"გიორგი "აიაქსში" იტანჯება" - "მეცის" მწვრთნელმა მიქაუტაძეზე და მის შესაძლო დაბრუნებაზე ისაუბრა

AutoSharing Option
ლიგა 1-ის მე-17 ტურში "მეცი" გასვლაზე პსჟ-ს დაუპირისპირდება. მატჩის წინ პრესკონფერენცია გიორგი მიქაუტაძის ყოფილი გუნდის მწვრთნელმა ლასლო ბოლონიმ გამართა, სადაც გუნდში ქართველი ფორვარდის შესაძლო დაბრუნების შესახებაც დაუსვეს კითხვა.

"მიქაუტაძე "აიაქსში" იტანჯება. აქ მას განსაკუთრებული წელი ჰქონდა და დიდებული ურთიერთობა ჩამოგვიყალიბდა.

ლიგა 2-ში მას ბრწყინვალე სეზონი ჰქონდა და ლიგა 1-შიც ძალიან კარგად დაიწყო, ახლა კი ეს იმპულსი შეწყდა.

დაბრუნება? მე ყოველთვის მეშინია მსგავსი ოპერაციების, თანაც, თუ პაციენტი ჩემი ოჯახიდანაა. რა თქმა უნდა, დიდი იმედი მაქვს, რომ ეს მოხდება, მაგრამ ასეთ შემთხვევაში
ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

ჩემი გაწვრთნილი კლუბებიდან წასული ფეხბურთელები ადრეც დაბრუნებულან და ეს ზოგჯერ მუშაობდა, ზოგჯერაც - არა. მიქაუტაძის შემთხვევაში კი იმედი მაქვს, მონეტა მარჯვენა მხარეს ამოვა", - თქვა ბოლონიმ.

გავრცელებული ინფორმაციით, "მეცმა" და "აიაქსმა" მიქაუტაძის იჯარაზე მოილაპარაკეს და ქართველი სეზონის ბოლომდე ყოფილ კლუბს დაუბრუნდება.
მკითხველის კომენტარები / 11 /
გიორგის წარმატებებს ვუსურვებ, მაგრამ...არ არის იმ დონის ფეხბურთელი (ყოველ შემთხვევაში და გულწრფელი იმედი მაქვს, ჯერჯერობით), რომ "აიქსის" ძირითადი "გაქაჩოს", თუნდაც ასეთი "აიაქსის". ეს ძალიან დიდი გუნდია და აქ ყოფნა მხოლოდ მოედანზე ყოფნა არ არის!!!
ქალაქელი
17:42 21-12-2023
4
გიო კარგი ფეხბურთელია.
ზოგადად განწყობა დიიდ როლს თამაშობს. არ აეწყო აიაქსში სხვა განწყობაში მოხვდა თავიდანვე დაძაბულად დაიწყო ყველაფერი. დაბრუნდეს იქ სადაც ესმით გუნდს და ფეხბურთელს ერთმანეთის... და მაგის მზე კიდე ამოვა. წარმატებები
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული