სტუმრები 82-ე წუთამდე 1:0-ს იგებდნენ, მაგრამ მატჩის ბოლოს გიორგი მამარდაშვილის კარი კრისტიან სტუანიმ ორჯერ დალაშქრა, კატალონიურ გუნდს გამარჯვება მოუპოვა და გაალიდერა.
მამარდაშვილმა მეორე ტაიმში ორჯერ იხსნა თავისი გუნდი, განსაკუთრებით აღსანიშნავია ეპიზოდი, როდესაც ალეიშ გარსიას დარტყმული ბურთი საოცარ ნახტომში მოიგერია.
sofascore-მა გიორგის თამაში 6.9 ქულით შეაფასა, whoscored-მა 6.5-ით, ხოლო flashscore-მა 6.1-ით.
„ვალენსია“ 19 ქულით მეათე ადგილზეა, 6 დეკემბერს სტუმრად თასზე მესამე დივიზიონის „აროსას“ შეხვდება, ხოლო 9 დეკემბერს პრიმერაზე „ხეტაფეს“.
ჟირონა. „მონტილივი“
ჟირონა - ვალენსია 2:1
გოლები: 0:1 დურო (56), 1:1 სტუანი (82), 2:1 სტუანი (88)