მიქაუტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "აიაქსი" კომპენსირებულ დროში გაშვებული გოლით დამარცხდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ნიდერლანდების თასზე „აიაქსი“ წვიმიან ამინდში გასვლაზე რანგით მეოთხე დივიზიონის „ჰერკულესთან“ 2:3 დამარცხდა.

სტუმართა გუნდის თავდამსხმელმა გიორგი მიქაუტაძემ, რომელიც გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, იჯარით „მეცში“ ბრუნდება, თუმცა ჯერ გადაწყვეტილი არაფერია, სასტარტოში იყო და შეუცვლელად ითამაშა.

უპირატესობას ამსტერდამელები ფლობდნენ, მაგრამ კონტრიერიშზე მასპინძლებმა პიტერსის გოლით დაწინაურება მოახერხეს. „აიაქსი“ განუწყვეტლივ უტევდა. მიქაუტაძემ 64-ე წუთზე აკპომი მეკარესთან პირისპირ გაიყვანა, რომელმაც ვერ გაიტანა. სამაგიეროდ, პიტერსმა მალე დუბლი შეასრულა. შემდეგ უტრეხტელებმა ორი კარგი შანსი ვერ გამოიყენეს, ბრობიმ კი ანგარიში შეამცირა, მიქაუტაძის დარტყმული ბურთი მეკარემ მოიგერია, აკპომმა ანგარიში გაათანაბრა, ხოლო
კომპენსირებულ დროში დედაქალაქელთა დაცვა ისევ ჩავარდა, გოლი გაუშვეს, დამარცხდნენ და გათამაშებას გამოითიშნენ.

უტრეხტი. „გალვენვარდი“
ჰერკულესი - აიაქსი 3:2
გოლები: 1:0 პიტერსი (17), 2:0 პიტერსი (66), 2:1 ბრობი (84), 2:2 აკპომი (89), 3:2 გროტენბერგი (90+4)

მკითხველის კომენტარები / 6 /
ყველაფერი გააკეთეს რომ ფორმიდან ამოვარდნილიყო და აქ ზოგიერთი აიაქსის გულშემატკივარი ისევ გიოს აბრალებს რაღაცას. ვერ უთამაშია თურმე! სხვათა შორის, გაგიკვირდებათ და ფეხბურთში პოზიციები არსებობს - გიო კი თავის პოზიციაზე ერთხელაც არ ათამაშეს იმაზე ხომ საერთოდ აღარ ვლაპარაკობ, რომ არც ახალ პოზიციასთან ადაპტაციის საშუალება მიუციათ მაინცადამაინც - ათასში ერთხელ გამოყავდათ. ვისაც რატომღაც არ გახსოვთ - გიომ ლიგა ერთში სეზონი ბრწყინვალედ დაიწყო- სამ თმაშში ორი გოლი და ერთი ასისტი, ხოდა ზოგიერთის აზრით ერადივიზიონის ამ სოფლის გუნდის დონეს ვერ ქაჩავს თურმე! კიდევ კარგი მგონი მიდის მაგ ჭაობიდან ბოლო ბოლო. ცუდი ისაა, რომ რაღაც დროა საჭირო ფორმის აღსადგენად, ნაკრების თამაშებამდე კი ბევრი დროც აღარაა დარჩენილი.
არტ
11:13 22-12-2023
0
ათამაშეს მე-4-ე დივიზიონის გუნდთან და.არც ერთი შედეგიანი მოქმედება (პასიც კი).მერე ყვირიან ზოგიერთები - ძირითადში რატომ არ ათამაშებენო
17

სიახლეები პოპულარული