კაპელო: ოსიმენი "კვარას" ზედმეტი პასუხისმგებლობისგან ათავისუფლებს - დღეს "ინტერს" ორი ამოცანა აქვს

AutoSharing Option
დღეს, 3 დეკემბერს, სერია A-ს მე-14 ტურში "ნაპოლი" "ინტერს" უმასპინძლებს. ლეგენდარულმა ფაბიო კაპელომ აღნიშნული მატჩის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ "პარტენოპეის" გარემარბს ხვიჩა კვარაცხელიას "ნერაძურისთვის" დიდი საფრთხის შექმნა შეუძლია.

"ნამდვილი თამაშს ნახევარდაცვის ცენტრში ვიხილავთ. თუ "ინტერმა" მოახერხა და ლობოტკას თამაშის უფლება არ მისცა, მაშინ "ნაპოლის" გაუჭირდება, სლოვაკი გუნდის მთავარი ხერხემალია.

მეორეს მხრივ, მთელს ჩემპიონატში "ინტერის" მსგავსი ნახევარდაცვის ხაზი არავის ჰყავს.

ოსიმენის დაბრუნება "ნაპოლისთვის" შესანიშნავია სიახლეა, ეს გავლენას არამხოლოდ ტაქტიკურ, არამედ ფეხბურთელების ფსიქოლოგიურ დონეზეც ახდენს. ჩემი აზრით, ნიგერიელი "კვარას" ზედმეტი პასუხისმგებლობისგან
ათავისუფლებს, "ნაპოლის" მოწინააღმდეგეებს ვიქტორზე მეტად არავისი ეშინიათ. "ნერაძურის" მცველებს დღეს ორი მთავარი დავალება ექნებათ - კვარაცხელიასა და ოსიმენის შეჩერება", - განაცხადა კაპელომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლისა" და "ინტერის" დაპირისპირება თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება.

altვალტერ მაცარი "ინტერთან" მატჩში შემადგენლობაში ცვლილებებს გეგმავს

altოსიმენის მომავალი გაირკვა

alt"ნაპოლის" და კვარაცხელიას დღეს რთული მატჩი აქვთ - შეხვედრა წარსულთან...

მკითხველის კომენტარები / 11 /
არც გარსია არც მაცარი და არც არავინ არაა დამნაშავე რაც ეხლა ნაპოლიში ხდება !ერთადერთი დამნაშავე ის წუწურაქი ლაურენტისია @ საუკეთესო მცველი გაყიდა და შემცვლელი არ უყიდია და სადაც ვინმე იაფი ფეხბურთელი და მწვრთნელი იყო ყველას მოხვეტა ხელი @ ამერიკელები რომ აძლევდნენ მილიარდს ნეტავი მაშინ გაეყიდა გუნდი იქნება იმათ გამოესწორებინათ მდგომარეობა
zura222
04 დეკემბერი 2023 02:14
0
აყრანტალდა ლუზერი ყვავების ხროვა )))
მათემატიკოსი
03 დეკემბერი 2023 21:17
4
მე პირიქით ვიტყოდი !
ხვიჩას არათუ ანთავისუფლებს , არამედ უფრო ზღუდავს ოსიმენის დაბრუნება .
იმიტომ , რომ ცდილობს ოსიმენზე ითამაშოს და არა მისთვის ჩვეულ ამპლუაში .
გავიხსენოთ , თუნდაც ბოლო თამაში რეალთან .
თითქმის პირისპირ გასულმა კარში თვითონ კი არ დაარტყა , არამედ ოსიმენისკენ გაგზავნა ბურთი .
ბესო
03 დეკემბერი 2023 21:12
0
დღეს,ნაპოლის შანსი არ აქვს და თუ არ წააგო,ეს იქნება დიდი მიღწევა. მესმის რო კვარა არის იქ და გვინდა მისი წარმატება,თუმცა ტოპ 5 ჩემპიონატია და იქ ნაპოლის დარი გუნდები ჰეგემონები ვერ იქნებიან,რადგან ამბიცური პოლიტიკა არ აქვს. გახდა ჩემპიონი და მწვრთნელი წავიდა,წავიდა საუკეთესო მცველი და ტრანსფერებიც ისეთი გაკეთდა რო ამბიცია არის 0. ლესტერმაც იჩემპიონა ინგლისში,თუმცა ეხლა გავარდნილია ლიგიდან. ამ სეზონში დიდმა ბიჭებმა გაიღვიძეს და აღარ არის ბავშვების ადგილი,ნაპოლის უჯობს დაიძინოს. იუვე და ინტერი უბრუნდებიან თავის ადგილს,ჩემპიონის ბედსაც ესენი გადაწყვეტენ. აგერ იუვემ დამატებით დროში დაიბრუნა თამაში და 3 ქულა. კვარას წარმატებები და ნაპოლის მალე დატოვება.
იასონას უდარი
03 დეკემბერი 2023 17:09
10
მართლა იასონა ხარ რა, შეიძლება ნაპოლი დიდი არაფერი მარა ინტერის გუნდობა ვინ თქვა?დდდდდდდდდდ სულაც ლიგა რომ დადონ ეგ გუნდი არასოდეს იქნება.
ტტტ
03 დეკემბერი 2023 19:03
13
დღევანდელ ინტერთან, დღევანდელ ნაპოლის პრაქტიკულად შანსი არა აქვს.
gia
03 დეკემბერი 2023 15:48
15
ჯერ უყურე თამაშს და ნახე იქნებ აქვს.
roma bejanidze
03 დეკემბერი 2023 23:28
1
მაგარი ფეხბურთელი გვყავს!!! მოგვაბრუნა ყველა თამაშისაკენ. ხან დაგლიჯავს და ხანაც ვერა. დაასვენეთ ეს კაცი ზედმეტი ყურადღებისა და ჩვენი კომლექსებისაგან. ვაიმე ინტერი, ვაიმე ბერნაბეუს შეეშინდა ვაიმე ლუქსემბურგი!!! და მჯერა ყველაფერი გამოგვივა
არდილეს
03 დეკემბერი 2023 14:57
7
შარშან სასწაული სეზონი რომ ჰქონდა ნაპოლის, პირველი წაგება ინტერთან ჰქონდა იანვარში. ისეთი ამბავი ატეხეს ქართველებმა, ლამის იჯარით გაუშვეს კვარა სამპდორიადი, ზოგმა ბათუმის დინამოში გამოუშვა.
მერე იუვენტუსს რომ გადაურბინა კი დადუმდნენ და ჩაიმალნენ იქ, საიდანაც ამოვიდნენ
!!
03 დეკემბერი 2023 14:24
7
ინტერი მართლაც ძაან კარგად დაბალანსებული გუნდია! მაგრამ ინტენსიური პრესინგის ქვეშ შეიძლება დაიშალოს! ნაპოლი ინტერს უნდა ეთამაშოს ისე როგორც ეთამაშა რეალ სოსიადატმა ინტერს და მოიგებს! იმიტომ რომ უფრო უკეტესი თავდასხმა ყავს ნაპოლის ვიდრე რეალ სოსიედატს
რობი
03 დეკემბერი 2023 13:53
3
1995-96 წლების ეროვნულ ჩემპიონატში ხაშურის ივერიის ნახევარდაცვა იყო ისეთი რომ მსგავსი ნახევარდაცვა არავის ყოლია.
არა კაცო,მაგარი კი არ იყო.უბრალოდ მსგავსი არავის არ ყოლია
Levani
03 დეკემბერი 2023 13:18
5
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული