"მადრიდული საღამო ხვიჩასთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, გასულ ზაფხულს ანჩელოტის მისი შეძენა სურდა - ცნობილი იტალიური გამოცემა დეტალებზე წერს

AutoSharing Option
ხვალ, 29 ნოემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩში, მადრიდის "რეალი" "ნაპოლის" უმასპინძლებს. იტალიური გამოცემა Repubblica აღნიშნულ შეხვედრას ხვიჩა კვარაცხელიასთვის უმნიშვნელოვანესს უწოდებს.

"მადრიდული საღამო ხვიჩასთვის უმნიშვნელოვანესი იქნება, ბერგამოში გატანილი გოლისა და ნაკრებში გამორჩეული მატჩების ჩატარების შემდეგ ევროპული ფეხბურთის ყურადღების ცენტრში "ქართველი მეფე" მოექცევა. მისი მიზანი ამჯერად "რეალის" შეჩერება იქნება".

კიდევ ერთი ცნობილი გამოცემა La Gazzetta dello Sport-ი კი აღნიშნავს, რომ გასულ ზაფხულს "კვარას" შეძენით პირადად "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი ინტერესდებოდა.

"მაცარისთან მუშაობით ბედნიერია და ეს "ატალანტასთან" მატჩის შემდეგაც
გამოჩნდა. ის საკუთარი ნიჭით ერთ-ერთი უიშვიათესი ფეხბურთელია, რაც "ნაპოლიში" კარგად იციან. ამიტომ მასთან კონტრაქტის გახანგრძლივებას ჩქარობენ და ხვიჩასთვის მისი სათამაშო დონის შესაბამის ანაზღაურებას შესთავაზებენ. გასულ ზაფხულს კვარაცხელიაზე თვალი ანჩელოტის ედგა, თუმცა მოლაპარაკებები არ შედგა", - წერს გამოცემა.

altიპოვეთ ერთი განსხვავება - ხვიჩა კვარაცხელიას უმცროსი ძმის საოცარი ცრუ მოძრაობები და ულამაზესი გოლი [VIDEO]

alt"კვარას" და "ნაპოლის" საუკეთესო დრო "რეალის" დასამარცხებლად? - "ბერნაბეუზე" საინტერესო მატჩია!..

alt"ხვიჩას ჯერ თავისი სათქმელი არ უთქვამს, დიდი ნაცნობობა არ გვაკავშირებს, მაგრამ მაქვს სურვილი, რომ..." - რა განაცხადა ლაშა ტალახაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე

მკითხველის კომენტარები / 7 /
საშინელი ამინდია
ვარჯიშის ვიდეო
https://youtu.be/L5zgbUjQSxs?si=TTntoD6W0QDVnD8B
ქ. გ.
28 ნოემბერი 2023 16:48
4
ეს ნეაპოლის ვიდეოა, თამაში მადრიდშია
28 ნოემბერი 2023 19:25
0
არ მინდა, რომ კვარა ესპანეთში გადავიდეს, ყველა დიდი ფეხბურთელი მანდ დაასახიჩრეს: ყიფიანით დაწყებული მარადონა და კიჭა რონალდოთი გარძელებული, ვინისიუსსაც მალე დაასახიჩრებენ, ისე ვატყობ.
ბმბ
28 ნოემბერი 2023 15:55
23
შეძენა უნდოდა არა კვახი. არაა ხვიჩა რეალის დონის მოთამაშე ჯერ, როგორც ბევრ ამომავალ ვასრკვლავს დაემართა ისე დაემართება მასაც თუ ჯერ კარგად არ ირწმუნა და დაგვარწმუნა ჩვენც რომ დიდ კლუბსი თამაში შეუძლია, სერია ა-ს საუკეთესო ფეხბურთელობა სადაც მის გარდა მხოლოდ ოსიმენი და ლეაო არიან, არ ნიშნავს რომ რეალის ან სხვა გრანდის შესაფერისი ფეხბურთელია. ნუ ვიჩქარებთ, ნაბიჯ-ნაბიჯ ავა მაგ სიმაღლეზეც.
გულშემატკივარი
28 ნოემბერი 2023 15:47
32
გულშემატკივარი ძმა, გახსოვს ვინ იყო ვინისიუსი და როდრიგო რეალში ანჩელოტის მოსვლამდე? ერთი ჩვეულებრივი სათადარიგო მოთამაშეები, მაგრამ როგორც კარლომ მოკიდა ხელი, კი ხედავ რა ფეხბურთელები დადგნენ. ნიჭიერ ფეხბურელს ნიჭიერი მწვრთნელი უნდა, აბა, და არა გასიასნაირი და კიდევ ვიღც, ვიღაცისნაირები. ხვიჩა გალაღდება, ანჩელოტის, კლოპი და კიდევ ერტი ორი მწვრთნელის ხელში.
მალხაზ ჯობავა
28 ნოემბერი 2023 17:21
3
რა დაირქვი,რაო? ,,გულშემატკივარიო"?
:))))))))) გულშემატკივარი არა,კვახი ;)
ადამიანი
28 ნოემბერი 2023 16:55
6
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული