"შახტარმა" გაიმარჯვა - აზაროვმა და გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს

AutoSharing Option
უკრაინის პრემიერლიგის მეთექვსმეტე ტურში „შახტარმა“ „მეტალისტ 1925“ 2:0 დაამარცხა.

აშკარად უჭირს ორ ფრონტზე ბრძოლა „შახტარს“ - ჩემპიონთა ლიგაზე „ბარსელონას“ და „ანტვერპენს“ სძლია, ქვეყნის პირველობაზე კი ბოლო სამი მატჩიდან ორი წაგებული ჰქონდა, ერთი ფრედ დასრულებული. არც დღევანდელი შეხვედრა გამოვიდა იოლი. ხარკოველებმა მედგარი წინააღმდეგობა გაუწიეს და დონბასელებმა მეორე ტაიმში გატეხეს მეტოქე.

დონეცკურ გუნდში ირაკლი აზაროვმა და გიორგი გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშეს.

„შახტარს“ 2 მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული, 28 ქულით მეოთხე ადგილზეა, ლიდერ „კრივბასს“ 5 ქულით ჩამორჩება და 8 დეკემბერს „ვერესს“ დაუპირისპირდება.

ლვოვი. „ლვივ
არენა“

შახტარი - მეტალისტ 1925 2:0
გოლები: 1:0 ზუბკოვი (59), 2:0 კრისკივი (78, პენ)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული