 11 საგოლე გადაცემა გააკეთა.

"ალ ოხდუდში" შეუცვლელად ითამაშა საბა კვირკველიამ, რომლის თამაში Sofascore-მა 6.6 ქულით, ხოლო Flashscore-მა 6.3 ქულით შეაფასა. რა თქმა უნდა, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად რონალდო დაასახელეს, ხოლო სტუმართა რიგებში საუკეთესო 35 წლის ბრაზილიელი მეკარე პაულო ვიტორი იყო.

Sportall.Ge

"ალ ნასრი" 34 ქულით მეორე ადგილზეა და 1 ქულით ჩამორჩება "ალ
ჰილალს", რომელსაც 1 შეხვედრით ნაკლები აქვს ჩატარებული. უმაღლეს დივიზიონში წელს გადასული "ალ ოხდუდი" კი 10 ქულით მეთექვსმეტე პოზიციაზეა.

მკითხველის კომენტარები / 10 /
კარგია რომ თამაშობს და რაღაცებს ცდილობს, მაგრამ ის კვირკველია აღარაა ლოკომოტივში რომ იყო და ეს სანიოლიც არ ეშვება,მაგას საზონოვი გაცილებით ჯობია უკვე, მაგრამ მაინც ამას ენდობიან ნაკრებში რატომღაც...სათადარიგოდ კიდე შეიძლება ნაკრებში, ძირითადის მოთამაშე აღარაა უკვე
დავითი...
14:47 25-11-2023
0
არ მესმის რატომ იძახებენ მაინც ამას ნაკრებში?! იმაზე არ ვხუჭავ თვალებს,რომ ადრე კარგი ფეხბუთელი იყო საბა, მაგრამ უკვე ახლა აღარ არის საჭირო. დამთავრდა გურამისა და კვირკველიას დუეტი ჩემთვის.
ეჰჰ სანიოლ-ხიზანა
16:07 25-11-2023
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული