ჩემპიონთა ლიგის მეხუთე ტურში გასვლაზე "რეალთან" წაგებულ მატჩში (2:4) "ნაპოლის" გარემარბმა ხვიჩა კვარაცხელიამ შეუცვლელად ითამაშა.
ქართველმა Sofascore-სგან 6.7 შეფასება დაიმსახურა, Whoscored-ისგან - 6.6, ხოლო Flashscore-სგან - 6.4. ნეაპოლური გუნდიდან მასზე მაღალი შეფასებები ჯოვანი დი ლორენცომ, ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისამ და ჯოვანი სიმეონემ მიიღეს.
შეხვედრის საუკეთესო ფეხბურთელი კი "რეალის" შემტევი ჯუდ ბელინგემი გახდა (9.0, 9.1, 9.5).