![](https://sportall.ge/pictures/image5/298c50f9873e02ae5bc5e7464736135a.jpg)
"შახტარი" ტოკიოში საქველმოქმედო მატჩში "ავისპა ფუკუოკას" დაუზავდა - 2:2.
შეხვედრას 18 114 მაყურებელი დაესწრო, ირაკლი აზაროვი და გიორგი გოჩოლეიშვილი "მეშახტეთა" სასტარტოში იყვნენ. მე-7 წუთზე გოჩოლეიშვილის მიერ საჯარიმოში ჩაწოდებული ბურთი თავით დანილ სიკანმა გაიტანა და ანგარიში გახსნა. მეორე ტაიმში მწვრთნელმა მარინო პუშიჩმა მთელი შემადგენლობა შეცვალა.
შემდეგ შეხვედრებს "შახტარი" ევროპა ლიგაზე "მარსელთან" გამართავს" - 15 და 23 თებერვალს.