"მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ, "კვარას" გაუფრთხილდით" - ინსინიემ "ნაპოლის" ქომაგებს მიმართა

AutoSharing Option
"ნაპოლის" ყოფილმა შემტევმა ლორენცო ინსინიემ CONI Campania-სთან ინტერვიუში "პარტენოპეისა" და ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.

ლორენცოს თქმით, ხვიჩას ახლა რთული პერიოდი აქვს და გულშემატკივრებმა მხარი უნდა დაუჭირონ.

"მის მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ. "კვარას" გულშემატკივრებმა მხარი უნდა დაუჭირონ და ქართველმა სიმშვიდე უნდა შეინარჩუნოს, რადგან ხვიჩა "ნაპოლის" ლიდერია. როდესაც მნიშვნელოვან მატჩში გოლის გატანას ვერ ვახერხებდი და ვმარცხდებოდით, ჩემთვისაც ურთულესი გადასატანი იყო.

გასულ სეზონში ჩემმა ყოფილმა თანაგუნდელებმა მთელი ნეაპოლისთვის წარმოუდგენელი რამ გააკეთეს", - განაცხადა ინსინიემ.

შეგახსენებთ, ლორენცო ამჟამად MLS-ში ასპარეზობს და "ტორონტოს" ღირსებას იცავს.

alt

ხვიჩას და ვიქტორს გაუცდათ - დღეს "ნაპოლის" გადამწყვეტი მატჩია - რა შემთხვევაში გავლენ მერვედფინალში?

alt"ეს იყო შეცდომა, ადამიანური გადაცდენა..." - ლევან კობიაშვილი

alt"ფეხბურთელებისთვის ხელფასების მომატება არ მოუწევს" - მოჯიმ დე ლაურენტისის სიძუნწეზე ისაუბრა

მკითხველის კომენტარები / 10 /
"Kapitano"madloba kvaras mxardacheristvis...,vai "qartvelebisgan" gansxvabebit
L.J .
13 დეკემბერი 2023 13:04
0
კაცი ხარ ლორენცო, ნეაპოლელებზე რა უნდა ვთქვათ, რმდენი ბოღმიანი ქართველია ჩვენს ირგვლივ.
რრრ
12 დეკემბერი 2023 23:25
5
რამ გააბოროტა ეს ხალხი,ეს რა ქართული ბოღმიანი სენია,მიდი ხვიჩა შემოგევლე ადამიანობაში და კაცობაში,უამრავი წარმატებები სპორტში და პირადში
ვახო
12 დეკემბერი 2023 23:02
2
მაგარი ძმაა ლორენცო
mate
12 დეკემბერი 2023 19:25
2
ყველა უნდა შევეგუოთ იმას, რომ წელს ექნება მცირეოდენი ჩავარდნა. არ შეიძლებოდა იმდენი ენერგია და შემართება ჰქონდა შარშან, რომ ამას ფსიქოლოგიური და ფიზიკური გადაღლა არ გამოეწვია. დარწმუნებული ვარ მომავალი სეზონიდან ისევ ის კვარა იქნება. ჩავარდნა ყველა ფეხბურთელს აქვს და გასაკვირი არაა, ნუ მესის და რონალდუს თუ არ ჩავთვლით, მაგრამ ესენი სხვა პლანეტიდან არიან.
gigi
12 დეკემბერი 2023 19:22
4
ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია უსწორმასწორო კარიერა, ჩავარდნებით და აღმასვლებით, გამონაკლისი არ არსებობს. ეტყობა ზოგიერთისთვისაა ეს აქ 'ახალი' ამბავი.)))
გიორგი
12 დეკემბერი 2023 15:20
7
აი ნამდვილი ვაჟკაცი და პიროვნება! აბა აქაურ ჭორიკანა სულმდაბალ, ვაი გულშემატკივრებს კი არა გავს? დადგებიან უსაქმური მახათ გაყრილები და ხვიჩას პირად სივრცეშიც კი იჭრებიან და ნიცას განიკითხავენ. ასეთებს ხელმოცარულ უბადრუკებს ვეძახი, რომლებიც შურით და ბოღმით სკდებიან, რადგანაც არაფერს წარმოადგენენ ცხოვრებაში, ერთადერთი ასეთების საზრუნავია, სხვისი დაბულინგება.
ყოჩაღ ლორენცო!
12 დეკემბერი 2023 14:08
6
ლორენცო ინსინიე, ძალიან გულიანი ფეხბურთელია! აი მხარდაჭერაც ამას ქვია, სულ ჩვენს გაბოროტებულებს არ გავს?
გია
12 დეკემბერი 2023 20:02
3
1000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000000%
მამუკა
12 დეკემბერი 2023 15:44
4
ყოჩაღ! კარგი ბიჭი ყოფილა.
ქ. გ.
12 დეკემბერი 2023 13:46
4

სიახლეები პოპულარული