"მშვიდად არ თამაშობს, მუდამ ზედმეტ მოძრაობას აკეთებდა" - რას წერს იტალიური პრესა ხვიჩა კვარაცხელიაზე

AutoSharing Option
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში "ნაპოლიმ" "ბრაგა" 2:0 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

იტალიური პრესა ხვიჩა კვარაცხელიას თამაშს გამოეხმაურა. გთავაზობთ მათ შეფასებებს:

"მშვიდად არ თამაშობს, მუდამ ზედმეტ მოძრაობას აკეთებს, რასაც შედეგი არ მოაქვს", - Tuttomercatoweb-ი.

"ჯერ კიდევ ვერ ვხედავთ ძველებურ "კვარას". მიუხედავად ამისა, მონდომებული იყო, გოლის გატანის შანსიც ჰქონდა, თუმცა მეკარეს ვერ აჯობა" - Calcionapoli.

"იუვენტუსთან" დაშვებული გადამწყვეტი შეცდომის მიუხედავად, მატჩი მაინც შეუცვლელად ჩაატარა. საკუთარი თავი ჩემპიონთა ლიგის საღამოზეც ვერ წარმოაჩინა, აგრძელებდა დრიბლინგებს, რომლებიც არ გამოსდიოდა", - Calciomercato.

"მუდამ ერთი
მოძრაობით მეტს აკეთებდა, კარგი თამაში არ ჰქონია. მის ფიზიკურ მდგომარეობას იდეალურს ვერ ვუწოდებთ. უნდა ითქვას ისიც, რომ თამაში მუდამ ორმაგი მეურვეობის ქვეშ უწევდა", - Eurosport-ი.

altმაცარი: ოსიმენი და კვარაცხელია ფუნდამენტური მნიშვნელობის არიან

alt"კვარაცხელია ამას ვერ იაზრებს" - ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ქართველი გააკრიტიკა

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "ბრაგასთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 45 /
არავინ არ ამახვილებთ ყურადღებას 1 ფაქტზე. თამაშის მერე, მართალია იშვიათად, ცხრილი გამოაქვთ ეკრანზე არა მარტო ბურთის ფლობის და კარში დარტყმების, არამედ რომელმა მოთამაშემ რამდენი ირბინა. ბრაგას თამაშის მერე, ხვიჩა მე-2 თუ მე-3 ადგილზე იყო გუნდში. 10 კმ-ზე მეტი ქონდა დაფარული. რა უბედურებაა, რა ძალა შეიძლება შერჩეს ამის შემდეგ. თუ ეს მარიო რუის და ოლივეირას არ ყოლის გამოა, კიდევ ასატანია. მაგრამ თუ ასე აპირებს მაცარი მთელი სეზონი... არ ხიცი, გამოფიტავენ ბიჭს. ზუსტად ამაზე თქვა დი ლორენცომ, ბევრს მუშაობსო. ამისთვის ნაპოლიმ გვილია ან კანკავა,ან ... გადაიყვანოს, ხვიჩას კი თავი დაანებონ.
alexandre
10:41 14-12-2023
1
მორჩენილია ამის დიდი ფეხბურთი მითუმეტეს მარიო რუის არყოფნაში უშანსოდ არის.
შეჩემის მარიო რუი
06:57 14-12-2023
11

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული