კაკაბაძე კაპიტანი იყო - "კრაკოვიამ" მოუგებელი სერია დაასრულა

AutoSharing Option
პოლონეთის ექსტრაკლასას მე-19 ტურში "კრაკოვიამ", რომელსაც ოთარ კაკაბაძემ უკაპიტნა, საკუთარ მოედანზე "ლეგია" 2:0 დაამარცხა.

კაკაბაძემ შეუცვლელად ითამაშა და ყვითელი ბარათი მიიღო, დუბლი კი ფინელმა თავდამსხმელმა ბენიამინ კელმანმა შეასრულა.

"კრაკოვიამ" ყველა ტურნირზე შვიდმატჩიანი მოუგებელი სერია შეწყვიტა, 21 ქულით მეცამეტე ადგილზეა და შემდეგ შეხვედრას 10 თებერვალს სახლში "რადომიაკთან" ჩაატარებს.

კრაკოვი. "იოჟეფ პილსუდსკი". 8 093 მაყურებელი
კრაკოვია - ლეგია 2:0
გოლები: 1:0 კელმანი (25), 2:0 კელმანი (57)

მკითხველის კომენტარები / 3 /
კაკაბამ ბოლო თამაშები ძალიან მაღალ დონეზე ჩაატარა და მისი სახით მარჯვენა ფლანგი ნამდვილად საიმედოა. წარმატებები
0
ერთ ერთი საუკეთესო იყო ბოლო მატჩებში ნამდვილად
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული