ლა ლიგის მეთოთხმეტე ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „სელტას“ დაუზავდა - 0:0.
პირველ ტაიმში თანაბარი თამაში იყო, სტუმრებმა ორი მომენტი ვერ გამოიყენეს: ერთი მამარდაშვილის შეცდომის შემდეგ და მეორე, როდესაც ლარსენმა თავურით მიზანს ვერ უწია. მეორე ტაიმშიც ბევრი იყო ბრძოლა, ცოტა მომენტები და შეხვედრა ფრედ დასრულდა.
„ვალენსია“ 19 ქულით მეცხრე ადგილზეა და 2 დეკემბერს გასვლაზე „ჟირონას“ დაუპირისპირდება.
ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - სელტა 0:0
PS. ქვემოთ კომენტარის ავტორს, თუ გნებავთ ბოროტი მეძახეთ თუ გნებავთ ნაცი(ორივე პირადი შეურაწყოფაა და არაუშავს), მთავარია ქოცი არ დამიძახოთ რაც ავტომატურად ქვეყნის ღალატს ნიშნავს!
ბოროტებას და კრიტიკას შორის გარჩევა ისწავლეთ, მუდამ მაამებლური კომენტარები ვის რაში წაადგება იქნებ ამიხსნათ. გამოსვლებზე თამაში რომ ძალიან უჭირს თვითონაც ამბობს მაგას და თქვენ რატომ უარყობთ ვერ ვხვდები. ვარჯიში და შრომისმოყავრეობა არის ის რასაც კვარა აკეთებდა რუბინში, ბაზაზე რომ ცხოვრობდა და ვარჯიშების მერე რჩებოდა მოედანზე და აგრძელებდა სისუსტეებზე ვარჯიშს, მედიაც და ხალხიც აღფრთოვანებული იყო და შედეგიც ჩანდა. ამ შემთხვევაშიც მაგას ვგულისხმობ მეტი უნდა იმუშაოს მამარდამაც მესამე წეია ვალენსიაშია და იგივე პრობლემა აქვს საერთოდ პროგრესის გარეშე.