მისაბაძი სპორტსმენი - ნახეთ, როგორ საუბრობს მამარდაშვილი ესპანურად [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-17 ტურში "ვალენსიამ" "ბარსელონას" უმასპინძლა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"ღამურების" მეკარემ გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთის ჩემპიონატში მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა და საკუთარი გუნდი გაშვებული გოლისგან არაერთხელ იხსნა.

მატჩის შემდეგ გიორგიმ ჟურნალისტებთან ესპანურ ენაზე ისაუბრა.

"ბედნიერები ვართ, მთელმა გუნდმა შესანიშნავად იმუშავა, არ არის მარტივი 90 წუთი "ბარსელონასთან" ასეთი ზეწოლის ქვეშ ითამაშო. ამ შეხვედრამდე 2 თამაში გვქონდა წაგებული და დღეს საშინაო კედლებში ქულა მოვიპოვეთ. "მესტალია" ძალიან დაგვეხმარა, მერწმუნეთ, ამან დიდი განსხვავება შექმნა, ისინი ძალიან დაგვეხმარნენ, გასვლაზე თამაში გაცილებით რთულია", - განაცხადა
მამარდაშვილმა.

შეგახსენებთ, "ვალენსია" ლა ლიგის სატურნირო ცხრილში 20 ქულით მე-10 ადგილს იკავებს.

altდიდებული მამარდაშვილი - "ვალენსიამ" "ბარსელონასთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 21 /
ბურთები მოხვდა პირდაპირ და აქრიქა სეივებიო. . . რაც არ უნდა იყოს გამორიცხულია ვინმემ იყიდოს.თუ იყიდის მხოლოდ მესამე სკამისთვის. . .იქ რა დებილები კიარარიან. . .ფეხით ნოლი კიარა მტერი საკუთარი გუნდის. . გამოსვლაზე იმენა პანიკიორი. . .197 სმ-ია და ივან სამორანო რომ გაუყვანო ნებისმიერ ჩაწოდებულს გაუტანს. . მარა თურმე მამარდაშვილის გაკრიტიკება პუტინიზმი ყოფილა. . .
ნაპოლეონი
17 დეკემბერი 2023 23:52
52
რა მეტსახელს აფუჭებ???!!!! :))))))) სტატისტიკა ნახე პარფესორ!!!!!
ნუგზარი
20 დეკემბერი 2023 15:30
0
ისედაც ცოტანი ვართ ქართველები და კი არ უნდა შეგვშურდეს უნდა ვამაყობდეთ
ემიგრანტი
18 დეკემბერი 2023 14:14
0
ყველა გამოხმაურება
ყოჩაღ გიო, აქედანაც ჩანს მისი მაღალი ინტელექტი! ერთი ეს ხვიჩა ვერ ამეტყველდა იტალიურად, თორემ ბურთს მაგრად აგორებს. წარმატებები ჩვენს ბიჭებს!
სიმართლე
17 დეკემბერი 2023 22:55
1
მამარდა მაგარი ხარ
იც
17 დეკემბერი 2023 21:51
1
გიო ერთ-ერთი უძლიერესი მეკარეა მსოფლიოში... გენაცვალე ქართულ სულში...
Zorro
17 დეკემბერი 2023 21:02
2
ენის სწავა ერთია და ლაპარაკი მეორე წლობით სწავლობენ მარა ვერ ლაპარაკობენ
CC_s
17 დეკემბერი 2023 20:26
4
გენაცვალე მამარდ,კარგი ბიჭი ხარ!
გეგი
17 დეკემბერი 2023 19:36
2
სამი წლისთვის კარგად საუბრობს..
Vito
17 დეკემბერი 2023 17:05
1
გენაცვალე! ლომო!
ირაკლი
17 დეკემბერი 2023 16:03
0
ყოჩაღ მამარდ!!!.წლებია საქართველოში ცხოვრობენ:რუსები,აზერბაიჯანელები,სომხები და ენას არ სწავლობენ ჯიუტად,რასაც ვერ ვიტყვით ევროპელებზე და სხვა ეროვნების ხალხზე!!!!!!
საქართველო უპირველესად
17 დეკემბერი 2023 15:27
1
იმიტომ, რომ ესპანეთში სხვა ენაზე არავინ დაელაპარაკება. აქ კიდევ არაქართველები რუსულს ეტანებიან. აბა აქ არ დაელაპარაკო და რას იზამენ
:)))))))))))
20 დეკემბერი 2023 15:09
0
და რა არის გასაკვირი,სამ წელიწადში იაპონურს ვისწავლიდი
CC
17 დეკემბერი 2023 15:10
36
ენის სწავლა ერთია და ლაპარაკი მეორე წლობით სწავლობენ მარა ვერ ლაპარაკობენ
გიგი
17 დეკემბერი 2023 20:17
1
რამდენი წლის ხარ და რამდენი ენის სწავლა უნდა მოგესწრო?
Temo
17 დეკემბერი 2023 15:54
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული