"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო" - იტალიურმა პრესამ კვარა კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია

AutoSharing Option
გუშინ, 8 დეკემბერს, სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. მატჩის პირველ ტაიმში "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია "ბებერი ქალბატონების" მეკარესთან ვოიცეხ შჩესნისთან პირისპირ აღმოჩნდა, თუმცა ქართველმა გოლის გატანა ვერ მოახერხა.

გამოუყენებელი მომენტის გამო, "კვარა" იტალიურმა მედიამ კრიტიკის ქარცეცხლში მოაქცია. გთავაზობთ მათ კომენტარებს.

"შჩესნითან პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მოულოდნელად გოლის გატანა ვერ მოახერხა, ამ ეპიზოდის შემდეგ ფსიქოლოგიურად წნეხს ვერ გაუძლო, ამაზე ცუდ მატჩს ფიზიკურად ვერ ჩაატარებდა" - Eurosport-ი.

"ნაპოლის" კრიზისის სიმბოლო, მას თითქმის არაფერი გამოსდის, მისი დრიბლინი გაუჩინარდა, შესანიშნავი
შანსი გაანიავა" - La Gazzetta dello Sport-ი

"სენსაციური შეცდომა დაუშვა, არადა, ოსიმენმა შოკოლადი მიართვა. ზედმეტად ბევრი იფიქრა და არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. "კვარას" გაფუჭებული მომენტის გამო, "ნაპოლიმ" მატჩში გარდატეხის შეტანა ვერ მოახერხა" - Tuttonapoli.

"ხვიჩამ სერიოზული შეცდომა დაუშვა, როდესაც ოსიმენმა ბრწყინვალე პასით მეკარესთან პირისპირ დატოვა" - Sportmediaset-ი.

"გარდა გამოუყენებელი საგოლე მომენტისა, რომელიც ამ შეხვედრაში საუკეთესო შანსი გახლდათ, იმედგაცრუების გამო, ყვითელი ბარათიც მიიღო, ამის თავიდან არიდება შეიძლებოდა" - Football Italia

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

alt"გეტყვით, კვარაცხელიას რატომ უჭირს" - რა თქვა მაცარიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

alt"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში?" - მერაბ მეტრეველი

alt"მოედანზე ყველაზე ცუდი იყო, საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]



მკითხველის კომენტარები / 43 /
ჩემი აზრით შესასნიშნავად და ლამაზად ითამაშა, ფაქტიურად ბურთს ვერ ართმევდნენ. ის გოლი რომ გაეტანა მისი ხოტბა დიდებაში იქნებოდა ყველა. სამწუხაროდ იმ მომენტში მოულოდნელობისგან, რომ მასთან არავინ იყო, დაიბნა. დაახლეობით იგივე სიტუაცია იყო რაც ატალანტასთან, 7 ფეხბურთელი რომ მოსდევდა და აქ კი სულ მარტო იყო.
ირაკლი
10 დეკემბერი 2023 18:27
0
ვისაც ფეხბურთი და რაც მთავარია ხვიჩა უყვარს,დიდი ხანია წერს კომენტარებში,რომ ხვიჩას კვალიფიციური ფსიქოლოგი ჭირდება ,,ვაი"-მედიის და ,,ვაი"-ქომაგების ხელში,ან მისი მოძღვარი. როდესაც ხვიჩა ,,თამაშობს",შედევრებს გქმნის,როდესაც ,,მუშაობს",გამოდის რაც გამოსდის. სოცქსელებში და მედიაში ამ ნიაღვრების ფონზე,კიდევ კარგად არის.დაეტყო კიდეც,მუდამ გაღიზიანებულია,ღიმილი წაუშალწს სახეზე
ადამიანი
10 დეკემბერი 2023 11:14
1
ფაქტია, სენსაცია კვარას ცუდად თამაშია, არ ელოდებიან ცუდ თამაშს, ისე , სენსაციური სათაურით გაზეთის ტირაჟის უბადრუკი მცდელობით გაზრდას აჯობებდა, მაგ პრესას დაეთვალა რამდენჯერ ეუხეშნენ კვარას, რამდენჯერ იჭერდნენ ხელის წელზე მოხვევით და რამდენჯერ მაისურზე ქაჩვით, ფეხებში რტყმით , გოტტი მამაძაღლმა ხელი კრა კვარას , იმიტომც უთავაზა ბურთი ზურგში, რად არ გააფრთხილეს გოტტი? კვარას წინააღმდეგ მისი ფინტებით გაბითურებული მცველები და ბრმა მსაჯები-აი თემა! კი არ ვიგონებ , მრავალი კამერა იღებს ამას და არიან სპეციალისტები, რომლებიც ამაზე უკვე გაამახვილეს ყურადღება! მიდის კვარაზე ნადირობა!
ალექს
10 დეკემბერი 2023 10:45
0
მე ვნახე მა გმომენტის ვიდეო სხვა რაკურსით,განსხვავებული რეპორტაჟისგან, გატტიი მამაძაღლმა მუცელში მუჯლუგუნი მიარტყა კვარას , ხელუკუღმა, დიახ ზურგშექცევით კი იყო , მაგამ ხელი უკან გასწია და კრა კვარას , მაისურიც მოქაჩა , ამიტომაც საპასუხოდ ზურგში ბურთი ესროლა კვარამ, არ უნდა ექნა, მაგრამ ასე იყო ! ეს საშინაო დავალებაა, კვარას წინააღმდეგ მუშაობენ მწვრთნელები, თანაშემწეები, მისი ფინტებით გაბითურებული მცველები -სამუშაოს კარგავენ, ფულს კარგავენ , მსაჯს ათი კამერა არ აქვს, აქვს ორი თვალი და მას ეს ინცინდენტი არ დაუნახავს, მაგრამ რომელიღაც კამერამ დააფიქსირა !აქვე დავძენ უამრავი კადრია როცა კვარას ისე იჭერენ, რომ მსაჯი ამას ვერ ხედავს , აი ეს დაამუშავეს, კი არ გაშიფრეს კვარა, ვერასოდეს გაშიფრავენ ხელოვანს, აი ეგენი კი ხელოსნები არიან-ბოდიში ამქართან, კარგ ხელოსანს რა ჯობს,ხელოვანია ეგეთიც, ისე სიტყვის მასალად !
ალექს
10 დეკემბერი 2023 23:09
0
ძალიან ვწუხვარ რომ ქზოგს პროფესიონალზი არ ესმის და მარტო ქართველობაზე აქვს აქცენტი გადატანილი, რაც იმას ნიშნავს რომ ქარძტველობაც არ იციან როგორი უნდა იყოს კარგი. ყველას დასანახად პირჯვრის წერა ქართველობას არ ნიშნავს. თუ პირჯვრის წერა უნდა ადამიანს წავიდეს ეკლესიაში და ილოცოს და იწეროს პირჯვარი. ოედანზე ხალხს უნდა ფეხბურთელი და მარალი დონის. ველა თამაში მაქვს ხვიჩასი ნანახი და ეს იყო ერთ ერთი ყუველაზე ცუდი თამაში ყოველ მხრივ. ~ასს არ აზლევენ და ასე შემდეგ რომ წერ ყველა ფებურთელი მოედანზე ბალახის საძოვრად არ უნდა იდგეს მარცცხენა ფლანგზე და უნდა იმოძრაოს, შუაში შევიდეა. ხვიჩას ბევრი რამ კარგი აქვს მაგრამ ამ სეზონში ეტუობა რომ სიჩქარე დაკარგა, ადგილიდან ვეღარ კრიფავს და ასევე გაქცეულსაც ბევრი მწვრთნელი ასწრებს ბურთზე და ბურთზე ბევრჯერ კარგავს. ამას გარდა ყველ დრტყმას შიდა ფეხით ჩახვევა რა სჭირდება მეკარე დაწოლილი იყო და მთელი კარები ცარიელი სადდ მოინდომა ზემოდან ჩახვევა როდესაც ადვილად გასატანი ბურთი ჰქონდა თითქმის მცარიელ კარში. მაღალი დონის ფეხბურთელები რონალოდ რომ კუმირადდ ჰყავს და მესი ასეთებ არ ანიავებენ. მერე კიდევ ერთხელაც ვიტყვი რა დრო ცოლი იყო ჯერწვერი ვერ გაუპარსია წესიერად და ცოლი. ცოლს არას ვერჩი, ღმერთმა კარგად ამყოფოს ორივე, მაგრამ გაურბოდა? და დაეწია? კარგით რა დიდი ფეხბურთის თამაშს ცოტა ეგოისტობა სჭირდება რომ უკეთესი კარიერა აიწყოს და დიდ გუნდში გადავიდეს. იმედია გადავა მარამ ასეთ განიავებულ დართყმებს, ასე უსუსრად დარტყმულ ბურთებს საჯარიმოს გარედან რომლებსა ან თავის მოთამაშეებ არტყამს ან მოწინააღმედიგსას დიდ გუნდებში ვერავინ აპატიებს და უფრო მეტი კონკურენცია ექნება. თუ სპორტი არ გითამაშიათ მაგას ვერ მიხვდებით დამიწყებთ ასუსულელეების წერას. ქართველობას რომ აწვება ზოგი ქვეყანა თავზე გვექცევა და არქიფოების და საბჭოთა გადმონასთი სისტემის ხელშია ეს საწყალი საქართველო, ჯიჯგნიან, ყიდიან და ვერ გაზძღა ზოგიერთი. პროფესიონალიზმი ყველა საქმეშია საჭირო და არა ვინ ვის იცნობს, ვინ ვისი ბიძასვილ მამიდაშვილია, ვინ ვისი კლანიდან და ასე შემდეგ. თურქულ ნოველაში ცხოვრობს მთელი ქვეყანა. ბოტოქს თუჩ პ რ ო ჭიანი ლამაზმანებით და ვითომ მაფიოზა ხეპრეებით სავსე რომელნიც გუდის ტიკის ფორმისანი არიან. ქვეყანა სასე არ შენდება და ამის გამოც არის რო ფეხბურთიც, რაგბიც, დაკალათბურთიც ვერას აღწევს დიდ ასპარეზზე რადგან იმავე კლანიების ხელშია ყველაფერი. ჯანსაღი საზოგადოება არ გვყავს. მცოდნეთ დასცინიან და უცოდინრებს ცაში იყვანენ, ფარისევლობა უმაღლეს დონეზე და ასე შემდგ. მოლკლედ სანამ ქვეწყანა ასეთი ხალხის ხელიდან ხელში გადადის, და ხალხი ქართულ ენასაც პატივს არ სცემს ვერაერი გამოვა და ვერც თქვენი თუ ჩვენი ხვიჩა ან სხვა ვინმე ავა უმაღელს დონეზე რადგან ესენიც ამსაზოგადოებსი და სენით დაავადებული ქვეყის შვილია... კარგად ბრძანდებოიდეთ. დღევანდელ შავი ლომის თამაშიდან გამოჩნდა როგორ უყვართ საქართელო, წვიმამ შეაშინა მაყურებელი და პატრიოტიზმი დააკარგვინა... ამხელა შეძჯიბრებაე დაუშვეს გუინდი და ცარიელ ტრიბუნნებძი და მერე ექვსი ერი გვინდა. ძუსტად მაგას უყურებენ ექვს ერში, სტადიონი თუ არის სავსე და რა შემოსავალი შემოდის. შავმა ლომმა მაგრად ითამაშა და მოსაგები თამაში ჰქონდ ასახელოვან გუნდთან და ასევე გამოუცდელობის გამო წააგეს. ყოჩაღ ბიჭები მაგრამ ასეთ თამაშზე არ დასწრება ქვეყნის ღალატია!!!
სიმართლე
10 დეკემბერი 2023 06:56
1
ნაპოლის დედაც, მისი ფეხბურთელებისაც და მწვრტნელ-მფლობელების და რაც მთავარია " გულშემატკივრების". მთელ ნაპოლის სჯობს ხვიჩა! პასს არავინ არ აძლევს და კიდევ მასზე იყრიან ჯავრს. იმედია ინგლისში გადავა, სადსც იციან სიყვარული და დაფასება!
Rezo
10 დეკემბერი 2023 01:40
8
ზედმედ პასუხისმგებლობას ვკიდებთ ამ ბიჭს. კი დღეისათვის საქართველოს საუკეთესო ფეხბურთელია, ნიჭიერია, ბევრს სჯობია იტალიაშიც და სხვაგან, მაგრამ არც მესია და არც მარადონა. ბოლო პერიოდში როგორც იქცევა სწორედ იმის მაჩვენებელია რომ დაიჯერა თავისი გამორჩეულობა.
ახლა ჭირდება ფსიქოლოგიური დახმარება, რომ ეს მომენტი გადალახოს, დაწყნარდეს და თავისი პოტენციალი მაქსიმალურად გამოავლინოს. ამისათვის ან თვითონ უნდა შინაგანად ძლიერი, ან გარემოცვა მიეხმაროს ან ორივე ერთად....
gogi
09 დეკემბერი 2023 23:13
2

- ცოტა შინაგანი- ფსიქოლოგიური პრობლემა აქვს,მაგრამ არა უშავს,უნდა ეცადოს დამშვიდდეს, 2-3 თამაში დაისვენოს, მოიშოროს სხვების რჩევები და მის ფეხბურთს დაუბრუნდეს, მშვიდად და თავისუფლად გავიდეს მოედანზე და იფიქროს საკუთარი ფეხბურთი ითაშოს და არა ,,შეცდომა არ მომივიდეს,,...საკუთარი დრიბლინგებით,გოლებით,ასისტებით, თავისუფალი სივრცეებისათვის მუდმივი ბძძოლით და რწმენით-,,ყველა შეცდომას გამოვასწორებ ბრძოლით და ნიჭით,,
- ხვიჩა კვარაცხელია ვერ იქნება ვერც როსი,ვერც პირლო,ვერც გატუზო... ხვიჩა უნდა ოყოს ხვიჩა,განსაკუთრებულად მომხვიბვლელი თამაშის სტილი- დრიბლინგებით,როგორ ფეხბურთს თამაშობს და როგორიც აჩვენა გასულ სეზონში... თუ ამ თამაშს შეუზღუდავენ (მწვრთნელები) და მას ხვიჩა შეეგუება, ან ვერ შეძლებს დამშვიდება- მშვიდად თამაშს -დარჩება საშუალო კლასის, რიგით მშრომელ ფეხბურთელად, თუ შეძლებს- ყველაფერი კარგად იქნება.
აქვე, ეცადოს მოედანზე მარტო დარჩეს, ბურთთან მშვიდად- მარტო იმუშაოს ხოლმე და აუცილებლად მოძებნის საკუთარი საკუთარ თამაშს.
გლახუნა
09 დეკემბერი 2023 23:01
2
კვარაცხელია არ არის იმ ფორმაში, რომ 90 წუთი იყოს მოედანზე. ის მეორე ტაიმის შუაში რომ შემოიყვანონ ერთ ნახევარმცველთან და ერთ თავდამსხმელთან ერთად, უფრო კარგ შედეგს დადებს. მას უხდება შექება, წაჯიკავება და წათაქება, მაგრამ ეს ყველაფერი 20-25 წუთზე მეტ ხანს არ მიჰყვება. აეე ის უფრო შედეგიანი იქნება და უფრო მეტად გაიზრდება, ხოლო როცა მას იმაზე მეტის აწევას თხოვენ, ვიდრე შეუძლია, ამით მის ნიჭსაც ჩაკლავენ და ფეხბურთიდანაც ნაადრევად გაისტუმრებენ...
ალეკო
09 დეკემბერი 2023 21:40
8
25 რათ უნდა 5 წუთით შემოიყვანე და დაბრდღვნის . . .

კაი რა . .

ნუ გაუტრაკეთ ამ ხვიჩას, რეალურად ერთი მომენტი იყო საუკეთესოობასა და არასაუკეთესოს შორის.

კვარას პირადი სტატისტიკა ნახეთ თავისი 90%+ პასებით მაგ თამაშშივე, წარმატებული დრიბლინგებით და მოგებული დუელებით !! მერე შეუდარეთ ოსიმენს და პოლიტანოს.

მანდ მიხვდებით, რო ის გოლი რო გაეტანა და სუ რო ფრე დამთავრებულიყო საუკეთესო ამ თამაშში ისევ კვარა იყო.
არადა ტიპი მარტოა ფლანგზე . . მეორე ტაიმის პირველი ნახევარი პასი არ მისვლია
Nk
10 დეკემბერი 2023 02:51
0
გარემოს შეცვლა სჭირდება... ჩავარდნა ყველას ააქვს.. ცოტა ფსიქოლოგის დახმარება და დარტყმაზე ვარჯიში..
Vito
09 დეკემბერი 2023 21:23
2
სექტაააა რა საბრალოები ხართ
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
09 დეკემბერი 2023 20:45
13
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული