კვარაცხელიამ უნდა დაისვენოს? - დღეს ქართული დუელის შანსია, კვერნაძეს თასზე მაინც...

AutoSharing Option
"ნაპოლიმ" ფსიქოლოგიური თვალსაზრისით უმნიშვნელოვანესი მატჩი მოიგო. ვალტერ მაცარის გუნდმა გასული სეზონის საუკეთესო პერიოდის ფრაგმენტები შემოგვთავაზა, როცა ხვიჩა კვარაცხელიასა და ვიქტორ ოსიმენის წყვილი შეუჩერებელი, ერთმანეთთან განსაკუთრებული ენერგიით შეკავშირებული და დამანგრევლად შედეგიანი იყო. ეს უკვე ოპტიმიზმის საბაბს იძლევა. საკმაოდ დიდი ხანია, ცენტრფორვარდისგან ისეთი სილამაზე, ესთეტიკურობა, ფიზიკური მონაცემებისა და ნატიფი ტექნიკურობის შეთავსება არ გვინახავს, როგორც ეს ოსიმენმა გააკეთა...

კვარაცხელიას ის მოლოდინი, როცა ძელიდან ასხლეტილი ბურთის ბადეში გახვევას ელოდა, ამაღელვებელი იყო. წამი, რომელშიც ბევრმა რამ გაიელვა - კიდევ ერთი წარუმატებლობა მისთვის არაფრით შეიძლებოდა, ის
ასე ფიქრობდა... ქართველს ბოლო დროს არ უმართლებდა, ახლა კი ყველაფერი გააკეთა, ისე გაეტანა, მის დარტყმულს ვერც მეკარე შესწვდომოდა, ვერც კარში მდგარი მცველი და ბურთი ჩარჩოში მოთავსებულიყო. "კვარასთვის" ეს ეპიზოდი ძველი თავდაჯერების დაბრუნებისთვის მნიშვნელოვანი იქნება. ფეხბურთში წარმატებული და წარუმატებელი პერიოდები ერთმანეთს ცვლის. მთავარია, "დიდებს" მასთან ადაპტირება შესაბამისად შეეძლოთ. დამაფიქრებელია, გუნდი სტაბილურობას რამდენად შეინარჩუნებს და თავის სიტყვას ძლიერ გუნდებთანაც თუ იტყვის!..

Sportall.Ge

"ნაპოლი" იტალიის ჩემპიონატში არადამაჯერებელია, ჩემპიონთა ლიგაზე ჯგუფური ეტაპი დაძლია და ქვეყნის თასზე მერვედფინალიდან ჩაერთვება, სადაც გიორგი კვერნაძის "ფროზინონეს" უმასპინძლებს - დღეს, 19 დეკემბერს, 23:59 საათზე.

თუკი გასულ წელს სკუდეტოს მომლოდინე ნეაპოლელებს თასი ნაკლებად აინტერესებდათ და "კრემონეზესთან" ადრევე დამარცხდნენ, ახლა განსხვავებული ვითარებაა. ხვიჩა კვარაცხელიას გუნდს "კოპა იტალიის" გემოც გასინჯული აქვს.

სერია "ა"-ს ბოლო ტურში ოსიმენისა და კვარაცხელიას გოლებით გამარჯვებამ ("კალიარისთან" 2:1) მოქმედი ჩემპიონების მდგომარეობა ცოტათი გამოასწორა. რაც შეეხებათ ფროზინონელებს, ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდი ცხრილის შუაშია. 20 წლის გიორგი კვერნაძეს უკანასკნელ ტურში, დიდხნიანი პაუზის შემდეგ, მხოლოდ ერთი წუთი მიეცა. იმედია, პერსპექტიულ ქართველ შემტევს თასზე მაინც ვნახავთ.

წინ "რომასთან" მატჩია. ამიტომ ვალტერ მაცარი ცვლილებებს მიმართავს და უარი არც ვარსკვლავების დასვენებაზე უნდა თქვას. ჯოვანი სიმეონეს, ალესანდრო ძანოლისა და ჯანლუკა გაეტანოს სასტარტოში მოიაზრებენ. დიდი შანსია, ხვიჩა კვარაცხელია სათადარიგოთა სკამზე იყოს და თამაშში სიტუაციიდან გამომდინარე ჩაერთოს. მწვრთნელმა კარგად უნდა განსაზღვროს, 77-ე ნომრისთვის, რომელმაც ხასიათი გამოისწორა, ახლა უმჯობესი რა იქნება. წყვილში გამარჯვებული მეოთხედფინალში "იუვენტუსი"-"სალერნიტანას" შორის საუკეთესოს შეხვდება.

"ნაპოლის" სავარაუდო შემადგენლობა: გოლინი - დი ლორენცო (C), ოსტიგორი, ჟესუსი, ძანოლი - გაეტანო, კაიუსტე - ლინდსტრომი, რასპადორი, ძერბინი - სიმეონე.

altხვიჩამ გაიტანა და "ნაპოლიმ" "კალიარის" რთული მატჩი მოუგო [VIDEO]

altკასანო: კვარაცხელია მსოფლიოს საუკეთესო მარცხენა გარემარბია

მკითხველის კომენტარები / 33 /
არა რა ამ ნაცებს არაფერი არ შველის,დაივიწყეს უკვე 2008-ში ომის დროს კაბაჩაცმულები რომ გარბოდნენ..
ასეა
14:12 18-12-2023
47
ალო რედაქციავ! მოგვაშორეთ ეს 3- 4 ცალი ბინძური ტროლი რა! დაბლოკეთ ისენი! არსებობს ბევრ საიტზე ტროლებთან ბრძოლის ასეთი მექანიზმი(პლაგინი)-ვინც 5 ჯერ მეტ დისლაიკს მიიღებს კომენტარზე ვიდრე მოწონებას ცხადდება როგორც ტროლინგი და კომენტარი უქმდება!
რობი
13:19 18-12-2023
10
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული