"კვარაცხელია ამას ვერ იაზრებს" - ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ქართველი გააკრიტიკა

AutoSharing Option
"იუვენტუსისა" და "ნაპოლის" ყოფილმა ფეხბურთელმა მასიმო მაურომ "პარტენოპეისა" და "ბრაგას" (2:0) მატჩი შეაფასა. იტალიელმა კომენტარი ხვიჩა კვარაცხელიაზეც გააკეთა და აღნიშნა, რომ ქართველმა თამაშის სტილი უნდა შეცვალოს.

"კვარაცხელიას არ ესმის, რომ ოპონენტებმა მისი თამაში შეისწავლეს. როგორც კი მის წინააღმდეგ მოქმედებას ორი მცველი იწყებს, ფაქტობრივად, იკარგება. უნდა გაიაზროს, რომ თამაშის სტილი შეცვალოს. როდესაც "ნაპოლიში" ვთამაშობდი, მარადონა ჩემი გუნდელი იყო, ვარჯიშებს აცდენდა, თუმცა ამაზე პრობლემა არავის ჰქონდა, რადგან ყველამ იცოდა, რომ მატჩებს მარტო მოიგებდა", - განაცხადა მაურომ.

შეგახსენებთ, "ნაპოლიმ" "ბრაგასთან" გამარჯვებით 1/8-ფინალის საგზური
მოიპოვა.

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ბრაგასთან" მატჩში?

altპირველი ტაიმის შემდეგ "ნაპოლი" "ბრაგას" 2:0 ამარცხებს [VIDEO]

alt"ნაპოლიმ" "ბრაგას" სძლია და პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 31 /
კვარაცხელია თამაშობს ხელფასის შესაბამისად!
ზვიადი
23:33 14-12-2023
0
რაო? დებილია და არწივივით ვერ დაფრინავსო? ჰმ, შტერი.
მთლა დებილი არაა, მარა რაა? ამის გამო დავკლათ უნდა? ხო გვართობს, გვანერვიულლებს, ესაა ცხოვრება..
. რაც შეეხება ფრენას, მთლა არწივივით ვერა მაგრამ ცოტას ხო ხტუნაობს? მასე პინგვინიც ფრინველებში ეწერება.
კ ო მ ბ ლ ე
02:28 14-12-2023
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული