საუკეთესო მამარდაშვილი, სამი გაძევება და მატჩის დასასრულს გაშვებული გოლი [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-16 ტურში „ვალენსია“ გასვლაზე „ხეტაფესთან“ 0:1 დამარცხა.

მატჩი დაძაბული გამოვიდა, მსაჯმა სტუმართა ორი და მასპინძელთა ერთი ფეხბურთელი გააძევა, გოლი კი მაიორალმა შეხვედრის დასასრულს გაიტანა.

„ღამურების“ მეკარე გიორგი მამარდაშვილი მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს (მიმდინარე სეზონში მესამედ), მისი თამაში sofascore-მა და flashscore-მა 7.1 ქულით შეაფასეს, whoscored-მა კი 6.8-ით.

„ვალენსია“ 19 ქულით ამ მომენტისთვის მეათე ადგილზეა და 17 დეკემბერს „ბარსელონას“ უმასპინძლებს.

ხეტაფე. „ალფონსო პერესი“
ხეტაფე - ვალენსია 1:0
გოლი: მაიორალი (87)
გაძევება: პაულისტა (50, ვალენსია), გუერა (88, ვალენსია), დუარტე (90+3, ხეტაფე)

მკითხველის კომენტარები / 4 /
ბოლოს ეთნიკურად სომეხმა კი გაუტანა მამარდიანს..პატივისცემა უპირველეს ყოვლისა
35
რასისტები ადგილი ფეხბურთში არ არის
ხონი
13:08 09-12-2023
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული