"აიაქსმა" 5:0 მოიგო - მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა

AutoSharing Option
ნიდერლანდების ჩემპიონატის მეცამეტე ტურში „აიაქსმა“ სახლში აუტსაიდერი „ვიტესი“ 5:0 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე ჩუბა აკპომის ნაცვლად 68-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე, თამაშში აქტიურად ჩაერთო, კომპენსირებულ დროში გატანაც შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია.

„აიაქსმა“ ჩემპიონატზე ზედიზედ მესამე გამარჯვება იზეიმა, 1 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 15 ქულით მერვე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 1-ელ დეკემბერს ევროპა ლიგაზე საფრანგეთში „მარსელთან“ გამართავს.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“
აიაქსი - ვიტესი 5:0
გოლები: 1:0 ჰატო (3), 2:0 ჰლინსონი (12), 3:0 ოროზი (50, საკ.
კარში), 4:0 აკპომი (58), 5:0 ტეილორი (67)

მკითხველის კომენტარები / 3 /
"თამაშში აქტიურად ჩაერთო, კომპენსირებულ დროში გატანაც შეეძლო, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია" აბა ვინ გამოიცნობს რა ჰქნა გიორგი მიქაუტაძემ :დ
0
ამ ვიდეოს ბოლო წუთზე არის მიქაუტაძის მომენტი
https://youtu.be/2BOgx13V4TQ?si=4Kxrnw0fSMZZpxQv
ქ. გ.
07:13 27-11-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული