"მოედანზე ყველაზე ცუდი იყო, საკუთარი თავის აჩრდილია" - იტალიელი ჟურნალისტი კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
სერია A-ს მე-15 ტურში "იუვენტუსმა" "ნაპოლის" უმასპინძლა და 1:0 დაამარცხა. ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა უმბერტო კიარელომ Campania Sport-ის ეთერში ამ მატჩის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, "პარტენოპეის" გარემარბი ხვიჩა კვარაცხელია საკუთარი თავის აჩრდილია და ოპტიმალური ფორმისგან შორსაა.

"ეს ყველაფერი მაცარის ბრალი სულაც არ არის, მას გუნდის ჩაბარება რთულ პერიოდში მოუწია.

"ნაპოლი" საუკეთესო ფეხბურთელებმა დააღალატეს, არ მესმის, როგორ ვერ შეძლო მეკარესთან პირისპირ მყოფმა კვარაცხელიამ გოლის გატანა? ქართველი საკუთარი თავის აჩრდილია, დღევანდელი შეხვედრა ყველაზე სუსტად ჩაატარა. "ატალანტასთან", მადრიდის "რეალთან", "ინტერთან" გუნდი საშინლად გამოიყურებოდა", -
განაცხადა კიარელომ.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

altანგისას ჟესტი კვარაცხელიას - კამერუნელმა ქართველის ქმედება არ მოიწონა

altრა რეაქცია ჰქონდა მაცარის ხვიჩა კვარაცხელიას გაცუდებულ მომენტზე [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 25 /
ფსიქოლოგიური მიზეზი ისაა (და ძალიანაც სწორი)რომ როცა არ გიფასებენ გარჯას, ვეღარ ირჯები ისე როგორც შეგიძლია,მიუხედავად თუნდაც სურვილისა. დიახაც მსიამოვნებს ლაურენტისის გუნდის მარცხი. კვარა თავის ადგილს იპოვის და ნაპოლი კვარას გარეშე რომ ვერაფერს შვება კი ვხედავთ. დანარჩენმა გუნდმა ითამაშოს გაიტანოს და მოიგოს; ხო აქვთ კვარაზე მეტი ხელფასი? ხოდა იმათ მოთხოვონ პასუხი და კვარა გაყიდონ თუ არ აფასებენ. აბა როგორ გინდათ?? ლაურენტისის დაუნახაობა და დაუფასებლობა რას მოუტანს ნაპოლის აგერ ვნახავთ და ძალიანაც კარგი.
მისანი
01:32 11-12-2023
0
ხვიჩას მეტს,ვერავის ხედავენ?! რა გაუწყალეს გული!
ანა
19:08 10-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული