"რა არის "კვარას" დასაბრუნებლად საჭირო" - მაცარიმ კითხვაზე უპასუხა

AutoSharing Option
"ბრაგასთან" ჩემპიონთა ლიგის მატჩის წინ "ნაპოლის" მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ Sport Mediaset-თან აღნიშნა, რომ გუნდში სრული სიმშვიდე არ სუფევს, ბიჭებთან ფსოქოლოგიური კუთხითაც მუშაობს, რათა ისევ აჩვენონ ის, რაც შეუძლიათ და მთავარია, დაცვაში იყვნენ დამაჯერებლები. მან აგრეთვე ხვიჩა კვარაცხელიას თაობაზე გააკეთა კომენტარი:

"იმის გამო უჭირს, რომ სამწუხაროდ, მარცხენა ფლანგზე მცველები არ გვყავს. ნატანი შეტევაში ხანდახან ვერ ეხმარება. როგორც ოსიმენი, ისიც ყურადღების ცენტრშია, რაც ყოველთვის კარგი არაა. ეს მოსალოდნელი იყო, მაგრამ შეძლებს და კვლავ გადამწყვეტი იქნება.

რა არის ამისათვის საჭირო? თავი, გული, ფეხები
და დიდი ძალისხმევა. ის ძალიან სერიოზული და კარგი ბიჭია და ისეთად დაგვიბრუნდება, როგორიც იყო".

მკითხველის კომენტარები / 10 /
ძანოლი შეცვლაზე კარგად შემოვიდა, ღატომ არ ათამაშებენ კვარას უკან. ვვინცე მმაგ პლანგზე ითამაშა ყველას სჯობს ნათანი თუ დე ჯესუსს. ღაღაცეები ამ მწვრთნელებს ეშლებათ. შპალეტის ადგილის შევსება ვერც ერთმა მოახერხა. მაცარის ჩაუვარდა კოვზი ნაცარში, კაცარე
simartle
12 დეკემბერი 2023 16:25
2
სიმართლე ის არის რო ნახევარი მინდორის გაქცევის მერე ვეღარ არის პროდუქტიული და ან აღარ ჩამოიყვანოთ დაცვაში და ან ისეთი რამე ასწავლეთ წინ და უკან სირბილთან ერთად ისევ ძველებურად თამაში რო შეძლოს თორე საჯარიმისთან 1 მცველის ჩამოტოვება და კარში დარტყმა ეხლაც მშვენივრად შეუძლია
1.2.3.4.5.6.
12 დეკემბერი 2023 12:26
3
ამ კრიზისის ფონზე ყველაზე კარგად პოლიტანო ჩანს. რტატომ? დი ლორენცოს ხარჯზე; დილო ამოდის, კომბინირებს მასთან, უთავისუფლებს სივრცეს, თავადაც ატყუებს ფლანგზე კაცს და უბრუნებს პასს პოლიტანოს, რომელიც აწვდის ან ურტყამს. ან პირიქით ხდება ეს კომბინაცია.
კვარას ფლანგზე სრული კრახია: ვერავინ ვერ ამოდის, ვერავის ვერ მიყავს მცველი, ვერავინ ატყუებს კაცს, ვერავინ უთავისუფლებს სივრცეს, ამიტომ იქნევს ხელს და ანიშნებს ჟესუსუ ან ნათანს, მაგრამ ვერაფრეს უგებენ, ეს მაყურებლის ნერვებზე მოქმედება და კვარას ნერვებზე ალბათ ორმაგად. დაჯე რუი, რომ იყო, მაშიმნაც არ ქონდა კვარას საქმე ისე კარგად ფლანგზე როგორც პოლიტანოს აქვს: დილოსგან განსხვავებით რუი ეგოისტი და ბოღმიანი კაცია და ხშირად სპეციალურად არ აძლევდა პასს. ეხლა კი რა გამოდის: აძლევენ კვარას პასს ფლანგის კიდეზე, წინ უდგას სამი თუ არა 2 კაცი მინიმუმ, ამ გამონთავისუფლებული სივრცის გამო ეგრევე გადააქვს გრძელი ფლანგით იქ სადაც ნაკლები მოწინააღმდეგეა, ან იწყებს დრიბლინგს, რომელიც განწირულია: ერთს მოატყუებს, შეიძლება ორსაც, მაგრამ მერე? ამ ფონზე თხოვენ ჯადოქრობას, რომელიც არ გამოდის.
გამოსავალი: 1) ან უნდა დაკმაყოფილდნენ იმით რასაც აკეთებს და საშუალო დონეზე ქვემოთ არასოდეს არჩამოდის; 2) ან იყიდონ მაგარი ფლანგელი მცველი; 3) ან გადაიყვანონ ცენტრფორვარდა, გაანთავისუფლონ უკან ჩასვლის ვალდებულებისაგან და მარცხენა ფლანგზე ათამაშონ ელმასი
დათი
12 დეკემბერი 2023 12:18
2
კომენტარს ბევრი წერს,.მაგრამ რად გინდა, სრული არ ცოდნა ფეხბურთის,აბდა უბდა ს კორიანტელი!წავიკითხე დ ა თ ი ს კომენტარი! ლაკონურად ჩამოაყალიბა საკუთარი შეხედულება! მწვრთნელი დან ვერ მოისმენთ ასეთ საღად შეფასებას!
შენ გაგიმარჯოს ღმერთმა დ ა თ ი!!
ან საქმის ცოდნით დაწერილი შეფასება ან კიდევ,სულ არ წერონ სჯობს...
მამუკა
12 დეკემბერი 2023 14:27
2
ვინც მამუკას შესახებ სიმართლეს დაწერს, ისინი უნდა დაბლოკოთ.
ფორმალური მიზეზი თუ გინდათ, გენდერული სიძულვილი დააბრალეთ.
ჯუღელის ბოტი
12 დეკემბერი 2023 00:44
2
მაგდენს თუ ხვდები შე კაი ადამიანო იმას ვერ ხვდები რო სქემა 3-5-2-ზე რო გადააწყო, სადაც ქაოტური ცენტრალური დაცვაც დააბალანსებს ერთმანეთს, პრახადნოი დვერი ცენტრალური ხაზიც ამოისუნთქებს და ის უფრო კომპაქტური და მობილური გახდება როგორც თავდაცვითი ასევე კონტრიერიშზე გადასულ ორ ფორვარდთან ბურთი უფრო მალე მივა და რაც მთავარია მეორე ფორვარდათ გამწესებულ კვარას აღარ მოუწევს უკან დაცვის მისახმარებლად თავქუდმოგლეჯილი სირბილი და მთელ ძალებს მეტოქის საჯარიმოს ასაწიოკებლად მიმართავს, რაც აუცილებლად მოიტანს შედეგს გადალახავს ამ ფსიქოლოგიურ სტრესს როცა მეტოქის კარებიდან 15-20 მეტრში მიიღებს პასს და გამორიცხულია ასეთ შემთხვევაში მიზანი ვერ გაისწოროს. და აქედან პირობას ვდებ ხვიჩა იმაზე ბევრს შეყრის ვიდრე შარშანდელ ტრიუმფალურ სეზონში გაიტანა. უბრალოდ ვალტერ ამოასუნთქე/გაანთავისუფლე ხვიჩა დაცვითი ფუნქციებიდან და ის შეტევაში ათჯერ მეტ სარგებელს მოუტანს გუნდს და ავტომატურად შენც. უნდა დაძლიოს წუწურაქას გაჯიუტებული დირექტივა 4-3-3 და აგერ ბრაგასთან მომართოს გუნდი 3-5-2 სქემით. მეკარე გოლინი- დილორენცო, რაჰმანი, ნათანი- პოლიტანო, ლობოტკა, ზელენსკი, ანგისა, ელმასი- ოსიმენი, კვარა. ასეთ შემთხვევაში კვარას სარბენს დაცვაში ელმასი ირბენს და უკან ის მიეხმარება მარცხენა ცენტრ: მცველად გამწესებულ ნათანს ხოლო კვარა მთელი მატჩის განმავლობაში უმეტესად იმოძრავებს მეტოქის საჯარიმოს მარცხენა უკიდურესი კიდიდან ზედ მეკარის ბაქანთან ოსიმენის მხარდამხარ და იქედან შეეცდება მეტოქის დაცვაში პანიკის შეტანას რასაც აუცილებლად გამოიყენებს პანტერასავით მოძრავი ოსიმენი და მეტოქეს თავდაცვის ზღუდეს ასეთ შემთხვევაში თავსატეხი და გოლები არ მოაკლდება მთელი 90 წუთი.
Charley
11 დეკემბერი 2023 23:32
4
Pasuxi datos 3-5-2 rogor warmogidgenia am shemadgenlobito ro wer kakraz exla da am shemadgenlobit unda gadavides mag wyobaze radgan marcxena mcveli ar yavt gundshi jamrteli..mikvirs xolme ranairi tvalit uyurebt fexburts gana ro maset daskvnas aketebt?? Sruliad vetanxmebi charley tan mag wyobashi elmasis adgilsac gamochxrikaven dziritadshi codoa eg bichi zamenaze gasafucheblad..tan chvenc magrad gvawyobs kvaram klubshic igive poziciaze itamashos rogorc nakrebshi,,faqtia man am poziciazec gaamartla ise rogorc zogadad rogorc fexburtelma
Gel-100
12 დეკემბერი 2023 10:41
0
და როგორ წარმოგიდგენია ამ შემადგენლობით 3-5-2
დათო
12 დეკემბერი 2023 02:36
0
ზაფხულში რომ დავწერე სტაბილურობა უნდა შეინარჩუნოს, მომახტდნენ აქ ვითომ გიჟი ფანები, არიქა გეზიზღება და გშურსო. ხვიჩამ იმდენად აწია თამასა მაღლა შარშან, რომ თხოვენ როგორც მესის. მეც იმედს არ ვკარგავ რომ დაბრუნდება და ისევ სტაბილურად მაგრად ითამაშებს, მაგრამ მარტო მარცხენა მცველში არაა პრობლემა სამწუხაროდ, შარშან გვერდით რუი რომ ყავდა და აშკარა იგნორს რომ უკეთებდა მაინც ახერხებდა მაგრად თამაშს.
ირაკლი
11 დეკემბერი 2023 21:44
3
გუნდი უნდა იყოს მთლიანად სტაბილური. ოსიმენსაც აუცილებია ერთი-ერთზე, მაგრამ არ დაუქცევიათ ქვეყანა. მესის აქვს ისეთი ბურთები აცილებული, თვითონაც გაოგნებული იყურებოდა ხოლმე. ფეხბურთია. რობოტი ხომარაა მილიონჯერ გააკეთოს იგივე მოძრაობა. ხდება ხოლმე. ყველა დარტყმა გოლი ხომ ვერ იქნება. მაშინ მარტო კვარა და მეკარე ვათამაშოთ.
ზვიადი
12 დეკემბერი 2023 13:07
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული