"გეტყვით, კვარაცხელიას რატომ უჭირს" - რა თქვა მაცარიმ "იუვენტუსთან" მატჩის შემდეგ

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ "იუვენტუსთან" (0:1) მატჩის შემდეგ, ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემების შესახებ ისაუბრა. იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და განაცხადა, რომ ქართველი მის უკან მდგომი განაპირა მცველისგან საკმარის დახმარებას ვერ იღებს.

"ჩემმა ფეხბურთელებმა შესანიშნავად ითამაშეს, თითქმის მთელი მეორე ტაიმის განმავლობაში "იუვენტუსი" საკუთარ საჯარიმოში მოქმედებდა და წინსვლას ვერ ახერხებდნენ. ჩემი აზრით, თუ ასე გავაგრძელებთ, ზედიზედ რამდენიმე მატჩის მოგებას ძალიან მალე შევძლებთ. მომენტებს ვერ ვიყენებთ, არ გვიმართლებს.. თუმცა ვაღიარებ, რომ გარკვეულ ასპექტებზე სამუშაო გვაქვს, წინააღმდეგ შემთხვევაში აქ არ ვიქნებოდი.

რატომ ვეღარ
თამაშობს ძველებურად კვარაცხელია? ტიტულის მოგების შემდეგ, მეტოქეები შენი საუკეთესო მოთამაშეების თამაშს სწავლობენ. კვარაცხელია ძალიან ძლიერი ფეხბურთელია. მოგეხსენებათ, დაცვის მარცხენა ფლანგზე ტრავმირებული მოთამაშეები გვყავს, ეს კი "კვარას" თამაშზე გავლენას ახდენს. მას ფლანგზე არ ჰყავს პარტნიორი, რომელიც თუნდაც ერთ მეტოქეს მაინც მოაშორებს და მეტ თავისუფლებას მისცემს. ძანოლის მოედანზე შემოსვლის შემდეგ, ხვიჩა თავს უკეთესად გრძნობდა", - განაცხადა მაცარიმ.

„ნაპოლი“ 24 ქულით ჯერჯერობით მეხუთე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 13 დეკემბერს ჩემპიონთა ლიგაზე „ბრაგასთან“ გამართავს.

alt"პრობლემა კვარაში უფროა თუ "ნაპოლიში?" - მერაბ მეტრეველი

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "იუვენტუსთან" მატჩში?

altხვიჩას ხელიდან გაშვებული შანსი და გაფრთხილება - "ნაპოლი" "იუვენტუსთან" დამარცხდა [VIDEO]

altრა რეაქცია ჰქონდა მაცარის ხვიჩა კვარაცხელიას გაცუდებულ მომენტზე [PHOTOS]

მკითხველის კომენტარები / 27 /
ხალხო, სხვა გზა არ არის, უნდა დავიკიდოთ ხვიჩას მოძულე ავადმყოფები. დააიგნორეთ ამათი გესლი და ეკაიფეთ :)
გიორგი
01:12 14-12-2023
0
რამდენი ავადმყოფი ყოფილა ამ ჩვენს ქვეყანაში. შერიანი, დაბოღმილი ლუზერების ლეგიონი...
გიორგი
00:56 14-12-2023
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული