"ნაპოლი" თასზე ნაადრევად იწყებს - მარცხი სამჯერ, როტაცია და კვარაცხელია, რომელიც სიტუაციას არ ეგუება!..

AutoSharing Option
დიდხნიანი პაუზის შემდეგ, "ნაპოლი" იტალიის თასზე 1/32-ფინალიდან ჩაერთვება (10 აგვისტოს, "მოდენასთან"). ყველაფერი ეს გასულმა წარუმატებელმა სეზონმა განაპირობა. ხვიჩა კვარაცხელიას ვარჯიშის გამოტოვება მოუხდა და იქნებ მას სერია "ა"-ს პირველ ტურამდე (18 აგვისტო) დასვენების საშუალება მიეცეს.

ბოლო სამი სეზონი ანალოგიური სცენარი თამაშდებოდა და ნეაპოლური კლუბი თასზე ჩართვისთანავე, მერვედფინალში ეთიშებოდა. უკანასკნელ ორზე მეტი ვთქვათ - ჯერ საჩემპიონოდ შემართულმა ლუჩანო სპალეტიმ, ბოლოს კი ვალტერ მაცარიმ როტაციას მიმართეს, ლიდერების გვიან შემოსვლამ კი შედეგი ვერ მოიტანა. გასული წლის ბოლოს "კვარას" გუნდი გიორგი კვერნაძის "ფროზინონესთან" (0:4) განადგურდა.
Sportall.ge კიდევ ერთხელ გთავაზობთ სტატიას, რომელიც 2023 წლის 21 დეკემბერს გამოქვეყნდა...

"შეხვედრის გადასარჩენად ლიდერები მაინც ჩაერთნენ. ცუდ ამინდში საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, გუნდის ფსიქოლოგიური განწყობა კი ცოტათი გაფუჭდა, განსაკუთრებით, სტანისლავ ლობოტკასი, რომელმაც პენალტი კარს ააცილა..." - ესაა ამონარიდი ჩვენი სტატიიდან, რომელიც 2023 წლის დასაწყისში, მას შემდეგ გამოქვეყნდა, რაც "ნაპოლი" გადახალისებული შემადგენლობით იტალიის თასს მერვედფინალში, თანაც ზედიზედ მეორედ, გამოეთიშა. ახლა კვლავ იგივე ("ფროზინონესთან" 0:4) განმეორდა, თუმცა, თუნდაც შარშანდელთან შედარებით, როცა გუნდი სკუდეტოსთვის იბრძოდა, დიდი განსხვავებაა, შეცდომები კი - ანალოგიური ხასიათის...

ნეაპოლელები ჩემპიონატში წელს ოთხეულს თუ შესწვდებიან (მაშინ ეს უპერსპექტივოდ არ გამოიყურებოდა), გუნდს საკუთარი თამაშის პოვნა უჭირს და ამ ფონზე, იქნებ კარგი განწყობის შექმნა, თასის შემდეგ ეტაპზე ფიქრი და თავდაჯერების ამაღლება მნიშვნელოვანი იქნებოდა. რაც ახლა მივიღეთ, ამის შეტრიალებული ვარიანტია - "სტადიო მარადონაზე" გატეხილ ნავსზე ვსაუბრობდით და აქ მორიგი კრახი ვნახეთ...

რა თქმა უნდა, როტაციის გარეშე რთულია - კალენდარი გადატვირთულია, თუმცა ყველა გუნდი ამას პრიორიტეტულად ალაგებს და ვალტერ მაცარის საკუთარი ხედვა უფრო მკაფიო უნდა ჰქონოდა. 

სხვა შედარებები გასულ სეზონში მარცხთან - იმ მატჩში დაცვის ცენტრში პრობლემები არსებობდა, რაც გვიან შემოსულმა კიმმაც ვერ დაალაგა. ახლა ჯოვანი დი ლორენცოზე შეგვიძლია თქმა, რომ სათადარიგოთა სკამიდან საშინლად ჩაერთო. იქნებ ფსიქოლოგიურად გადაწყობა მისთვის ასე რთულია და ახლა კაპიტანს ხასიათი გაუფუჭდა, ცოტას თვითდაჯერებასაც დაკარგავდა, წინ კი "რომასთან" მატჩია. მაცარის მიზანი დასვენება იყო და ემოციურად გადაღლა მივიღეთ?!

Sportall.Ge

როტაციის დროს მოთამაშეები ცდილობენ, საკუთარ შანსს კარგად ჩაეჭიდონ. ჯაკომო რასპადორისგან მეორე სეზონია, ანალოგიურ პრობლემებს ვხედავთ. ვიქტორ ოსიმენის არყოფნაში მან როცა დრო მიიღო, თანაც ფორვარდის პოზიციაზე, ეს საკმაოდ ნაყოფიერად გამოიყენა, ნიგერიელის დაბრუნების შემდეგ კი, პოზიციაშეცვლილმა, საკუთარი თამაში ვეღარ იპოვა. როგორ ფორმაშიც უნდა იყოს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა, რომ მინდვრის ცენტრში ლობოტკას სათანადო ალტერნატივა არ არსებობს.

ზოგიერთი ფეხბურთელისთვის, ჩემპიონატში ცოტას რომ თამაშობს, თასზე წუთების მიცემა ფსიქოლოგიურად სასარგებლოა. სამწუხაროდ, ახლა ამ მხრივ დასამახსოვრებელი ბევრი არაფერია, ჯოვანი სიმეონეს გოლი არ ჩაითვალა...

რაც შეეხება ხვიჩა კვარაცხელიას, პრევიუში აღვნიშნეთ - "მწვრთნელმა კარგად უნდა განსაზღვროს, 77-ე ნომრისთვის, რომელმაც ხასიათი გამოისწორა, ახლა უმჯობესი რა იქნება". სამწუხაროდ, მაცარიმ აქაც ვერ "მოარტყა". "კვარა" ამბიციური ფეხბურთელია. მისი და ოსიმენის შემოსვლისთანავე, "ნაპოლიმ", ფაქტობრივად, საკუთარ კარში ორი გოლი მიიღო. თუკი წინა მატჩში გატანის შემდეგ ქართველი გარემარბის სიმშვიდისა და თავდაჯერების მნიშვნელობაზე ვწერდით, ახლა მწარე მარცხით გულდაწყვეტილი და თითოეულ ეპიზოდში ემოციურად ბოლომდე ჩართული 77-ე ნომერი ვნახეთ, რომელიც სიტუაციას ვერაფრით ეგუებოდა, შეცვლისთვის კი საკმარისი დრო და რესურსი არ ჰქონდა... როცა ჩქარობ და ღელავ, შეცდომებიც იმატებს, რაც გუნდს მეოთხე გაშვებულ გოლად დაუჯდა, მაგრამ ის უკვე აღარაფერს წყვეტდა; წარუმატებელი დრიბლინგის შესაძლო უკუშედეგზე ბევრჯერ გვითქვამს. ხვიჩა ერთ ეპიზოდში პენალტს საკმაოდ საფუძვლიანად ითხოვდა, რაც თამაშის სცენარს შეცვლიდა. ახლა მთავარია, როგორც კვარაცხელიამ, ასევე მთელმა გუნდმა დროული გამოფხიზლება შეძლონ და წლის ბოლომდე დარჩენილ ორ მატჩში წარმატებას მიაღწიონ.

Sportall.Ge

გიორგი კვერნაძეზეც ვთქვათ. მწვრთნელს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, მან მინდორზე ოპტიმალური ადგილი უნდა გიპოვოს. ქართველ შემტევს ახლა მთელი ფლანგი ეკავა, ის შეტევაში აქტიური იყო, კუთხურებს აწვდიდა და მაქსიმალურად ცდილობდა, გუნდურ ოპერაციებში მეტი მონაწილეობა მიეღო. გიორგი ახალ პოზიციაზე ათამაშეს, სადაც სხვა დროსაც თუ გამოიყენებენ, დაცვაში თამაშის უნარებსაც უფრო გააუმჯობესებს. სუბიექტურობის გარეშე ვამბობთ, რაც მეტ დროს მიიღებს, კვერნაძის იტალიურ ფეხბურთთან ადაპტირება გაუიოლდება. ეს ქართული დუელი "კვარას" მარცხით და კვერნაძის გამარჯვებით დასრულდა. კიდევ იქნება!..

altკვარაცხელიამ ვერ ივარჯიშა - ითამაშებს "მოდენასთან"?

alt6 ქართველი ტოპლიგაში - კვარაცხელია ევროტურნირების გარეშე - "მამარდა" "ბარსათი" იწყებს, მიქაუტაძე "მონაკოსთან" მალევე...

alt0:4 - "ნაპოლი" თასიდან "ფროზინონემ" გამოაგდო [VIDEO]

altროგორი შეფასება მიიღეს კვარაცხელიამ და კვერნაძემ

მკითხველის კომენტარები / 15 /
წლევანდელი ნაპოლის წარუმატებლობას ერთი ადრესატი არ ჰყავს. ყველაზე დიდი წვლილი გუნდის ჩავარდნაში მევახშე ლაურენტესს მიუძღვის და კიდევ დიდხანს მოუწევს გაბანძებული გუნდის ყურება. ახალი მოთამაშეების ტრანსფერებზე და ახალ ხელშეკრულებებზე რომ არაფერი ვთქვათ, თავად ის ფაქტი, რომ არცერთ ნორმალურ მწვრთნელს მასთან მუშაობა არ უნდა, უკვე მრავლისმეტყველია. ვინც დაითანხმა კიდევ, იმ მწვრთნელებმა ვერ იქნა და ვერ დაალაგეს გუნდი, მოთამაშეები არც ფიზიკურად და არც ფსიქოლოგიურად მზად არ არიან, არც ჟინი იგრძნობა და არც რწმენა. მეტ-ნაკლები ჩავარდნა ყველა ფეხბურთელს აქვს, მაგრამ გუნდს შეუძლია დროებით ამის გადაფარვა. ნაპოლში გამოჩნდა, რომ ხვიჩას და ოსიმენის გარეშე კაპიკია ნაპოლის ფასი - საკმარისია ჩვეულ ფორმაში არ იყვნენ და იწყება მათი ლანძღვა-გინება. არადა, საგინებლები თავში უნდა ეძებონ, ჯერ მიზეზი უნდა გაარკვიონ და შედეგის გამოსწორებაზე მერე იზრუნონ.
ბესო
12:56 20-12-2023
5
აბა ჩასაფრებულო სექტავ! დაესიეთ ხვიჩას ყვავ-ყორნებივით და იფხანეთ ერთი ადგილები. ის ვერ გაგიგიათ, რო ფეხბურთია და ხან წააგებ, ხან მოიგებ. ბოღმისტებო! ერთი კარგა დიდი მახათები იშოვეთ და მაგით მაინც გაერთეთ, რო ეგება დაოკდეთ.
გია
11:30 20-12-2023
22
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული