"შახტარი" "პორტუს" ვერ გაუმკლავდა და ასპარეზობას ევროპა ლიგაზე გააგრძელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „შახტარი“ გასვლაზე „პორტუსთან“ 3:5 დამარცხდა.

H ჯგუფიდან „ბარსელონა“ პლეი-ოფში უკვე გასული იყო, „პორტუს“ და „შახტარს“ 10-10 ქულა ჰქონდათ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით მეორე ადგილზე პორტუგალიური გუნდი იყო და „შახტარს“ მიზნის მისაღწევად გამარჯვება სჭირდებოდა. „მეშახტეთა“ მწვრთნელმა პუშიჩმა სასტარტოში გოჩოლეიშვილი დააყენა, აზაროვი კი ამჯერად სათადარიგოთა შორის დატოვა. მასპინძლებმა თავიდანვე დიდი ძალებით შეუტიეს და გალენოს გოლით დაწინაურდნენ. სტუმრებმა პირველი მომენტი 28-ე წუთზე შექმნეს, როდესაც გოჩოლეიშვილის დარტყმული ბურთი დიოგუ კოშტამ მოიგერია, ცოტა ხანში კი სიკანმა ზუბკოვის პასით ანგარიში გაათანაბრა.
თუმცა 43-ე წუთზე გალენომ ისევ დალაშქრა რიზნიკის კარი და პირველი ტაიმი 2:1 დასრულდა.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, „პორტუ“ დომინირებდა და ტარემიმ ანგარიში გაზარდა. კონტრშეტევისას სიკანის დარტყმული ბურთი ეუშტაკიუმ საკუთარ კარში ჩაჭრა, მაგრამ 40 წლის პეპემ მალე გაიტანა და ორბურთიანი უპირატესობა აღადგინა. მერე შეცვლაზე შესულმა კონსეისაომ ბურთზე პირველივე შეხებით ანგარიში გაზარდა. ბოლოს ეგინალდომ დაამწუხრა დიოგუ კოშტა, საბოლოოდ 5:3 და „პორტუმ“ მერვედფინალის საგზური მოიპოვა.

„შახტარი“ ევროპა ლიგაზე გადაერთვება, ხოლო შემდეგ შეხვედრას 18 დეკემბერს „ავისპასთან“ ჩაატარებს.

პორტუ. „დრაგაო“
პორტუ - შახტარი
გოლები: 1:0 გალენო (9), 1:1 სიკანი (29), 2:1 გალენო (43), 3:1 ტარემი (62), 3:2 ეუშტაკიუ (72, საკ. კარში), 4:2 პეპე (76), 5:2 კონსეისაო (82), 5:3 ეგინალდო (88)

მკითხველის კომენტარები / 4 /
გოჩოლეიშვილმა რა შეფასება მიიღო? თუ ეგეთი პაჭა-პუჭა ფეხბურთელები გვკიდია ამ საიტზე?
დინამოელი
09:18 14-12-2023
3
რა დღეშია ქართული ფეხბურთი.ომში მყოფი ქვეყანა რომ გაჯობებს მაგარი სირცხვილია.
ვა რა დონეა
11:24 14-12-2023
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული