მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "აიაქსმა" მოიგო და კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „აიაქსმა“ საკუთარ მოედანზე აეკ-ი 3:1 დაამარცხა.

მასპინძელთა გუნდის თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე, რომელსაც ბოლო 5 მატჩში არ ჰქონდა მონაწილეობა მიღებული, 85-ე წუთზე შევიდა შეცვლაზე და თავის გამოჩენის საშუალება, ფაქტობრივად, არ მისცემია. sofascore-მა ქართველის თამაში 6.5 ქულით, whoscored-მა კი 6.0-ით შეაფასა.

„აიაქსმა“ B ჯგუფში 5 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს ასპარეზობას. 1/16-ფინალში მისი მეტოქე 18 დეკემბერს კენჭისყრაზე გაირკვევა.

ამსტერდამი. „იოჰან კრუიფ არენა“
აიაქსი - აეკ 3:1
გოლები: 1:0 აკპომი (5), 1:1 გარსია (11),
2:1 ტეილორი (20), 3:1 აკპომი (56)

მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩამოვუდეს სართიჭალას შტურმში.
4
ისედაც ნათელია და აქაც ბევრმა აღნიშნა აიაქსის გულისამრევი მიდგომა მიქაუტაძის მიმართ.
მაგ ძალად გრანდში რომ მთელი სტრუქტურა გახრწნილია, გუნდის პოლიტიკაზეც და გუნდის შედეგებზეც ეტყობა. ისე იქცევიან, რომ ყველას თავს აზიზღებენ. ამათ როგორ უნდა უგულშემატკივრო. ნამდვილად ეკუთვნით გავარდნა მასეთ ნაძირლებს, გულშემატკივარ-ადმინისტრაცია-ყარაულიანად.
რასაც ეგენი გიორგის უკეთებენ აუხსნელია. შანს არ აძლევენ და ჰყავთ ესე ტყუილად. გიორგის აგენტი კიდე გინდა ყოფილა და გინდა არა.
თენგო
13:37 15-12-2023
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული