მოგეხსენებათ, ქართველმა გუშინ გუნდთან ერთად ვერ ივარჯიშა, რადგან მას მსუბუქი გრიპი აქვს. ჯერჯერობით ეს ამბავი მხოლოდ ვარაუდის დონეზეა, მაგრამ ჩვენს იტალიელ კოლეგებს თუ დავუჯერებთ, არსებობს რისკი, რომ ჩვენებურმა "პარტენოპეის" დახმარება ვერ შეძლოს.
მოგეხსენებათ, "ნაპოლის" "ბრაგასთან" ფრეც აწყობს და მერვედფინალში გავა, წაგების შემთხვევაში კი ევროპის ლიგაზე გადაინაცვლებს.
თურმე კარს რომ ააცილა მაგიტო არ ათამაშებენ?
რო დაბრუნდება სათადარიგოზე დასვამენ და ბოლონიაში გაანათხოვრებენ?
მომეშველეთ,არ მახსენდება მეტი სიბრძნე აქ წაკითხული:დ
ავად გახდომის და გრიპის გარდა, რაც ოფიციალურად დაიწერა, ახლ ყველაფერს ივარაუდებენ.
ეს რა საჯიჯგნი ჩაუგდეს ერს კვარას სახით.
სამი წელია ეგ ბიჭი ჩვენს თვალწინ იზრდება ყალიბდება, გოლებს იტანს, სკუდეტოს იგებს, ხან ვერ იტანს, ხან პენალს აცილებს, ხან ერთი ერთზე მაზავს და ხან იუვე და ლივერპულთან დებს კარიერის მატჩებს. ამასობაში ნაკრებშ 15 გოლი დაუგროვდა და როგორც ნებისმიერი მსოფლიო დონის ფეხბურთელს, მასაც აქვს მაგარი, ძაან მაგარი ან უგოლო თამაშები.
დამისახელეთ ვინაა თქვენი საყვარელი ფეხბურთელი და მაშინვე დაგიდებთ მისი აცილებული და გამაზული მომენტების ვიდეოს.
არ წაიღეს ტვინი? ნეტა ამ რესურსს სხვა რამეს ახარჯავდეთ, რასაც კვარაზე უაზრო წერას ახარჯავთ.