როგორი შეფასება მიიღო კვარაცხელიამ "ინტერთან" მატჩში?

AutoSharing Option
სერია A-ს მეთოთხმეტე ტურში "ინტერთან" სახლში 0:3 წაგებულ მატჩში Whoscored-მა "ნაპოლის" გარემარბის ხვიჩა კვარაცხელიას თამაში 7.2 ქულით შეაფასა - მან თავის გუნდში ყველაზე მაღალი შეფასება მიიღო.

კვარაცხელიას თამაში Flashscore-მაც 7.2 ქულით შეაფასა - "ნაპოლიში" ამ საიტმა უფრო მაღალი ქულა, 7.3, მხოლოდ ანდრე-ფრანკ ზამბო ანგისას დაუწერა.

ხვიჩამ Sofascore-ისგან 7.0 შეფასება მიიღო - უფრო მაღალი ქულები ანგისამ და მატეო პოლიტანომ დაიმსახურეს - 7.3.

მატჩის საუკეთესო ფეხბურთელი "ინტერის" ნახევარმცველი ნიკოლო ბარელა იყო (8.3, 8.3, 8.6).
მკითხველის კომენტარები / 45 /
90 წუთი დაცვაში თამაშობენ,მეკარეს უფრო ხშირად ააქვს ბურთი,ზურგით დგანან და თავის ნახევარზე ატრიალებენ ბურთს,ხვიჩას გულისთვის ვუყურებ თამაშს და მაგარი ფარჩაკი გუნდია ნაპოლი,დაცვა ნული,მეკარე ნული,ნაპოლი ნული,ხვიჩამ უნდა თავს უშველოს დროზე,ეგრევე პასები არ გამოვა ძმაო,ბურთის უკან დაბრუნება და მეორე ფლანგზე გადაცემა,ქენი რა რამე,შენს იმედად არი მაყურებელი მოსული და ?
გულშემატკივარი
21:59 04-12-2023
3
მერამდენედ გაიდირკა ნაქები დი ლორენცოს ფლანგი და რაჰმანი-ყოველთვის გადამწყვეტ თამაშებში.
დი ლორენცო გაუვალი მცველი არ არის და +კიმის წასვლა-მოირღვა გუნდი.
+ვითომ არაფერი ფეხბურთელი ლოსანო აკეთებდა იმას რო ნაპოლი რაკეტასავით ჩქარა გადადიოდა კონტრშეტევაზე.
ახლა უკან დირკა და წინ პოლიტანოს ფაფხური -ესაა ყველაფერი.
ლოსანოს და კიმს რო უშვებ ლინდსტრომი და მამუკა კობახიძე კი არ უნდა მოიყვანო,არამედ 1-2 ტოპ ტრანსფერი რო გუნდი მაღალ საფეხურებზე დარჩეს.
წადი რა ლავრენტა რამე კინო გადაიღე ჯობია
Levani
17:55 04-12-2023
7
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული