მოგეხსენებათ, "ღამურებს" ფინანსური კრიზისი აქვს და იმედოვნებენ, რომ ჩვენებურის გასხვისებით მინიმუმ 25 მილიონ ევროს მიიღებენ, რითაც საგრძნობ შევსებას მიიღებენ.
მამარდაშვილის "მესტალიადან" აბარგება ამა წლის ზაფხულშიც იყო მოსალოდნელი, მაგრამ მაშინ ტრანსფერი არ შედგა. ექტორ გომესის ცნობით კი, ერთ-ერთი პირველი ფეხბურთელი, რომელსაც "ვალენსია" მომავალი წლის ზაფხულში შეელევა, სწორედ ქართველია.