დიდებული მამარდაშვილი - "ვალენსიამ" "ბარსელონასთან" ფრეს მიაღწია [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ლა ლიგის მე-17 ტურში „ვალენსია“ საკუთარ მოედანზე „ბარსელონას“ დაუზავდა - 1:1.

მატჩი მასპინძლებმა აქტიურად დაიწყეს და იარემჩუკის დარტყმული ბურთი მეკარე პენიამ მოიგერია. სტუმრებმა შეტევებით უპასუხეს და ლევანდოვსკის გატანა ორჯერ მამარდაშვილმა არ დაანება. თამაში ლამაზი სანახავი იყო, უპირატესობას კატალონიელები ფლობდნენ და შესვენების შემდეგ ფელიქსმა დააწინაურა. მერე გიორგიმ რაფინიას არ გაატანინა, ცოტა ხანში კი გილიამონმა ანგარიში გაათანაბრა. 83-ე წუთზე რაფინია მამარდაშვილთან პირისპირ გავიდა და ქართველმა თავისი გუნდი ისევ გადაარჩინა.

ანალიტიკურმა საიტებმა მისი თამაში ასე შეაფასეს: flashscore 7.8 (ორივე გუნდიდან ყველაზე მაღალი ქულა მიიღო), sofascore
7.6, whoscored-ი 7.4

„ვალენსია“ 20 ქულით მეათე ადგილზეა და 19 დეკემბერს გასვლაზე „რაიო ვალეკანოს“ შეხვდება.

ვალენსია. „მესტალია“
ვალენსია - ბარსელონა 1:1
გოლები: 0:1 ფელიქსი (55), 1:1 გილიამონი (70)

მკითხველის კომენტარები / 6 /
კარგად ითამაშა. ეტყობა რომ ფსიქოლოგიურად გაძლიერდა. მიუხედავად ყველაფრისა მაინც მიმაჩნია რომ უნდა დატოვოს "ვალენსია". ასეთი უაზრო და არასასიამოვნო ფეხბურთი რასაც ამ კლუბის შესრულებით ვხედავთ,იშვიათია. გიორგის ვუსურვებდი ცოტა გამოსვლის გაუმჯობესებას და ნებისმიერ იტალიის კლუბში გადასვლას.ჩემი აზრით, ჯერჯერობით ინგლისში დაიკარგება.იტალიური ე.წ. "ქუჩის ფეხბურთი" მისთვის უფრო შესაბამისია და კიდევ უფრო გაიზრდება.წარმატებები.
Walter White
11:04 17-12-2023
3
კარგი სეივები ჰქონდა ბოლოში, ამან ფეხით თამაში რომ ისწავლოს, რამოდენიმე წელიწადში მეკარე ვერ აჯობებს
მამუკა
02:41 17-12-2023
1

სიახლეები პოპულარული