მაცარი: კვარაცხელიაზე მოგიყვებით ისტორიას, რომელიც ჯერ არავინ იცის

AutoSharing Option
"ნაპოლის" მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ "კალიარისთან" (2:1) გამარჯვების შემდეგ, ჟურნალისტებთან სხვადასხვა თემებზე, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა.

მაცარის თქმით, ხვიჩასთან ფსიქოლოგიურ ასპექტზე ბევრს მუშაობს.

"გასულ სეზონში ხვიჩა ყველამ აღიარა და ეს სრულიად ნორმალურია, თუმცა როდესაც მატჩებში გოლების გატანას ვერ ახერხებს, კრიტიკის ობიექტი ხდება.

იცით, ეს ისტორია არავინ იცის, "კალიარისთან" მატჩამდე მთელი დღის განმავლობაში ვსაუბრობდით, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს მოთამაშისთვის სიმშვიდეს. ახლა მენტალურად უფრო ძლიერია, დღეს მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა.

არაჩვეულებრივი ბიჭი და დიდებული ადამიანია, რომელიც პრობლემებს არასდროს შეგვიქმნის", - განაცხადა
მაცარიმ.

შეგახსენებთ, "ნაპოლი" სერია A-ს სატურნირო ცხრილში 27 ქულით მე-4 ადგილს იკავებს.

alt"ვიქტორმა და ხვიჩამ 2022-23 წლების სეზონში დაგვაბრუნეს" - 433

alttuttonapoli: რას ნიშნავდა კვარაცხელიას აღნიშვნის უჩვეულო ჟესტი?

altრა შეფასება მიიღო ხვიჩა კვარაცხელიამ "კალიარისთან" მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 10 /
კალიართან ერთი ბურთის გატანას ამხელა აჟიოტაჟი თუ მოყვებოდა ნამდვილად არ მეგონა .. რავიცი ..ოქროს ბურთის პრეტენდენტმა კალიართან და უდინეზეს თუ ვერ გაუტანა აბა რეალს და მილანს ვერ უტანს და ვერც აინტრახტს ვერც ბრაგას..
მარიო რუი უი უი
17:02 17-12-2023
76
რა "მლიქვნელი" ქართველი გულშემატკივრები ყავს ხვიჩას? ამ თამაშამდე, ხვიჩას მიმართ მიდიოდა "დაუნდობელი კრიტიკა" და დღეს უკვე დარწმუნებული ვარ, იგივე ხალხი ქება-დიდებას არ იშურებენ. ერთი სიტყვით "მლიქვნელების პარადი" ზეიმობს.
ლაშა
14:11 17-12-2023
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული